ჰოროსკოპი (ბერძ. ὡροσκόπος, „hōroskópos“; „hora“ — დრო და „skopeo“ — ვუყურებ, ვაკვირდები) — კონკრეტული ადამიანის დაბადების მომენტში ზეცის გრაფიკული გამოსახულება, ანუ რა მდგომარეობა ეკავათ მნათობებს, პლანეტებსა და ვარსკვლავებს.

ასტროლოგია
ისტორია
ასტროლოგიის ისტორია
ასტრონომიის ისტორია
ასტროლოგია და ასტრონომია
ტრადიციები
არაბული/სპარსული ასტროლოგია
ბაბილონური ასტროლოგია
ჩინური ასტროლოგია
ელინისტური ასტროლოგია
ინდური ასტროლოგია
დასავლური ასტროლოგია
კიდევ...
ჰოროსკოპული ასტროლოგიის
განშტოებები
ნატალური ასტროლოგია
არჩევითი ასტროლოგია
საათობრივი ასტროლოგია
პოლიტიკური ასტროლოგია
კიდევ...
კატეგორიები
ასტროლოგები
ასტროლოგია ტრადიციის მიხედვით
ასტროლოგია ტიპის მიხედვით
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

არ არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომლებიც დაადასტურებდნენ ჰოროსკოპის სისწორეს. ე.წ. ასტროლოგების მიერ გამოყენებული მეთოდები არის ფსევდო-მეცნიერული.[1][2][3][4][5]:1350 თანამედროვე მეცნიერებაში არ არსებობს არანაირი კავშირი მნათობებისა თუ ცის სხეულების განლაგებასა და პიროვნებაზე მათ გავლენას შორის.[6][7] ყველა სამეცნიერო კვლევა, რომელიც მკაცრი სტანდარტით ჩატარდა, არ აჩვენებს არანაირ კავშირსა თუ გავლენას ჰოროსკოპსა და პიროვნებას შორის.[8][9] ფსიქოლოგები ასტროლოგებისა და ჰოროსკოპების რწმენას ხსნიან ადამიანის გონების თავისებურებით, ეძიოს კანონზომიერება იქაც კი, სადაც ის არ არსებობს[10]. ამ მოვლენას ასევე ბარნუმის ეფექტს უწოდებენ, რომლის ზემოქმედებით ინდივიდები სიზუსტის მაღალ ხარისხს ანიჭებენ მათი პიროვნების იმგვარ აღწერებს, რომლებიც, თითქოს, მათზე არის მორგებული. სინამდვილეში, ეს აღწერები იმდენად ბუნდოვანია, რომ ბევრ ადამიანს შეიძლება მიეწეროს.[11]

ჰოროსკოპის სტრუქტურა

რედაქტირება

ჰოროსკოპში ძირითადად გამოყოფენ:

  • პლანეტების განთავსებას ზოდიაქოს ნიშნებში.
  • პლანეტების განთავსებას ე. წ. ასტროლოგიურ სახლებში.
  • „ასპექტებს“ - პლანეტების ურთიერთკავშირს, ურთიერთდამოკიდებულებას (რომელიც შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური).
  • ე.წ. ასტროლოგიური სახლების მმართველებისა და „სიგნიფიკატორების“ გამოთვლა-შეთავსება და ა. შ.

ჰოროსკოპის ტიპი

რედაქტირება

ჰოროსკოპი შეიძლება იყოს: ასტროლოგიური საქმიანობის ძირითად მეთოდად ითვლება ჰოროსკოპის შედგენა და მისი ინტერპრეტაცია. ჰოროსკოპი შეიძლება იყოს:

  • ნატალური - გამოითვლება ადამიანის დაბადების თარიღის, დროის და ადგილის დახმარებით. ნატალური ჰოროსკოპის მიხედვით ასტროლოგი პიროვნების ასტროლოგიურ პორტრეტს ადგენს (თუ რა თვისებები, მიდრეკილებები და პოტენციალი გააჩნია ადამიანს).
  • მუნდანური - გამოითვლება ქვეყნის (ქალაქის) დაარსების ან დამოუკიდებულობის მოპოვების თარიღის, დროის და ადგილის დახმარებით. მისი მიხედვით ასტროლოგს შეუძლია კონკრეტული ქვეყნის განვითარების, სასიკეთო პერსპექტივების ან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მიიღოს ინფორმაცია.
  • სინასტრიული - გამოითვლება ორი ადამიანის ნატალური ჰოროსკოპის ურთიერთშეჯერების შედეგად. ასტროლოგს მისი მიხედვით შეუძლია განსაზღვროს ორი ადამიანის ურთიერთშეთავსება - თუ რამდენად ჰარმონიული ან დისჰარმონიული შეთავსებაა (როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში).
  • სამედიცინო - ის დგება ადამიანის დაავადებების, ტრავმის მიღების დროისა და ადგილის დახმარებით. მისი მიხედვით ასტროლოგი ცდილობს განსაზღვროს ადამიანის ავადმყოფობის განვითარების ეტაპები და მიაგნოს მკურნალობის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებს.
  • ჰორარული (საათობრივი) - ის დგება კითხვის დასმის მომენტში. ამ ჰოროსკოპის დახმარებით ასტროლოგი ეძებს პასუხს დასმულ კითვაზე.
  • ელექტიური (შერჩევითი) - ამ ჰოროსკოპის დახმარებით ასტროლოგი ცდილობს შეარჩიოს ამა თუ საქმიანობის დაწყებისთვის სასიკეთო პერიოდი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Thagard, Paul R. (1978). „Why Astrology is a Pseudoscience“ (PDF). Proceedings of the Biennial Meeting of the Philosophy of Science Association. The University of Chicago Press. 1: 223–234. doi:10.1086/psaprocbienmeetp.1978.1.192639. ISSN 0270-8647. JSTOR 192639. S2CID 147050929.
  2. Astrology. Encyclopædia Britannica. 
  3. Sven Ove Hansson, Edward N. Zalta. „Science and Pseudo-Science“. Stanford Encyclopedia of Philosophy. ციტირების თარიღი: 6 July 2012.
  4. Astronomical Pseudo-Science: A Skeptic's Resource List. Astronomical Society of the Pacific.
  5. Hartmann, P.; Reuter, M.; Nyborga, H. (May 2006). „The relationship between date of birth and individual differences in personality and general intelligence: A large-scale study“. Personality and Individual Differences. 40 (7): 1349–1362. doi:10.1016/j.paid.2005.11.017. ციტატა: „To optimise the chances of finding even remote relationships between date of birth and individual differences in personality and intelligence we further applied two different strategies. The first one was based on the common chronological concept of time (e.g. month of birth and season of birth). The second strategy was based on the (pseudo-scientific) concept of astrology (e.g. Sun Signs, The Elements, and astrological gender), as discussed in the book Astrology: Science or superstition? by Eysenck and Nias (1982).“
  6. (1978) რედ. Peter D. Asquith: Proceedings of the Biennial Meeting of the Philosophy of Science Association, vol. 1. Dordrecht u.a.: Reidel u.a.. ISBN 978-0-917586-05-7. 
  7. Vishveshwara, edited by S.K. Biswas, D.C.V. Mallik, C.V. (1989). Cosmic Perspectives: Essays Dedicated to the Memory of M.K.V. Bappu, 1. publ., Cambridge, England: Cambridge University Press. ISBN 0-521-34354-2. 
  8. Carlson, Shawn (1985). „A double-blind test of astrology“ (PDF). Nature. 318 (6045): 419–425. Bibcode:1985Natur.318..419C. doi:10.1038/318419a0. S2CID 5135208.
  9. Zarka, Philippe (2011). „Astronomy and astrology“. Proceedings of the International Astronomical Union. 5 (S260): 420–425. Bibcode:2011IAUS..260..420Z. doi:10.1017/S1743921311002602.
  10. Where do Zodiac Signs Come From? Here's the True History Behind Your Horoscope. ციტირების თარიღი: 2021-10-10
  11. „Barnum Effect | psychology“. ციტირების თარიღი: 2018-02-14.