ჯიღოსანა
(გადამისამართდა გვერდიდან Aethia)
ჯიღოსანა[1] (ლათ. Aethia) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგის ალკისებრთა ოჯახისა. ცნობილია 4 სახეობა: დიდი ჯიღოსანა (A. cristatella) — სხეულის სიგრძეა 25 სმ-მდე; მცირე ჯიღოსანა (A. pygmaea) — დაახლოებით 20 სმ; ნამცეცა ჯიღოსანა (A. pusilla) — სხეულის სიგრძე 19 სმ-მდე და თეთრმუცელა ალკა (Aethia psittacula) — სიგრძით 23 სმ-მდე. ზღვის ფრინველებია, მთელ დროს, გარდა გამრავლების პერიოდისა, ღია ზღვაში ატარებენ. გავრცელებული არიან წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ბუდობენ დიდ კოლონიებად კლდეების ნაპრალებში და ნაყარ ქვებში. იკვებებიან ზღვის მცირე ხერხემლიანი ცხოველებით. აქა-იქ გააჩნიათ რამდენადმე სარეწაო მნიშვნელობა, იყენებენ მათ ხორცს.
ჯიღოსანა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თეთრმუცელა ალკა (Aethia psittacula) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Aethia (Merrem, 1788) | |||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირება- დიდი ჯიღოსანა (A. cristatella)[2]
- თეთრმუცელა ალკა (Aethia psittacula)[3]
- მცირე ჯიღოსანა (A. pygmaea)[2]
- ნამცეცა ჯიღოსანა (A. pusilla)[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯიღოსანა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 43, 179, 181.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 43, 179.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 10, 98, 223.