ჰონგ-კონგის ტურიზმი
ტურიზმი ჰონგ-კონგის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. 2017 წელს ჰონგ-კონგს 26 686 026 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 36 150 200 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 1 354.6$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს შეადგენს, ხოლო ამ სფეროში შექმნილი სამუშაო ადგილები, 327 967 ადილი, მთლიანი სამუშაო ადგილების 8.6%-ს მოიცავს.[1]
მიმოხილვა
რედაქტირება2011 წელს შემოსვლითი ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ყოველ ტურისტზე საშუალოდ 7 333 ჰონგ-კონგურ დოლარს გაუტოლდა. ჰონგ-კონგის ტურიზმის საბჭოს მოხსენებით, 2010 წელს ქვეყანას ჯამში 36 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია,რაც წინა წელთან შედარებით 21.8%-ით მეტი იყო. მათგან 22.5 მილიონი კონტინენტური ჩინეთიდან ჩავიდა. 8.2 მილიონი ტურისტი (კონტინენტური ჩინეთიდან ჩასულთა გამოკლებით) ახლო ტერიტორიებიდან ჩავიდა, ხოლო 4.8 მილიონი - შორიდან.[2] 2011 წლის ივლისში ჰონგ-კონგში 3.8 მილიონი ტურისტი ჩავიდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყო.[3]
მართალია ჰონგ-კონგის უმთავრეს ტურისტულ ბაზარს კონტინენტური ჩინეთი წარმოადგენს, მაგრამ 2006 წლის შემდეგ ახლო და შორი ტერიტორიებიდან ჩამოსულ ტურისტთა ზრდის პროცენტული მაჩვენებლებიც ორნიშნა რიცხვებს შეადგენს. 2006 წელს ჰონგ-კონგში შორეული ბაზრებიდან (ევროპა, აფრიკა, შუა აღმოსავლეთი) 1 916 861 ტურისტი ჩავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11.1%-ით მეტი იყო.
ტურიზმი საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსურ მომსახურებებთან ერთად ჰონგ-კონგის შემოსავლების მთავარ წყაროა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.9 ქულა) 136 ქვეყანას შორის ჰონგ-კონგი მე-11 ადგილზე იმყოფება. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვეებელი 0.2 ქულით უკეთესია და ჰონგ-კონგმა სიაში 2 ადგილით მაღლა აინაცვლა.[4] ჰონგ კონგს საუკეთეს მაჩვენებლები ბიზნეს გარემოს (6.2 ქულა, 1-ლი ადგილი), ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა (6.5 ქულა, 1-ლი ადგილი) და სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის (6.4 ქულა, 1-ლი ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი - ფასების კონკურენტუნარიანობისა (4.2 ქულა, 113-ე ადგილი) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურაში (4.4 ქულა, მე-60 ადგილი).[5]
ტურისტული ღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- ვიქტორიას მწვერვალი — ჰონგ-კონგის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ტურისტი სტუმრობს.[6] ტურისტთა რაოდენობის გამო მწვერვალზე ორი მთავარი დასასვენებელი და სავაჭრო ცენტრი: მწვერვალის კოშკი და მწვერვალის გალერეა ააგეს.
- ვიქტორიას ნავსადგური — ჰონგ-კონგის ბუნებრივი ნავსადგური.
- სოჰო — ჰონგ-კონგის ერთ-ერთი რაიონი და გასართობი ზონა.
- სუნ იატსენის სახელობის მუზეუმი — მუზეუმი 2006 წლის 12 დეკემბერს, „ერის მამის“ დაბადებიდან 140 წლისთავზე გაიხსნა.
- კონგ-კონგის დისნეილენდი — ჰონგ-კონგის უდიდესი თემატური პარკი.
- ჰონგ-კონგის ოკეანის პარკი — ზღვის ძუძუმწოვართა პარკი, ოკეანარიუმი, ცხოველთა თემატური პარკი და გასართობი პარკი, რომელიც ჰონგ-კონგის სამხრეთ რაიონში მდებარეობს.
