1370-იანები
ათწლეული
1370-იანი (ათას სამას სამოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1370-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1370 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1379 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XIII – XIV – XV |
ათწლეული: | 1340-იანები 1350-იანები 1360-იანები
– 1370-იანები – |
წლები: | 1370 · 1371 · 1372 · 1373 · 1374 1375 · 1376 · 1377 · 1378 · 1379 |
მოვლენები
სარჩევი: 1370 1371 1372 1373 1374 1375 1376 1377 1378 1379
- თემურლენგი ამირ ჰუსეინს ამარცხებს და მავერანაჰრის სრული გამგებელი ხდება.
- რობერტ II შოტლანდიის სამეფო ტახტზე ავიდა, როგორც პირველი მეფე სტიუარტების სახლიდან.
- ბიზანტიის თანაიმპერატორმა ანდრონიკე IV-მ აჯანყება მოაწყო მამამისის, იოანე V-ის წინააღმდეგ, მაგრამ წარუმატებლად.
- 17 სექტემბერი : პოლონეთის მეფე ლუი I-მა გასცა კოშიცის პრივილეი.
- მამლუქებმა კილიკიის სომხეთის დედაქალაქი აიღეს და უკანასკნელი მეფე ლევონ V დაატყვევეს.
- ვოლგისპირა ბულგარეთზე გავრცელდა მოსკოვის ძალაუფლება.
- დასრულდა პაპების ავინიონის ტყვეობა.
- კათოლიკურ ეკლესიაში განხეთქილების გამო ორმა სასულიერო პირმა ერთდროულად გამოაცხადა თავი რომის პაპად. განხეთქილება 1417 წლამდე გაგრძელდა.
- 25 სექტემბერი : ხელი მოეწერა ნოიბერგის ხელშეკრულებას. ძმებმა ალბრეხტ III-მ და ლეოპოლდ III-მ გაიყვეს ჰაბსბურგების მიწები.