ჰილარი ენ სუონკი (ინგლ. Hilary Swank; დ. 30 ივლისი, 1974) — ამერიკელი კინომსახიობი. ოსკარის პრემია ორჯერ მოიგო. პირველად გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი შესრულებული როლისთვის ფილმში „ბიჭები არ ტირიან“ (1999), ხოლო მეორეჯერ იმავე ნომინაციაში ფილმში „გოგონა მილიონ დოლარად“ (2004). სუონკმა, ალ პაჩინოსთან და რობინ უილიამსთან ერთად ითამაშა ელის როლი ფილმში „ინსომნია“ (2002). 2003 წლიდან იგი მუშაობს აგრეთვე როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი.

ჰილარი სუონკი

ჰილარი სუონკი (2013)
დაბადების სახელი ჰილარი ენ სუონკი
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1974 (1974-07-30) (50 წლის)
ლინკოლნი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1990–დღემდე
მეუღლე(ები) ჩად ლოუ (1997–2007)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი
1999 — ბიჭები არ ტირიან

2004 — გოგონა მილიონ დოლარად
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

1999 — ბიჭები არ ტირიან

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰილარი სუონკი დაიბადა 1974 წლის 30 ივლისს ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნში.[1] დედამისი ჯუდი კეი[2] იყო მდივანი და მოცეკვავე, ხოლო მამამისი სტივენ მაიკლ სუონკი ეროვნული საჰაერო გვარდიის ოფიცერი და მოგვიანებით კომვოიაჟერი.[3] ჰყავს ძმა დანიელი, რომელიც ჰილარიზე 8 წლით უფროსია.[4] ჰილარის საგვარეულოს რიგი წარმომადგენელი რინგოლდის ოკრუგიდანაა.[1] დედის ხაზით ჰილარის ბებიის წინაპრები ესპანელი და შოშონი წარმოშობისა იყვნენ.[5]

ჰილარი სუონკი მონაწილეობდა უმცროსი ასაკის ოლიმპიური თამაშების შეჯიბრებაში ცურვაში; გარდა ამისა შტატის ფარგლებში დაიკავა მე-5 ადგილი გიმნასტიკაში. პირველად სცენაზე ავიდა 9 წლის ასაკში, სადაც გამოჩნდა მაუგლის როლში სასკოლო დადგმაში „ჯუნგლების წიგნი“, რის შემდეგ არაერთხელ ითამაშა სხვადასხვა სასკოლო, მოგვიანებით საუნივერსიტეტო სპექტაკლებში. როდესაც ჰილარი 15 წლისა იყო მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, დედასთან ერთად ლოს-ანჟელესში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. იგი ამბობდა, რომ დედამისმა შთააგონა მას მსახიობი გამხდარიყო. კალიფორნიაში სწავლა დაიწყო სამხრეთ პასადენის საშუალო სკოლაში, რომელიც მოგვიანებით მიატოვა. იგი სამხრეთ პასადენის სკოლაში გატარებულ დროს ასე იხსენებს:[6]

 
„მე ჩემ თავს უცხოდ ვრგძნობდი. მე არ მიგვრძნია, რომ მოვერგე. მე ისიც კი არ მიგვრძნია, რომ მასწავლებლებს მოვწონდი. მე უბრალოდ ვიცოდი, რომ მათ მიერ არ ვიყავი შემჩნეული თუ გაგებული.“

ჰილარი სუონკის კინოკარიერა ათვლას 1990-იანი წლებიდან იწყებს. პირველი მთავარი როლი მიიღო ფილმში „კარატეს კიდევ ერთი ლეგენდა“ (1994). 1995 წელს ბრიტანელ მსახიობ ბრიუს პეინთან ერთად ითამაშა ფილმში „გაყალბება“ (1996). ერთი წლის შემდეგ მიიღო მარტოხელა დედის – კარლი რეინოლდსის როლი სერიალში „ბევერლი ჰილზი, 90210“. შესრულებული როლისთვის ფილმში „ბიჭები არ ტირიან“ (1999) მიენიჭა პირველი ოსკარი. 2004 წელს კლინტ ისტვუდთან ერთად ითამაშა ფილმში „გოგონა მილიონ დოლარად“, რისთვისაც მეორეჯერ მოიპოვა ოსკარის პრემია.

