ცერცვეკალა
(გადამისამართდა გვერდიდან Alhagi)
ცერცვეკალა (ლათ. Alhagi) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ეკლიანი ბუჩქ-ბალახები ან მრავალწლოვანი ბალახებია. მათი სიმაღლე 30-80 სმ აღწევს. წვრილი მარტივი ფოთლები აქვთ.
ცერცვეკალა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Alhagi | ||||||||||||
|
7 სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ცნობილია 2 სახეობა. იზრდება ბარისა და მთისწინეთის უდაბნოებში, ნახევრად უდაბნოებში და სტეპებზე, ქვიშიან, თიხიან, ქვიან და სუსტად დამლაშებულ ადგილებზე, ზღვის დონიდან 700 მ-მდე.
მნიშვნელოვანი საძოვრის მცენარეა. განსაკუთრებით ეტანება აქლემი. ზოგი სახეობა გამოყოფს ტკბილ წვენს — მანანას, რომელსაც წინა აზიის მოსახლეობა ტკბილეულად იყენებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 204.