ArtRave
artRave — ამერიკელ პოპ მომღერალ ლედი გაგას ორ დღიანი ღონისძიება, მესამე სტუდიური ალბომის ARTPOP (2013) მხარდასაჭერად. ღონისძიება დაიწყო 2013 წლის 10 ნოემბერს ალბომის გამოცემიდან ერთი დღით ადრე და დასრულდა მეორე დღეს. ღონისძიება გაიმართა ნიუ-იორკში ბრუკლინის ნავსადგურში, რომელიც მოიცავდა აბომის გამოშვების წვეულებას, პრეს-კონფერენციას, გამოფენას და მინი კონცერტს. პრეს კონწერენციის დროს გაგამ ჟურნალისტებს წაუდგინა პირველი მფრინავი კაბა Volantis და ასევე დაადასტურა კოსმოსში პერფომანსი რომელიც მოგვიანებით ტექნიკური ხარვეზების გამო გაუქმდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჯეფ კუნსის ახალი სკულფტურები მათ შორის გაგას გიგანტური სკულფტურა, ფოტოგრაფ დუეტ ინეზ და ვინუტის მოდის ფილმი, მარინა აბრამოვიჩის სამკუტნალო მეთოდის ვიდეო პროექტო და ამერიკელი დრამატურგისა და რეჟისორის რობერტ ვილსონის პორტრეტები გაგას მონაწილეობით.
artRave | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული ლედი გაგას მიერ | ||||
ჩატარების ადგილი | ბრუკლინის ნავსადგური, ნიუ-იორკი, აშშ | |||
დაკავშირებული ალბომი | ARTPOP | |||
დაწყების თარიღი | 10 ნოემბერი, 2013 | |||
დასრულების თარიღი | 11 ნოემბერი, 2013 | |||
ლედი გაგას კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
თავდაპირველად ღონისძიება უნდა დაეფინანსებინა American Express-ს თუმცა მათ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს დაფინანსება. მინი კონცერტის პირდაპირ ტრანსლაცია მიმდინარეობდა მუსიკალური ვიდოების პლათფორმაზე Vevo, კონცერტზე გაგამ შეასრულა სიმღერები მხოლოდ ახალი ალბომიდან. 11 ნოემბერს აშშ-ის 150-ზე მეტ რადიო სადგურში გადაიცა კონცერტის აუდიო ჩანაწერი და გაგას ინტერვიუ რადიო წამყვან რაიან სიკრესტთან ერთად. ხოლო 19 ნოემბერს ტელეკომპანია The CW-ს ეთერში ნაჩვენები იქნა მთლიანი კონცერტის ჩანაწერი. ღონისძებამ კრიტიკოსების მხრიდან დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა, კერძოდ კი მათ ხაზი გაუსვეს გაგა შესრულებას და ენთუზიაზმს.
სეტლისტი
რედაქტირება- Aura
- ARTPOP
- Venus
- MANiCURE
- Sexxx Dreams
- Gypsy
- Dope
- Applause
- Do What U Want
წყარო: Rolling Stone[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Gaga's 'Artpop' Party დაარქივებული 2013-12-05 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, CBS New York
- 10 Things No One Told You About Lady Gaga's artRave Complex
- Scenes from Lady Gaga's ArtRave at Brooklyn Navy Yard Paper
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Muller, Marissa G. (11 ნოემბერი, 2013). „Lady Gaga Shows Off Flying Dress at 'ArtRave'“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება)