სათაურით „Stealth Bomber“ ეს სტატია იძებნება. ზოგადად სტელსის თვითმფრინავის შესახებ იხ. სტელსის თვითმფრინავი.

Northrop Grumman B-2 Spirit (აგრეთვე ცნობილი როგორც Stealth Bomber) — ამერიკული მძიმე ბომბდამშენი, დაფუძნებული მცირედ შესამჩნევი სტელსის ტექნოლოგიაზე, დაპროექტებულია მოწინააღმდეგის ჰაერსაწინაამღმდეგო თავდაცვის გასარღვევად და იქ როგორც ჩევულებრივი, ასევე ბირთვული იარაღის განსათავსებლად. მნიშვნელოვანი კაპიტალური და საექსპლუატაციო ხარჯების გამო პროექტმა ორაზროვნება გამოიწვია კონგრესსა და სამხედრო შტაბის უფროსებს შორის. გვიანი 1980-იანებისა და ადრეული 1990-იანების განმავლობაში კონგრესმა შეამცირა თავდაპირველი გეგმები 132 ბობდამშენის წარმოების შესახებ, და ნება დართო, გამოეშვათ მხოლოდ 21.

B-2 Spirit
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-2 Spirit ფრენისას
ფუნქცია სტელსის ბომბდამშენი
წარმოება Northrop Corporation
Northrop Grumman
პირველი გაფრენა 17 ივლისი, 1989
წარდგენა აპრილი, 1997
სტატუსი აქტიურად მსახურობს 20 თვითმფრინავი
მომხმარებლები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
რაოდენობა 21[1][2]
პროგ. ღირებულება 44.75 მილიარდი აშშ-ის დოლარი[3]
ღირებულება 737 მილიონი აშშ-ის დოლარი (1997 წლის მიხედვით)

თითო თვითმფრინავის საშუალო ღირებულება 737 მილიონი აშშ-ის დოლარია (1997 წლის კურსით).[3] თითოეული ასეთი თვითმფრინავის სრული შენაძენი საშუალოდ 929 მილიონი დოლარი ჯდება, რომელშიც შედის სათადარიგო ნაწილები, აღჭურვილობა, მოდერნიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფა.[3] პროგრამის სრულმა ღირებულებამ, რომელიც მოიცავს ინჟინერიას, განვითარებასა და ტესტირებას, საშუალოდ 2.1 მილიარდი დოლარს აღწევს ერთ თვითმფრინავზე (1997).[3]

ოცი B-2 აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაშია. თავდაპირველად დაპროექტებული 1980-იან წლებში ცივი ომის ოპერაციებისთვის, პირველად გამოყენებული იქნა სამხედრო მიზნებისთვის ბომბების ჩამოსაყრელად სერბეთში კოსოვოს ომის დროს 1999 წელს, შემდეგ ერაყის ომსა და ავღანეთში. ერთმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა 2008 წელს ანდერსენის ბაზიდან აფრენისთანავე; პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს.[4]

ბომბდამშენს ჰყავს ორ-კაციანი ეკიპაჟი და შეუძლია ჩამოყაროს 80 ცალი 230 კილოგრამიანი JDAM-ის ტიპის GPS სისტემის ბომბები, ან 16 ცალი 1100 კილოგრამიანი B83-ის ტიპის ბირთვული ბომბები. B-2 ერთადერთი თვითმფრინავია, რომელსაც შეუძლია ატაროს დიდი ჰაერი-მიწა ტიპის შეიარაღება სტელსის კონფიგურაციაში.

B-2 გამოიყენება ჯაშუშად კონტრდაზვერვის მიერ და აწყობს დასამახსოვრებელ საზოგადოებრივ წარმოდგენებს ავიაშოუებზე 1990-იანების შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Northrop B-2A Spirit fact sheet. National Museum of the United States Air Force. წაკითხვის თარიღი: 13 სექტემბერი, 2009.
  2. თამარ ა. მეჰურონი, Assoc. Editor. 2009 USAF Almanac, Fact and Figures. Air Force Magazine, მაისი 2009. წაკითხვის თარიღი: 13 სექტემბერი, 2009.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 B-2 Bomber: Cost and Operational Issues Letter Report, 08/14/97, GAO/NSIAD-97-181. დაარქივებული 2014-07-21 საიტზე Wayback Machine. United States General Accounting Office (GAO). წაკითხვის თარიღი: 13 სექტემბერი 2009.
  4. ბრიუს როლფსენი. Moisture confused sensors in B-2 crash. airforcetimes.com, 9 ივნისი 2008. წაკითხვის თარიღი: 13 სექტემბერი 2009.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=B-2_Spirit&oldid=4552180“-დან