ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰერბერტ ჩარლზ ანჯელო კუხაჩევიჩი ზე შლუდერპაჩერუ (ინგლ. Herbert Charles Angelo Kuchačevič ze Schluderpacheru; დ. 1917 წლის 11 სექტემბერი, პრაღა, ბოჰემიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი - გ. 2012 წლის 27 სექტემბერი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) - პროფესიონალურად ცნობილი როგორც ჰერბერტ ლომი (ჩეხური გამოთქმა: ɦɛrbɛrt lom). ჩეხეთში დაბადებული ბრიტანელი მსახიობი იყო, რომელიც დიდ ბრიტანეთში გადავიდა 1939 წელს. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ის ხშირად განასახიერებდა და ახმოვანებდა პერსონაჟებს სხვადასხვა ფილმსა თუ ანიმაციაში. მან თავისი კომედიური შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა "ვარდისფერი პანტერას" ფრენჩაიზში.

ჰერბერტ ლომი
დაბადების თარიღი 11 სექტემბერი, 1917
პრაღა, ბოჰემიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვალების თარიღი 27 სექტემბერი, 2012 (95 წლის)
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1937 - 2016
შვილ(ებ)ი 3

ლომი გამოირჩეოდა ინგლისური ენის ზუსტი, ელეგანტური გამოთქმით.[1] იგი ყველაზე ცნობილია როლებში: The Ladykillers, "ვარდისფერი პანტერა" ფილმების სერიები, ომი და მშვიდობა და სატელევიზიო სერიალი The Human Jungle.

ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება
 
ოპერის მოჩვენების პოსტერი სადაც ჰერბერტ ლომი მონაწილეობს

ლომი დაიბადა პრაღაში. ის ნაწილობრივ ებრაული წარმოშობისაა.[2] ლომის თქმით მისი ოჯახი სამეფო სისხლისა იყო და მათი წარმოშობა 1601 წლით თარიღდება.[3] მისი კინოში დებიუტი შედგა ჩეხურ ფილმში Žena pod křížem ("ქალი ჯვრის ქვეშ" - 1937), რასაც მოჰყვა Boží mlýny ("ღმერთის წისქვილები" - 1938). მთავარ როლებამდე ის ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა. ამ დროს მან ასევე მან შეიცვალა გვარი და ჰერმერტ ლომი დაირქვა. 1938-39 წლებში ნაცისტური გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის გამო, ლომი ემიგრაციაში წავიდა ბრიტანეთში 1939 წლის იანვარში. მან მონაწილეობა მიიღო მრავალ ბრიტანულ ფილმში მთელი 1940-იანი წლების განმავლობაში, როგორც ის ბოროტ პერსონაჟებს ანსახიერებდა, თუმცა მოგვიანებით კომედიებშიც გამოჩნდა. მან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მან მოაწერა ჰოლივუდის ერთ-ერთ კომპანიასთან კონტრაქტს, მაგრამ ”პოლიტიკური მიზეზების გამო” ვერ შეძლო ამერიკული ვიზის მიღება.[4]

ლომმა ითამაშა მიუზიკლში მეფე და მე. რამდენიმე წლის შემდეგ, იგი გამოჩნდა ალეკ გინესთან და პიტერ სელერსთან ერთად The Ladykillers-ში (1955) და რობერტ მიჩუმთან, ჯეკ ლემონთან და რიტა ჰეივორტთან ერთად ფილმში „ცეცხლი ქვემოთ“ (1957). მან მეტ კინემატოგრაფიულ წარმატებას მიაღწია 1960-იანი წლების განმავლობაში, ფართო სპექტრის ფილმებში, მაგალითად სპარტაკი(1960). ამ პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმში, მაგალითად: El Cid (1961), Mysterious Island (ასევე 1961), ოპერის მოჩვენების რიმეიკი (1962) და სხვა. ის ასევე მთავარ როლში იყო ფილმში მოჩვენების ნიღაბი. ”მშვენიერი იყო ასეთი როლის თამაში, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ ამ სურათისგან”, - თქვა მოგვიანებით ლომმა. "ცნობილი გასტონ ლეროსის მოთხრობის ეს ვერსია გაიწელა".

ამ პერიოდში, ლომმა ითამაშა თავის ერთადერთ რეგულარულ სერიალში, ბრიტანულ დრამაში The Human Jungle (1963–64), ორი სეზონის განმავლობაში ჰარლის ქუჩის ფსიქიატრის როლში. ლომის მონაწილეობით კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი საშინელებათა ფილმი იყო ჯადოქრებზე სანადირო ფილმი ეშმაკის ნიშანი (Hexen bis aufs Blut gequält, 1970). გავრცელებული ინფორმაციით, კინოთეატრებში ფილმის ჩვენებებზე მისულ მაყურებელს პამპერსებს ურიგებდნენ.[5] იგი გამოჩნდა სხვა საშინელებათა ფილმებში, რომლებიც გადაღებულია როგორც აშშ-ში, ასევე დიდ ბრიტანეთში, მათ შორის თავშესაფარი და ახლა ყვირილი იწყება!, მკვლელობები რუეს მორგში და მკვდარი ზონა. ის ასევე გამოჩნდა აგატა კრისტის რომანის ორ ეკრანულ ვერსიაში.

ლომმა დაწერა ორი ისტორიული რომანი, ერთი დრამატურგ კრისტოფერ მარლოუს შესახებ (Enter a Spy: The Double Life of Christopher Marlowe, 1978) და მეორე საფრანგეთის რევოლუციის შესახებ (Dr Guillotine: The Excentric Exploits of Early Scientist, 1992). ამ უკანასკნელის კინემატოგრაფიული უფლებები შეძენილია, მაგრამ დღემდე არცერთი ფილმი არ არის წარმოებული.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Staff writers (2012-09-27). „Film Obituaries: Herbert Lom“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  2. Viner, Brian (2004-12-18). „Herbert Lom: The Odd Fellow“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-01. ციტირების თარიღი: 2019-11-08.
  3. Herec Herbert Lom a šlechta rodu Kuchačevich ze Schluderpacheru. ციტირების თარიღი: 2019-10-03
  4. BBC Radio 4 Interview, 31 October 2008 [1]
  5. Esplatter.com. Esplatter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 16 November 2011
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰერბერტ_ლომი“-დან