- ვარსკვლავთა გამზირი — ჰოლივუდის დიდების ხეივნის მსგავსი გამზირი, რომელიც ჰონგ-კონგის კინოინდუსტრიის ვარსკვლავთა პატივსაცემად შეიქმნა.[7]
- საათის კოშკი — 44 მეტრის სიმაღლის საათის კოშკი, რომლის თავზეც 7 მეტრიანი მეხამრიდი დგას. 1990 წლის 13 ივლისს კოშკი ეროვნულ ძეგლთა სიაში შეტანეს.
- ჰონგ-კონგის ისტორიის მუზეუმი — 1975 წელს დაარსებული მუზეუმი, რომელშიც ჰონგ-კონგის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კოლექციებია დაცული.
- ჰონგ-კონგის მეცნიერების მუზეუმი — 1991 წელს დაარსებული მეცნიერების მუზეუმი. მდებარეობს ჰონგ-კონგის ისტორიის მუზეუმის გვერდით.
- ლამმას კუნძული — სიდიდით ჰონგ-კონგის მესამე კუნძული. ლამმას მეთევზეები ცინ ჰაუს ფესტივალს აღნიშნავენ. კუნძული ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია ჰონგ-კონგში, სადაც ტრადიციული ჩინური ახალი წელი აღინიშნება.
- ჩენგ ჩაუ — ჰონგ-კონგის სამხრეთ-დასავლეთი კუნძული. კუნძულზე მდებარეობს პაკ ტაის ტაძარი, ჰონგ-კონგის ერთ-ერთი უძველესი ტაძარი, რომელიც 1783 წელს აიგო.
- ჰონგ-კონგის ჭაობის პარკი — საგანმანათლებლო, საკონსერვაციო და ტურისტული სივრცე ტინ შუი ვაის ჩრდილოეთ ნაწილში.
- საი კუნგის ნახევარკუნძული — ჰონგ-კონგის ახალი ტერიტორიების უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ნახევარკუნძული.
ტურიზმის სტატისტიკა
რედაქტირებაჰონგ-კონგის ტურიზმის სტატისტიკა 2014-2017 წლებში ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით:[8][9][10]
ქვეყანა/ტერიტორია | ჯამი | |||
---|---|---|---|---|
2017 | 2016 | 2015 | 2014 | |
კონტინენტური ჩინეთი | 44,445,259 | 42,778,145 | 45,842,360 | 47,247,675 |
ტაივანი | 2,010,755 | 2,011,428 | 2,015,797 | 2,031,883 |
სამხრეთ კორეა | 1,487,670 | 1,392,367 | 1,243,293 | 1,251,047 |
იაპონია | 1,230,010 | 1,092,329 | 1,049,272 | 1,078,766 |
აშშ | 1,215,629 | 1,211,539 | 1,181,024 | 1,130,566 |
ფილიპინები | 894,489 | 791,171 | 704,082 | 634,744 |
სინგაპური | 627,612 | 674,006 | 675,411 | 737,911 |
ავსტრალია | 567,881 | 575,812 | 574,270 | 603,841 |
ტაილანდი | 560,207 | 594,615 | 529,410 | 485,121 |
გაერთიანებული სამეფო | 555,353 | 551,930 | 529,505 | 520,855 |
მალაიზია | 516,701 | 535,542 | 544,688 | 589,886 |
ინდონეზია | 482,022 | 464,406 | 413,568 | 492,004 |
ინდოეთი | 392,853 | 480,906 | 531,770 | 516,084 |
კანადა | 370,335 | 369,363 | 358,448 | 354,408 |
გერმანია | 225,183 | 226,594 | 213,802 | 218,530 |
საფრანგეთი | 204,130 | 213,641 | 209,825 | 217,065 |
რუსეთი | 148,098 | 142,664 | 151,469 | 202,141 |
ჯამი | 58,472,157 | 56,654,903 | 59,307,596 | 60,838,836 |
ტურისტული ღონისძიებები
რედაქტირებაწლის განმავლობაში ჰონგ-კონგში არაერთი ღონისძიება ტარდება, რომელთა მიზანიც ვიზიტორთა მიზიდვაა. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჰონგ-კონგი აზიის ღონისძიებათა დედაქალაქია.
