მარსელის ობსერვატორია

ასტრონომიული ობსერვატორია საფრანგეთის ქალაქ მარსელში.

მარსელის ობსერვატორია (ფრანგ. Observatoire de Marseille) — ასტრონომიული ობსერვატორია საფრანგეთის ქალაქ მარსელში. დაწესებულებას მართავს ექს-მარსელის უნივერსიტეტი და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტერი. ობსერვატორიის ფუნქციონირების ძალიან ადრეულ ეტაპზე, 1877 წელს ედუარდ სტეფანმა აქედან აღმოაჩინა გალაქტიკათა ჯგუფი, რომელსაც სტეფანის კვინტეტი ეწოდა.

მარსელის ობსერვატორია
ფრანგ. Observatoire de Marseille

ობსერვატორიის ტელესკოპი
43°18′19″ ჩ. გ. 5°23′40″ ა. გ. / 43.3054500° ჩ. გ. 5.3946056° ა. გ. / 43.3054500; 5.3946056
კოდი 014  
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი, მარსელი
სიმაღლე ზ. დ. 40 მ
დაარსდა 1702 წ.
ტიპი ასტრონომიული ობსერვატორია
ოფიციალური საიტი http://andromede.id.st/ და https://www.osupytheas.fr/
Map

2006 წელს მარსელის ობსერვატორია შეერწყა საფრანგეთის ასტროფიზიკის ლაბორატორიას და გახდა მარსელის ასტროფიზიკური ლაბორატორია — მარსელ-პროვანსის ასტრონომიული ობსერვატორიის (OAMP) შემადგენელი ნაწილი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ზემო პროვანსის ობსერვატორიასაც.

2008 წელს მარსელის ასტროფიზიკური ლაბორატორია ახალ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართში გადავიდა, დაემატა ახალი შესაძლებლობები. ობსერვატორია წარმოადგენს ექს-მარსელის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტერის ერთობლივ კვლევით ერთეულს. მისი აღჭურვილობა მოიცავს ორ მთავარ ტექნოლოგიურ პლატფორმას კოსმოსური ინსტრუმენტების კვალიფიკაციისათვის და წარმოებისათვის და ოპტიკური სარკეების მეტროლოგიისათვის. ობსერვატორიის ასტრონომები სპეციალიზებულნი არიან კოსმოლოგიაში, გალაქტიკათა ევოლუციაში, ეგზოპლანეტებსა და მზის სისტემაში, ოპტიკური ინსტრუმენტების შექმნაში.

2012 წელს, მარსელ-პროვანსის ასტრონომიული ობსერვატორია შეერწყა ექს-მარსელის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებების კვლევის ინსტიტუტს და გახდა ახალი ორგანიზაცია სახელად პითეასის ინსტიტუტის სამყაროს მეცნიერებების ობსერვატორია (ფრანგ. Observatoire des Science de l'Univers Institut Pythéas OSU-IP).

ამჟამად OSU-IP 6 ძირითად ლაბორატორიას აერთიანებს, რომელთა შორისაცაა: CEREGE, IMBE, MIO, LAM. LPED, MIO და პლუს ზემო პროვანსის ობსერვატორია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება