პირველი შუქი (ასტრონომია)

ასტრონომიაში, ტელესკოპის პირველი გამოყენება (ზოგადად ახალი ინსტრუმენტის) ასტრონომიული ფოტოს გ

პირველი შუქიასტრონომიაში, ტელესკოპის პირველი გამოყენება (ზოგადად ახალი ინსტრუმენტის) ასტრონომიული ფოტოს გადასაღებად მისი აწყობის შემდეგ. ხშირად ეს არაა ტელესკოპში პირველი გახედვა; კომპონენტების გასასწორებლად, ოპტიკური ტესტები ხშირად დღის შუქზეც ტარდება. როგორც წესი, პირველ ფოტოს ნაკლები სამეცნიერო ღირებულება აქვს და გამოირჩევა ცუდი ხარისხით, რადგან ტელესკოპის მრავალი ელემენტი ჯერ კიდევ საჭიროებს მორგებას ოპტიმალურ ეფექტიანობაზე. მიუხედავად ამისა, პირველი შუქი ყოველთვის ამაღელვებელია როგორც ტელესკოპის დამპროექტებლების, ამშენებლებისა და ასტრონომთა საზოგადოებისათვის, ისე მათთვის, ვინც ტელესკოპის მშენებლობის წლებში მისადმი სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. გადასაღებ საგნად როგორც წესი, ირჩევენ კარგად ცნობილ და გამორჩეულ ასტრონომიულ ობიექტს.

კეპლერის ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სურათი

მაგალითად, 200-ინჩიანი ჰეილის ტელესკოპის პირველი შუქისათვის 1949 წლის 26 იანვარს, ამერიკელი ასტრონომის, ედუინ ჰაბლის მითითებით NGC 2261 (ჰაბლის ცვალებადი ნისლეული) აირჩიეს.[1] სურათი შემდეგ მრავალ ჟურნალში გამოქვეყნდა და დღემდე ხელმისაწვდომია Caltech-ის არქივებში.

ისააკ ნიუტონის ტელესკოპს ორი პირველი შუქი ჰქონდა: ერთი ინგლისში, 1965 წელს, თავისი პირველი სარკით,[2] მეორე კი 1984 წელს, კუნძულ ლა-პალმაზე. მეორე პირველი შუქი წარიმართა ვიდეო-კამერით, რომელმაც კიბორჩხალას პულსარის გაელვება გადაიღო.[3]

დიდ ბინოკულარულ ტელესკოპს პირველი შუქი 2005 წლის 12 ოქტომბერს ჰქონდა თავის ძირითადი სარკით, რომელმაც 30 მლნ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა NGC 891 გადაიღო.[4][5]

10,4-მეტრიანი კანარის დიდი ტელესკოპის პირველი შუქი შედგა 2007 წლის 14 ივლისს, Tycho 1205081-ის გადაღებით.[6]

NASA-ს თანამგზავრული ობსერვატორია IRIS-ის პირველი შუქი 2013 წლის 17 ივლისს შედგა.[7] მკვლევართა განცხადებით, პირველმა სურათებმა მოლოდინს გადააჭარბა.[7]

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Kardel, Scott. (2009-01-26) January 26: 60th Anniversary of Hale Telescope "First Light". 365daysofastronomy.org. ციტირების თარიღი: 2012-02-04.
  2. http://www.ing.iac.es/PR/chronology.html
  3. New Scientist Feb 16, 1984[მკვდარი ბმული]
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-02. ციტირების თარიღი: 2016-09-09.
  5. Large Binoccular Telescope Successfully Achieves First Light. SpaceRef.com (2005-10-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-12. ციტირების თარიღი: 2012-02-04.
  6. First Light for the Gran Telescopio Canarias (14 July 2007). ციტირების თარიღი: October 3, 2015.
  7. 7.0 7.1 NASA's IRIS Telescope Offers First Glimpse of Sun's Mysterious Atmosphere (July 25, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 10, 2015. ციტირების თარიღი: სექტემბერი 9, 2016.