საერთაშორისო ჩინური ახალი წლის ღამის პარადი
რედაქტირებაჩინური ახალი წლის დროს ჰონგ-კონგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება საერთაშორისო ჩინური ახალი წლის ღამის პარადია, რომელიც პირველად 1996 წელს ჩატარდა. თავდაპირველად ღონისძიება დღის განმავლობაში ჰონგ-კონგის კუნძულზე იმართებოოდა, მაგრამ 2004 წლიდან ციმ სა ჩეიში ღამის განმავლობაში იმართება.
2018 წელს პარადს 150 000 ადამიანი დაესწრო, რომელთა ნახევარი ტურისტი იყო.[11][12]
ჰონგ-კონგის დაბადების ტურიზმი
რედაქტირება2012 წლამდე ჰონგ-კონგში დაბადების ტურიზმის მაჩვენებლლები იზრდებოდა.[13] კონტინენტური ჩინეთიდან ორსული ქალები ბავშვების გასაჩენად ჰონგ-კონგში ჩადიოდნენ, რათა ბინადრობის უფლება მიეღოთ. კონტინენტური ჩინეთიდან ჩასული ქალების მიერ გაჩენილ ბავშვებს ბინადრობის უფლება ეძლევათ და ქალაქის სოციალური კეთილდღეობით სარგებლობის ნებაც აქვთ. ჰონგ-კონგის მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რადგანაც ორსული ქალები და ბავშვები ჰონგ-კონგის სამედიცინო სისტემას მძიმე ტვირთად დააწვა.[14] ზოგიერთები კონტინენტური ჩინეთიდან ჩამოსულებს „კალიებს“ უწოდებდნენ, რომლებიც ადგილობრივთაგან ჰონგ-კონგის რესურსებს იღებდნენ.[15] 2001-2011 წლებში 170 000 ახალშობილის ორივე მშობელი კონტინენტური ჩინეთიდან იყო,[16] მათგან 32 653 ბავშვი კი 2010 წელს დაიბადა.[14]
ინტერნეტ რესურსები
რედაქტირება- ჰონგ-კონგი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Hong Kong Tourism Board
- Local travel guide, Home Affairs Department
- Tourism Satellite Account for Inbound Tourism of Hong Kong დაარქივებული 2012-02-22 საიტზე Wayback Machine. – Census and Statistics Department
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.178.
- ↑ Release of Provisional Visitor Arrivals for 2010 დაარქივებული 2012-03-31 საიტზე Wayback Machine. , Hong Kong Tourism Board, 7 January 2011
- ↑ Visitor Arrivals in July Exceed 3.8 Million to Break Single-Month Record დაარქივებული 2012-03-31 საიტზე Wayback Machine. , Hong Kong Tourism Board, 26 August 2011
- ↑ იქვე.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.179.
- ↑ DeWolf, Christopher "9 Hong Kong tourist traps – for better or worse" დაარქივებული 1 November 2012 საიტზე Wayback Machine. CNN Go. 27 October 2010. Retrieved 3 March 2012.
- ↑ DeWolf, Christopher "9 Hong Kong tourist traps – for better or worse" დაარქივებული 1 November 2012 საიტზე Wayback Machine. CNN Go. 27 October 2010. Retrieved 3 March 2012
- ↑ Visitor Arrival Statistics, 2015–2016. ციტირების თარიღი: 28 November 2017.
- ↑ 2016 年 12 月訪港旅客統計 Monthly Report - Visitor Arrivals Statistics : Dec 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 23 November 2017.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 January 2018. ციტირების თარიღი: 2018-01-30.
- ↑ 15萬人觀賞花車巡遊表演. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-02. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Chocolate Rain壓軸 15萬人觀賞逾半遊客.
- ↑ "The Fertility Trend in Hong Kong, 1981 to 2012". "Hong Kong Census and Statistics Department". December 2013. Retrieved 29 October 2014
- ↑ 14.0 14.1 LCQ4: Obstetric services
- ↑ "800人捐款 五日籌十萬高登下周登報促截「雙非」" დაარქივებული 2014-11-05 საიტზე Wayback Machine. . Apple Daily. 27 January 2012. Retrieved 29 October 2014
- ↑ (ჩინური)自由黨倡停發雙非嬰居港權 დაარქივებული 18 December 2013 საიტზე Wayback Machine.