ლა-სილიის ობსერვატორია

ESO-ს კუთვნილი ობსერვატორია ჩილეში

ლა-სილიის ობსერვატორიაასტრონომიული ობსერვატორია ჩილეში, რომელსაც მართავს ევროპის სამხრეთული ობსერვატორია (ESO). აღჭურვილია რამდენიმე ტელესკოპით. ობსერვატორია ერთ-ერთი უდიდესია სამხრეთ ნახევარსფეროში და პირველი ჩილეში, რომელიც ESO-მ ააშენა.[1]

ლა-სილიის ობსერვატორია
ესპ. La Silla Observatory
29°15′27″ ს. გ. 70°44′15″ დ. გ. / 29.25750° ს. გ. 70.73750° დ. გ. / -29.25750; -70.73750
ორგანიზაცია ევროპის სამხრეთული ობსერვატორია
კოდი 809  
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე, კოკიმბოს რეგიონი
სიმაღლე ზ. დ. 2 400
დაარსდა 1964
ოფიციალური საიტი http://www.ls.eso.org/index.html
Map
ტელესკოპები
ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპი 3,5 მ რეფლექტორი
ESO 3,6 მ 3,6 მ რეფლექტორი
MPG/ESO 2,2 მ 2,2 მ რეფლექტორი
დანიის ეროვნული ტელესკოპი 1,5 მ რეფლექტორი
ეულერის ტელესკოპი 1,2 მ რეფლექტორი
ESO 1 მ შმიდტის ტელესკოპი 1,0 მ რეფლექტორი
REM ტელესკოპი 0,6 მ რეფლექტორი
TRAPPIST 0,6 მ რეფლექტორი
TAROT 0,3 მ რეფლექტორი

ლა-სილიის ტელესკოპები და ინსტრუმენტები მდებარეობს ქალაქ ლა-სერენიდან 150 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ატაკამის უდაბნოს ჩილეური ნაწილის კიდესთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და იზოლირებული ადგილია მთელ დედამიწაზე.

ამ გეოგრაფიული არეალის სხვა ობსერვატორიების მსგავსად, ლა-სილია შორს მდებარეობს ნებისმიერი სახის სინათლის წყაროსგან; მათ შორისაა პარანალის ობსერვატორია, სადაც განთავსებულია ძლევამოსილი Very Large Telescope. არეალის ცა ერთ-ერთი ყველაზე ბნელია დედამიწაზე.

 
ლა-სილიის მშენებლობა, ივნისი 1968.[2]

1963 წელს ESO-მ ჩილე თავისი მომავალი ობსერვატორიის ადგილად შეარჩია[3] და შესაბამისი ჯგუფები სხვადასხვა ადგილის დასაზვერად გაგზავნა, რათა განესაზღვრათ შესაბამისობა. საბოლოოდ, შეირჩა ადგილი ატაკამის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში, დედაქალაქ სანტიაგოდან 600 კილომეტრით ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე. ადგილი მართლაც იდეალური იყო — მშრალი, ბრტყელი და ადვილად მისადგომი, იზოლირებული და მოშორებული ყველანაირი ხელოვნური სინათლისა და მტვრის წყაროსგან. თავდაპირველად მას ჩინჩადო უწოდეს, შემდეგ კი ლა-სილია, რაც ესპანურად უნაგირს ნიშნავს; ადგილის მოყვანილობა მართლაც წააგავს უნაგირს.[4] 1964 წლის 30 ოქტომბერს, კონტრაქტებს ხელი მოეწერა და უკვე მომდევნო წელს, ESO-მ ჩილესგან 245 კვადრატული მილის ფართობის ტერიტორია იყიდა. 1965 წელს აშენდა დროებითი ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი შენობები, სასემინარო და საკუჭნაო არეალები. ადგილის მწვერვალამდე გზის გაყვანა 1966 წელს დასრულდა.

