ქორაფი
(გადამისამართდა გვერდიდან Acer cappadocicum)
ქორაფი (ლათ. Acer cappadocicum) — ხე ნეკერჩხლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს. 5–7-ნაკვთიანი ფოთლები და მომწვანო, წვრილი, უსახურო ყვავილები აქვს. ნაყოფი ორფრთიანი კაკალია.
ქორაფი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Acer cappadocicum | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 193525 | ||||||||||||
|
გავრცელებულია მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში, თურქეთში და სომხეთში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან, შერეულია ფართოფოთლოვან ტყეში დაბლობიდან 1600 მეტრამდე. ქორაფი თაფლოვანი, დეკორატიული ხეა. აქვს კარგი მერქანი.
ხმარობენ სადურგლო და სახარატო საქმეში. ნამარხი ქორაფი ნაპოვნია სამხრეთ საქართველოს პლიოცენური ფლორის კომპლექსში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 548.