დავიდ ჰილბერტი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰილბერტი, დავიდ)

დავიდ ჰილბერტი (გერმ. David Hilbert; დ. 23 იანვარი. 1862 — გ. 14 თებერვალი. 1943) — გერმანელი მათემატიკოსი. დაიბადა პრუსიის პროვინცია კენიგსბერგში (თავისი მოსაზრების მიხედვით) ან ვეჰლაუში (1946 წლიდან ცნობილია, როგორც ზნამენსკი), კენიგსბერგის მახლობლად, სადაც მამამისი ოტო ჰილბერტი მუშაობდა მისი დაბადების დროს. 1884 დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტი. 1893–1895 ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 1895-იდან 1943-მდე გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი. ჰილბერტის გამოკვლევებმა დიდი გავლენა იქონია მათემატიკის მრავალ დარგზე. მისმა მოღვაწეობამ განაპირობა ის გარემოება, რომ XX საუკუნის დასაწყისში გეტინგენი იქცა მათემატიკური გამოკვლევათა მსოფლიო ცენტრად. ჰილბერტის სამეცნიერო ბიოგრაფია გამოკვეთილად იყოფა რამდენიმე პერიოდად, რომლებიც ეძღვნება მათემატიკის რომელიმე დარგს: ინვარიანტთა თეორიას (1885–1893), ალგებრულ რიცხვთა თეორიას (1893–1898), გეომეტრიის დაფუძნებას (1898–1902), ვარიაციული აღრიცხვისა და დიფერენციალური განტოლებათა საკითხებს (1900–1906), ინტეგრალური განტოლებათა თეორიას (1900–1910), უორინგის პრობლემას (1908–1909), მათემატიკის ფიზიკურ საფუძვლებს (1910–1922), მათემატიკურ დაფუძნებას (1922–1939). 1900 ჰილბერტმა პარიზში, II საერთაშორისო მათემატიკის კონგრესზე, წაიკითხა მოხსენება, რომელშიც ჩამოაყალიბა მათემატიკის 23 ძირითადი პრობლემა, ე. წ. ჰილბერტის პრობლემები. იყო მათემატიკური თეორიის თვალსაჩინოდ გადმოცემის დიდი ოსტატი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1934-იდან). მსოფლიოში ცნობილი მათემატიკის სფეროში მოღვაწე სწავლული 1943 წლის 14 თებერვალს ქ. გეტინგენში გარდაიცვალა.

დავიდ ჰილბერტი
გერმ. David Hilbert
დაბ. თარიღი 23 იანვარი, 1862(1862-01-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი კალინინგრადი[12]
გარდ. თარიღი 14 თებერვალი, 1943(1943-02-14)[13] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [9] [14] (81 წლის)
გარდ. ადგილი გეტინგენი[13] [9]
დასაფლავებულია გიოტინგენის სასაფლაო[15] [16]
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
 გერმანიის იმპერია
 ვაიმარის რესპუბლიკა
 მესამე რაიხი
საქმიანობა მათემატიკოსი[12] , უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი გეტინგენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კენიგსბერგის უნივერსიტეტი და Collegium Fridericianum
განთქმული მოსწავლეები Wilhelm Ackermann, რიხარდ კურანტი, Erich Hecke და Otto Blumenthal
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[1]
მეუღლე Käthe Hilbert
შვილ(ებ)ი Franz Hilbert[1]
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, პონსელეს პრემია, კოთენიუსის მედალი, Bolyai Prize, Lobachevsky Prize[17] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[18] და Goethe Medal for Art and Science
გავლენა მოახდინეს

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #11855090X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 Internet Philosophy Ontology project
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 9.2 www.accademiadellescienze.it
  10. 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  12. 12.0 12.1 Czech National Authority Database
  13. 13.0 13.1 Колмогоров А. Н. Гильберт Давид // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. David Hilbert / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  15. http://www.w-volk.de/museum/grave34.htm
  16. Find a Grave — 1996.
  17. https://medal.kpfu.ru/laureatyi-medali/
  18. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 169.