1969 წლის 25 მარტს, ლა-სილია ოფიციალურად გახსნა ჩილეს პრეზიდენტმა ედუარდო ფრეი მონტალვამ. დასრულდა მუდმივი საცხოვრებლები, სამუშაო არეალები, სასტუმროები, ტელესკოპები — ობსერვატორია სრული დატვირთვით ამუშავდა. 1960-იანი წლების ბოლოს დაყენდა ESO-ს 1,5 და 1-მეტრიანი ტელესკოპები, 1968 წელს კი დაემატა დიდი პრიზმის ობიექტივით აღჭურვილი ტელესკოპი, რომელსაც მანამდე სამხრეთ აფრიკაში იყენებდნენ.[5]

 
პრეზიდენტი ედუარდო ფრეი მონტალვა ხსნის ლა-სილიას, 1969.

1976 წელს ფუნქციონირება დაიწყო უმსხვილესმა, 3,6 მეტრიანმა ტელესკოპმა § ESO-მ.[6] 1984 წელს დამონტაჟდა 2,2 მეტრიანი ტელესკოპი, 1989 წელს კი ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპის (NTT) პირველი შუქი შედგა.[7] პროგრამამ პიკს 1987 წელს მიაღწია, როდესაც დამონტაჟდა ტელესკოპი SEST (ESO-ს შვედური სუბმილიმეტრული ტელესკოპი), ერთადერთი სუბმილიმეტრული ტელესკოპი სამხრეთ ნახევარსფეროში, რომელიც ESO-სა და შვედეთის ბუნების მეცნიერებათა კვლევის საბჭოს ერთობლივი პროექტი იყო. მეოცე საუკუნის მიწურულს დაიხურა ზოგიერთი მოძველებული ტელესკოპი, მათ შორის შმიდტი 1998 წელს და 1,5 მეტრიანი ტელესკოპი 2002 წელს. თუმცა, ობსერვატორიას შეემატა სხვა ობსერვატორიების კუთვნილი ტელესკოპები — 1998 წელს გაიხსნა მარსელის ობსერვატორიის 1-მეტრიანი ტელესკოპი, 2000 წელს კი ჟენევის ობსერვატორიის კუთვნილი 1,2-მეტრიანი ტელესკოპი.[8]

ტელესკოპები

რედაქტირება
 
ლა-სილიას ხედი და არსებული ტელესკოპები

ლა-სილიაში ESO ამუშავებს სამ ძირითად ოპტიკურ ინფრაწითელ ტელესკოპს:[9] ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპს (NTT), 3,6 მეტრიან ტელესკოპ §ESO-ს და 2,2-მეტრიან მაქს პლანკის ტელესკოპს (MPG/ESO Telescope). გარდა ამისა, ობსერვატორიაში ფუნქციონირებს სხვადასხვა ეროვნული თუ კონკრეტული პროექტის ტელესკოპები, რომლებიც ESO-ს დაქვემდებარებაში არაა.[10]

ტელესკოპი ESO 3,6 მ

რედაქტირება
 
ESO 3,6 მ ტელესკოპი

3,6-მეტრიანმა ტელესკოპმა ფუნქციონირება 1976 წელს დაიწყო და მას შემდეგ ის მუდმივად ახლდება;[11] დაემატა ახალი, მეორე სარკე, რის შედეგადაც ტელესკოპი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და პროდუქტიული გახდა ასტრონომიულ კვლევებში. ამ ტელესკოპს გააჩნია HARPS-ი (მაღალი სიზუსტის რადიალურად მბრუნავი პლანეტების მძებნელი) — პლანეტებზე მონადირე მსოფლიოში სახელგანთქმული ხელსაწყო.[12] HARPS-ი არის სპექტროგრაფი შეუდარებელი სიზუსტით და დაბალმასიანი ეგზოპლანეტების დღემდე უკონკურენტო და წარმატებული მაძიებელი. 2008 წლიდან, HARPS-ი ერთადერთი ხელსაწყოა, რომელიც 3,6-მეტრიან ტელესკოპს გააჩნია.[13]

ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპი

რედაქტირება
 
ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპი

ESO-ს ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპი (NTT) წარმოადგენს Alt-Az, 3,58-მეტრიან Richey-Chretien ტელესკოპს, რომელიც მოწინავეა აქტიური ოპტიკის გამოყენებით. ტელესკოპი და მისი აღჭურვილობა რევოლუციურია ოპტიმალური სურათის ხარისხის თვალსაზრისით.[14] NTT-ს პირველი შუქი 1989 წლის მარტში შედგა. იდეალურადაა მოწყობილი ტელესკოპის შენობის ვენტილაცია. გადახურების თავიდან ასაცილებლად, ტელესკოპის ყველა ძრავს გააჩნია წყლის გაგრილება. არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ გადაღებული ფოტოები გამოვიდეს ბრწყინვალე ხარისხის.

2,2-მეტრიანი ტელესკოპი MPG/ESO

რედაქტირება
 
MPG/ESO ტელესკოპი, ESO შმიდტის ტელესკოპი, ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპი და ESO 3,6 მ ტელესკოპი (მარცხნიდან მარჯვნივ)

1984 წლიდან, ლა-სილიაში ფუნქციონირებს 2,2-მეტრიანი ტელესკოპი, რომელიც ESO-ს განუსაზღვრელი ვადით გადასცა გერმანულმა მაქს პლანკის საზოგადოებამ. ტელესკოპის გამოყენების დროს ინაწილებენ ESO და მაქს პლანკის საზოგადოება, თუმცა მისი ოპერირება და მოვლა ESO-ს პასუხისმგებლობის ქვეშაა. ტელესკოპი აღჭურვილია სამი ინსტრუმენტით: 67 მეგაპიქსელიანი Wide Field Imager-ით, რომელსაც გადაღებული აქვს ცის ობიექტების მრავალი გასაოცარი ფოტო; GROND-ით — გამა-გამოსხივების ოპტიკურ-ინფრაწითელი დეტექტორით, რომელიც სამყაროს ყველაზე დიდი აფეთქებების სიგნალებზე ნადირობს და მაღალი რეზოლუციის მქონე სპექტროგრაფ FEROS-ით, რომელიც ვარსკვლავების შესწავლის დეტალიზაციას ახდენს.[15] ლა-სილიის 2,2-მეტრიანი ტელესკოპის ტყუპი ტელესკოპი განთავსებულია სამხრეთ ესპანეთში, კალარ-ალტოს ობსერვატორიაში.[16]

სხვა ტელესკოპები

რედაქტირება

ლა-სილიაში ასევე განთავსებულია რამდენიმე სახელმწიფო და ცალკეული პროგრამებისათვის განკუთვნილი ტელესკოპი, რომლებიც ESO-ს მიერ არ ოპერირებს. მათ შორისაა შვეიცარიული ეულერის ტელესკოპი, დანიის ეროვნული ტელესკოპი და REM, TRAPPIST და TAROT ტელესკოპები.[17]

ESO-ს შმიტდის ტელესკოპი

რედაქტირება

ESO-ს შმიდტის 1-მეტრიანი ტელესკოპი თავის დროზე იმისათვის შეიქმნა, რომ ცის ფართოველიანი ხედი მიეღოთ — დაახლოებით 64 მთვარის ზომის ექვივალენტი. აშენდა 1971 წელს და ერთ-ერთი პირველი ტელესკოპი იყო ლა-სილიაში; ჯერ კიდევ იყენებდა ფოტოფირს. 2009 წელს იგი იელის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის დისტანციურად კონტროლირებადი პროექტის ტელსკოპი გახდა და მას შემდეგ ემსახურება ასტრონომიულ კვლევებს, რომლებიც მიმართულია კოპიერის სარტყლის ახალი ობიექტების აღმოჩენისკენ, პერიოდული ცვალებადი ვარსკვავებისა და სუპერნოვების შესწავლისკენ.[18] მასში ჩამონტაჟებულია იელის 160 მეგაპიქსელიანი კამერა.

ეულერის ტელესკოპი

რედაქტირება

1,2-მეტრიანი ეულერის ტელესკოპი დაამზადა და ეკუთვნის შვეიცარიის ჟენევის ობსერვატორიას. რადიალური მოძრაობის მეთოდით, მაღაი სიზუსტის გაზომვებისთვის იგი იყენებს სპექტროგრაფ CORALIE-ს; გაზომვის ეს გზა დოპლერის მეთოდითაა ცნობილი. ძირითადად მიმართულია სამხრეთ ნახევარსფერის ცის ეგზოპლანეტების საძიებლად. მისი პირველი აღმოჩენა იყო 35 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავ Gliese 86-ის გარშემო მოძრავი პლანეტა.[19] ტელესკოპი ასევა აკვირდება ცვალებად ვარსკვლავებს, ასტეროსეისმოლოგიას, გამა-გამოსხივებას, აქტიურ გალაქტიკათა ბირთვებსა და გრავიტაციულ ლინზირებას.[20]

