2003 YN107
2003 YN107 — მცირე ზომის ასტეროიდი, კლასიფიცირებული, როგორც ატონის ჯგუფის დედამიწასთან ახლოს ობიექტი, რომელიც მოძრაობს დედამიწასთან 1:1 საშუალო მოძრაობის რეზონანსში. ამის გამო, ის დედამიწასთან შედარებით კოორბიტალურ კონფიგურაციაშია.[2][3][4]
2003 YN107 | ||||
---|---|---|---|---|
ასტეროიდ 2003 YN107-ის ორბიტის ანიმაცია 1900-2100 წლებში | ||||
მცირე პლანეტების კატეგორია | ნეო · ატენი[1] | |||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | LINEAR | |||
აღმოჩენის თარიღი | 20 დეკემბერი, 2003 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
ეპოქა: 13 იანვარი, 2016 (JD 2457400.5) | ||||
აფელიუმი |
1.00244 ა. ე. (149.963 გმ) | |||
პერიჰელიუმი |
0.974906 ა. ე. (145.8439 გმ) | |||
დიდი ნახევარღერძი (a) |
0.988674 ა. ე. (147.9035 გმ) | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.0139259 | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი |
0.98 წელი (359.1 დღე) | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 29.82 კმ/წმ | |||
საშუალო ანომალია () | 176.9658° | |||
დახრილობა (i) | 4.32078° | |||
კუთხური გადაადგილება | 1.00259°/დღე | |||
ამომავალი კვანძის გრძედი () |
264.41926° | |||
პერიცენტრის არგუმენტი () | 87.50070° | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
საშუალო რადიუსი | 5–15 მ | |||
აბსოლუტური ვარსკვლავური სიდიდე | 26.5[1] | |||
| ||||
| ||||
2003 YN107 ვიკისაწყობში |
აღმოჩენა, ორბიტა, ფიზიკური თვისებები
რედაქტირება2003 YN107 აღმოჩენილ იქნა ლინკოლნის დედამიწის მახლობელი ასტეროიდების კვლევის სისტემის (LINEAR) მიერ, მზის გარშემო ორბიტაზე 2003 წლის 20 დეკემბერს. მისი დიამეტრი დაახლოებით 10-დან 30 მეტრამდეა. იგი, ნასას დედამიწის ახლო ორბიტაზე მოძრავ ობიექტთა სიაშია და, სავარაუდოდ დედამიწიდან დაშორებულია 0.01 ა. ე.-ით. ის მზის გარშემო ბრუნავს დედამიწის მსგავს, თითქმის წრიულ ორბიტაზე. მისი ორბიტალური პერიოდი 363.846 დღე — ძალიან ახლოს დგას დედამიწის ვარსკვლავიერ (სიდერიულ) წელიწადთან.
დედამიწასთან თანაორბიტალური და ორბიტალური ევოლუცია
რედაქტირებადაახლოებით 1997 წლიდან 2006 წლამდე ასტეროიდი რჩებოდა დედამიწისგან 0.1 ა. ე. (15,000,000 კმ) ფარგლებში და როგორც ჩანს, ის ნელა ბრუნავდა დედამიწის გარშემო.[2] თუმცა, 2003 YN107 არ არის მეორე მთვარე, რადგან ის არ არის მიბმული დედამიწასთან. ეს არის კოორბიტალური ობიექტების, ან კვაზი-სატელიტების პოსტულირებული ჯგუფის პირველი აღმოჩენილი წევრი, რომელიც აჩვენებს ამ ტრაექტორიის მახასიათებლებს.[2][3] ამ ჯგუფის სხვა წევრებს შორისაა (10563) Izhdubar, (54509) YORP, (66063) 1998 RO1, (85770) 1998 UP1 და (85990) 1999 JV6. 1996 წლამდე ასტეროიდი მზის გარშემო, დედამიწის ორბიტის გასწვრივ ეგრეთ წოდებულ ნალისებურ ორბიტაზე იმყოფებოდა. 2006 წლიდან იგი კვლავ დაუბრუნდა აღნიშნულ ორბიტას. 2003 YN107 ძალიან წააგავს 2002 AA29-ს, რომელიც დაახლოებით 600 წელიწადში გახდება დედამიწის კვაზი თანამგზავრი.[2][3][4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- MPEC 2003-Y76 : 2003 YN107 (Discovery MPEC)
- NASA's Near-Earth Object close approach tables
- Corkscrew Asteroid, Tony Phillips, Science@NASA, 9 June 2006.
- Horseshoe asteroids and quasi-satellites in Earth-like orbits
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 JPL Small-Body Database Browser: (2003 YN107). Jet Propulsion Laboratory. ციტირების თარიღი: 30 March 2016
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Connors, M.; Veillet, C.; Brasser, R.; Wiegert, P.; Chodas, P.; Mikkola, S.; Innanen, K. (August 2004). „Discovery of Earth's quasi-satellite“. Meteoritics & Planetary Science. 39 (8): 1251–1255. Bibcode:2004M&PS...39.1251C. doi:10.1111/j.1945-5100.2004.tb00944.x.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Brasser, R.; Innanen, K. A.; Connors, M.; Veillet, C.; Wiegert, P.; Mikkola, S.; Chodas, P. W. (September 2004). „Transient co-orbital asteroids“. Icarus. 171 (1): 102–109. Bibcode:2004Icar..171..102B. doi:10.1016/j.icarus.2004.04.019.
- ↑ 4.0 4.1 de la Fuente Marcos, C.; de la Fuente Marcos, R. (July 2013). „A resonant family of dynamically cold small bodies in the near-Earth asteroid belt“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters. 434 (1): L1–L5. arXiv:1305.2825. Bibcode:2013MNRAS.434L...1D. doi:10.1093/mnrasl/slt062.