რგოლიანი სატაცური

(გადამისამართდა გვერდიდან Asparagus verticillatus)

რგოლიანი სატაცური (ლათ. Asparagus verticillatus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. იზრდება 2 მეტრამდე სიმაღლის. აქვს სუსტი, მცოცავი ან მხოხავი ღერო. ძლიერ დატოტვილია. კლადოდიუმები აშკარად სამწახნაგოვანია, მთავარ ღეროზე მრავალი კლადოდიუმია, 20 ცალი ერთად, ხოლო ტოტებზე — 3–6 ერთად. აქვს ქერცლოვანი ფოთლები. მოკლეყუნწიანი და გვერდითი ტოტების კენწეროებზე განლაგებული ყვავილები. ნაყოფი კენკრაა, ფერად წითელი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში. ფართოდ გავრცელებული მცენარეა.[1] გვხვდება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ და შუა აზიაში,[2] მთელ კავკასიაში. საქართველოში აღნიშნულია მთელ ტერიტორიაზე. იზრდება ქვიან და მშრალ ადგილებში, ბუჩქნარებში — დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე.[1]

რგოლიანი სატაცური

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  სატაცური
სახეობა:  რგოლიანი სატაცური
ლათინური სახელი
Asparagus verticillatus L., 1762
სინონიმები
  • Asparagus verticillaris Lam., 1783
  • Asparagus tricarinatus K.Koch, 1849
  • Asparagus buxbaumius Gueldenst. ex Ledeb., 1852
  • Asparagus scandens Gueldenst. ex Ledeb., 1852, nom. illeg.
  • Asparagus verticillatus var. floribundus Baker, 1875
  • Asparagus verticillatus subsp. floribundus (Baker) K.Richt., 1890
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 176392
  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 60.
  2. Asparagus verticillatus L.. GRIN. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2021