დანიის დიდი ტელესკოპი

რედაქტირება

1,54-მეტრიანი დანიის ეროვნული ტელესკოპი Grubb-Parsons-მა ააშენა და ლა-სილიაში 1979 წლიდან ფუნქციონირებს. იყენებს Off-axis-ის ოპტიკური სისტემას.[21]

REM ტელესკოპი

რედაქტირება

Rapid Eye Mount (REM) ტელესკოპი პატარა სწრაფი რეაქციების ავტომატური ტელესკოპია 60 სანტიმეტრიანი სარკით. ტელესკოპმა ალტ-აზიმუტური მეთოდით ფუნქციონირება 2002 წელს დაიწყო. მისი ძირითადი დანიშნულება გამა-გამოსხივებაზე დაკვირვებაა.[17][22]

სწრაფი მოქმედების ტელესკოპი TAROT (ფრანგ. Télescope à Action Rapide pour les Objets Transitoires) განკუთვნილია გარდამავალი ობიექტებისათვის და წარმოადგენს ძალიან სწრაფად მოძრავ ოპტიკურ-რობოტულ ტელესკოპს, რომელსაც შეუძლია დაწყებისთანავე დააფიქსიროს გამა-გამოსხივების იმპულსები.[23] ტელესკოპს მართავს საფრანგეთის ზემო პროვანსის ობსერვატორია.

ბელგიური ტელესკოპი TRAPPIST (Transiting Planets and Planetesimals Small Telescope) ლიეჟის უნივერსიტეტისა და ჟენევის ობსერვატორიის ერთობლივი პროექტია. 0,60-მეტრიანი ტელესკოპი სპეციალიზებულია კომეტებზე, ეგზოპლანეტებზე და ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ტელესკოპიდან, რომლებიც ჯუჯა პლანეტა ერისს აკვირდებოდა. TRAPPIST-ის საშუალებით დადგინდა, რომ ერისი სავარაუდოდ პლუტონზე პატარაა.[24]

ყოფილი ტელესკოპები

რედაქტირება

ტელესკოპები, რომლებიც ლა-სილიაში ხმარებიდან ამოიღეს:[25]

  • ბოხუმის 0.61-მეტრიანი ტელესკოპი (ეროვნული ტელესკოპი)
  • Coudé Auxiliary-ის 1.47-მეტრიანი ტელესკოპი (CAT), დაემატა ESO 3,6 ტელესკოპს[26]
  • დანიის 0.5-მეტრიანი ტელესკოპი (ეროვნული ტელესკოპი)
  • ნიდერლანდური 0.9-მეტრიანი ტელესკოპი (ეროვნული ტელესკოპი)
  • Grand Prism Objectif (GPO) ტელესკოპი
  • ESO 0.5-მეტრიანი ტელესკოპი
  • ESO 1-მეტრიანი ტელესკოპი,[27] გამოიყენებოდა 1996–2001 წლებში[28]
  • ESO 1.52-მეტრიანი ტელესკოპი
  • Marly 1-მეტრიანი ტელესკოპი
  • Marseille 0.4-მეტრიანი ტელესკოპი (ეროვნული ტელესკოპი)
  • ESO-ს შვედური სუბმილიმეტრული ტელესკოპი (SEST), 15 მეტრი
  • შვეიცარული T70 ტელესკოპი (მის ადგილზე ამჟამად განთავსებულია TRAPPIST-ი)