2006 წელს 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ უძველეს პარფიუმერულ სახლთან „Guerlain“.[7] 2007 წლის 8 იანვარს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე გაიხსნა ჰილარი სუონკის ვარსკვლავი.[8][9]

1997 წლის 28 სექტემბერს იქორწინა მსახიობ ჩად ლოუზე, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს 1992 წელს, ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე.[4] 2006 წლის იანვარში წყვილი გაშორდა.[10] ჰილარი სუონკმა განაცხადა, რომ სწამს უმაღლესი ძალების, თუმცა იგი არც ერთი რელიგიის წარმომადგენელი არ არის.[11]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 ჰარი და ჰენდერსონები Harry and the Hendersons -
1992 ბაფი ვამპირების გამანადგურებელი Buffy the Vampire Slayer კიმბერლი ჰანა
1994 კარატეს კიდევ ერთი ლეგენდა The Next Karate Kid ჯული პირსი
1996 ხანდახან ისინი კვლავ ბრუნდებიან Sometimes They Come Back... Again მიშელი
1996 ტფ ტერორი ოჯახში Terror in the Family დინა
1996 გაყალბება Kounterfeit კოლინი
1997 წყნარი დღეები ჰოლივუდში Quiet Days in Hollywood ლოლიტა
1997 ტფ სიცოცხლის ფასად Dying to Belong ლიზა
1997–1998 ბევერლი ჰილზი, 90210 Beverly Hills, 90210 კარლი
1999 ბიჭები არ ტირიან Boys Don't Cry ბრენდონ ტინა
2000 საჩუქარი The Gifty ვალერი
2001 ყელსაბამის ისტორიან The Affair of the Necklace ჟანა
2002 ინსომნია Insomnia ელი
2003 11:14 11:14 ბაზი
2003 დედამიწის ბირთვი The Core რებეკა
2004 გოგონა მილიონ დოლარად Million Dollar Baby მეგი
2004 წითელი მტვერი Red Dust სარა
2004 ანგელოზები რკინის კბილებით Iron Jawed Angels ელისი
2006 შავი ორქიდეა The Black Dahlia მედლინი
2007 თავისუფლების მწერლები Freedom Writers ერინი
2007 მკა The Reaping კეთრინ ვინტერი
2007 P.S. მიყვარხარ P. S. I Love You ჰოლი
2008 ამერიკის ფრინველები Birds of America ლორა
2009 ამელია Amelia ამელია
2010 დაჯერება Conviction ბეტი
2011 ხაფანგი The Resident ჯულიეტი
2011 ძველი ახალი წელი New Year's Eve კლერი
2013 ტფ მარიამი და მართა Mary and Martha მარიამი
2014 შენ შენ არ ხარ You're Not You კეიტი
2014 ადგილობრივი The Homesman მერი ბი კადი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Senate Resolution 16 – Introduced. The Iowa Legislature (2005-04-19).
  2. Hilary Swank. Ringgold County IAGenWeb Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-10-17.
  3. Hilary Swank Biography (1974–). Filmreference.com. ციტირების თარიღი: 2010-09-09.
  4. 4.0 4.1 Hilary Swank Biography. Yahoo! Inc..
  5. Interview. Inside the Actors Studio (2009).
  6. Longsdorf, Amy (2007-01-03). „Swank: Acting gave me sense of focus“. TimesLeader. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-10. ციტირების თარიღი: 2007-01-10. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  7. Freydkin, Donna (2007-10-10). „Hilary Swank enjoying the scent of 'Insolence'. USA Today.
  8. „Hilary Swank to get star on Hollywood Walk of Fame“. English.eastday.com. 2007-01-08. ციტირების თარიღი: 2007-01-08.
  9. Associated Press (2007-01-08). „Hilary Swank gets star on Hollywood Walk of Fame“. The Mercury News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2007-01-08.
  10. „Hilary Swank says 'we're still married'. MSNBC. 2006-01-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-17. ციტირების თარიღი: 2012-05-31.
  11. Hilary Swank Talks About 'The Reaping'. Wild About Movies.com (2001-04-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-07. ციტირების თარიღი: 2011-10-22.