17473 Freddiemercury
17473 Freddiemercury, დროებითი აღნიშვნით 1991 FM3 — 3.4 კმ დიამეტრის მქონე კაშკაშა ასტეროიდი ასტეროიდთა სარტყლის შიდა რეგიონში. 1991 წლის 21 მარტს, ევროპის სამხეთული ობსერვატორიის ლა-სილიის ობსერვატორიაში (ჩილე) აღმოაჩინა ბელგიელმა ასტრონომმა ანრი დებეონმა.[1]
17473 Freddiemercury | ||||
---|---|---|---|---|
სხვა სახელები | 1991 FM3 | |||
აღნიშვნა | 17473 | |||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | ანრი დებეონი | |||
აღმოჩენის ადგილი | ლა-სილიის ობსერვატორია | |||
აღმოჩენის თარიღი | 21 მარტი, 1991 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
აფელიუმი | 2.7604 | |||
პერიჰელიუმი | 2.0187 | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.1552 | |||
დახრილობა (i) | 0.9123° | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ზომები | 3.435±0.374 კმ | |||
ბრუნვის პერიოდი (T) | 3.69 წელი | |||
| ||||
|
ასტეროიდი მზიდან 2,0–2,8 ასტრონომიული ერთეულის მოშორებით მდებარეობს და მის გარშემო ერთ შემოვლას 3 წელსა და 8 თვეს ანდომებს (1349 დღე). ორბიტის ექსცენტრიულობა 0,16-ია, ეკლიპტიკისადმი დახრილობა კი 1°.[2] ასტეროიდის პირველი დაკვირვება მის აღმოჩენამდე 9 წლით ადრე, 1982 წელს, ყირიმის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მოხდა.[1] NASA-ს Wide-field Infrared Survey Explorer-ის მისია NEOWISE-ის მოხსენების თანახმად, ასტეროიდის დიამეტრი 3,4 კილომეტრია, ზედაპირის ალბედო კი 0,313.[3] 2016 წლისთვის, ასტეროიდის შემადგენლობა, ისევე როგორც როტაციის პერიოდი და ფორმა, უცნობი რჩება.[2]
2016 წლის 5 სექტემბერს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა და მცირე პლანეტათა ცენტრმა, მომღერალ ფრედი მერკურის პატივსაცემად, ასტეროდის მისი სახელი, Freddiemercury უწოდა. აღსანიშნავია, რომ მისი აღმოჩენა სწორედ მომღერლის გარდაცვალების წელს მოხდა,[4] დროებითი სახელი კი მის ინიციალებს შეიცავდა. სახელის დარქმევის შესახებ საზოგადოებას Queen-ის ყოფილმა წევრმა, ინგლისელმა მომღერალმა და ასტროფიზიკოსმა ბრაიან მეიმ ამცნო შვეიცარიაში, მონტროს კაზინოში, მომღერლის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე.[5][6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Asteroid Lightcurve Database (LCDB), query form (info დაარქივებული 2017-12-16 საიტზე Wayback Machine. )
- Dictionary of Minor Planet Names, Google books
- Asteroids and comets rotation curves, CdR – Observatoire de Genève, Raoul Behrend
- Discovery Circumstances: Numbered Minor Planets (15001)-(20000) – Minor Planet Center
- Asteroid (17473) Freddiemercury: an image – Virtual Telescope Project
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 17473 (1991 FM3). Minor Planet Center. ციტირების თარიღი: 6 September 2016.
- ↑ 2.0 2.1 JPL Small-Body Database Browser: 17473 (1991 FM3). Jet Propulsion Laboratory. ციტირების თარიღი: 6 September 2016.
- ↑ Masiero, Joseph R.; Mainzer, A. K.; Grav, T.; Bauer, J. M.; Cutri, R. M.; et al. (November 2012). „Preliminary Analysis of WISE/NEOWISE 3-Band Cryogenic and Post-cryogenic Observations of Main Belt Asteroids“. The Astrophysical Journal Letters. 759 (1): 5. arXiv:1209.5794. Bibcode:2012ApJ...759L...8M. doi:10.1088/2041-8205/759/1/L8. ციტირების თარიღი: 6 September 2016.
- ↑ MPC/MPO/MPS Archive. Minor Planet Center. ციტირების თარიღი: 6 September 2016.
- ↑ „Freddie Mercury: Asteroid named after late Queen star to mark 70th birthday“. BBC News. 6 September 2016.
- ↑ „A shooting star leaping through the sky: asteroid named after Freddie Mercury on '70th birthday'“. Telegraph. 5 September 2016.