სამეცნიერო აღმოჩენები

რედაქტირება

ობსერვატორიის მუშაობასთანდ აკავშირებით, წელიწადში დაახლოებით 300 რეფერირებული პუბლიკაცია გამოიცემა; რის შედეგადაც ლა-სილია ასტრონომიული საქმიანობის მოწინავე ხაზზე რჩება. ობსერვატორიას ეკუთვნისმრავალი უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენა, რომელთა შორის რამდენიმე ისტორიაში პირველიც იყო. სპექტროგრაფი HARPS-ი უკონკურენტო ჩემპიონია დაბალი მასის მქონე ეგზოპლანეტების ძიებაში. მან აღმოაჩინა პლანეტური სისტემა ვარსკვლავ Gliese 581-ის გარშემო, სადაც მდებარეობს პირველი ცნობილი კლდოვანი პლანეტა მზის სისტემის მიღმა, რომელიც საცხოვრებელ ზონაშია განთავსებული.[29] ლა-სილიის რამდენიმე ტელესკოპმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გამა-გამოსხივების იმპულსების შესწავლაში, რაც წარმოადგენს ყველაზე ენერგიულ აფეთქებებს სამყაროში დიდი აფეთქების შემდეგ, რასაც მასიური ვარსკვლავების აფეთქებები განაპირობებს. 1987 წლიდან, ESO-ს ლა-სილიის ობსერვატორიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოლო დროის უახლოესი სუპერნოვისSN 1987A-ის შესწავლაში.

2011 წლის 2 თებერვალს, 2,2-მეტრიანი ტელესკოპის Wide Field Imager-ის გამოყენებით,[30] ასტრონომებმა აღმოაჩინეს უჩვეულოდ მკაფიო დისკოსებრი გალაქტიკა NGC 3621.[31]

ვიდეოები

რედაქტირება

ფოტოგალერეა

რედაქტირება
  1. Adriaan Blaauw (1991). ESO's Early History. ESO. 
  2. „A Window to the Past — La Silla’s transformation through time“. ESO Picture of the Week. ციტირების თარიღი: 9 March 2012.
  3. Adriaan Blaauw (1991). „3“, ESO's Early History. ESO. 
  4. About La Silla. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  5. About La Silla. ციტირების თარიღი: 2011-04-29.
  6. Lodewijk Woltjer (2006). Europe's Quest for the Universe. EDP Sciences, გვ. 27. 
  7. Lodewijk Woltjer (2006). Europe's Quest for the Universe. EDP Sciences, გვ. 35. 
  8. La Silla Observatory, A Dictionary of Astronomy. ციტირების თარიღი: 2011-04-29.
  9. Telescopes and Instrumentation. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  10. La Silla Telescopes Overview. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  11. Telescopes and Instrumentation, the ESO 3.6-metre Telescope. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  12. Telescopes and Instrumentation, the ESO 3.6-metre Telescope. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  13. The ESO 3.6m Telescope, Introduction. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  14. The ESO New Technology Telescope. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  15. Telescopes and Instrumentation, MPG/ESO 2.2-metre Telescope. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  16. ESO/MPG 2.2m telescope (La Silla). Max Planck Institute for Astronomy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 18 August 2015.
  17. 17.0 17.1 National and Project Telescopes. ციტირების თარიღი: 2011-04-29.
  18. LaSilla-QUEST Variability Survey. Yale University–Department of Astronomy. ციტირების თარიღი: 18 August 2015.
  19. „Extrasolar Planet in Double Star System Discovered from La Silla“. ESO. 24 November 1998. ციტირების თარიღი: 2011-04-29.
  20. Southern Sky extrasolar Planet search Programme. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2011-10-05.
  21. The Danish Telescope at La Silla. ციტირების თარიღი: 2011-04-29.
  22. Rapid Eye Mount. ციტირების თარიღი: 2011-04-29.
  23. TAROT website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-30. ციტირების თარიღი: 2011-05-04.
  24. Kelly Beatty. (8 November 2010) Former 'tenth planet' may be smaller than Pluto. Newscientist.
  25. La Silla. ESO. ციტირების თარიღი: 2011-05-02.
  26. Coudé Auxiliary Telescope (decommissioned). ESO. ციტირების თარიღი: 18 August 2015.
  27. ESO 1-metre telescope. ESO. ციტირების თარიღი: 18 August 2015.
  28. DEep Near-Infrared Survey of the southern sky. Strasbourg astronomical Data Center. ციტირების თარიღი: 18 August 2015.
  29. „Astronomers Find First Earth-like Planet in Habitable Zone“. ESO. 25 April 2007. ციტირების თარიღი: 2011-04-28.
  30. WFI - Wide Field Imager. ESO (19 May 2014).
  31. „Oddball Spiral Galaxy Is Flat as a Pancake“. Space.com. 2 February 2011. ციტირების თარიღი: 2011-04-29.