ჰეილი ნიკოლ უილიამსი (დ. 27 დეკემბერი, 1988, მერიდიანი, მისისიპი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და როკ-ჯგუფ Paramore-ს წამყვანი ვოკალისტი და დროდადრო – კლავიშისტი.

ჰეილი უილიამსი

უილიამსის გამოსვლა Paramore-სთან ერთად, როიალ ალბერტ ჰოლი, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 2017
დაბადების სახელი ჰეილი ნიკოლ უილიამსი
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1988 (1988-12-27) (35 წლის)
მერიდიანი, მისისიპი, აშშ
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკოსი
აქტიური 2003–დღემდე
მეუღლე(ები) ჩედ გილბერტი (იქ. 2016; გ. 2017)
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • ბას-გიტარა
  • კლავიშებიანი საკრავები
  • გიტარა
  • დასარტყმელი საკრავები
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები Paramore
საიტი paramore.net

ჰეილი უილიამსი[7][8] დაიბადა მერიდიანში, მისისიპის შტატში, ჯოუი და კრისტი უილიამსის ოჯახში, 1988 წლის 27 დეკემბერს.[5] აგრეთვე ჰყავს ორი უმცროსი ნახევარდა.[9][10] მშობლები ერთმანეთს 2002 წელს დაშორდნენ, რის გამოც იგი 2002 წელს საცხოვრებლად გადავიდა ფრანკლინში (ტენესის შტატი).[11][12] ახალ სკოლაში მან გაიცნო ძმები ჯოშ და ზაკ ფაროები (შემდგომში Paramore-ს სოლო-გიტარისტი და დრამერი)[13][14]. ახალ ქალაქში დასახლების შემდეგ მან დაიწყო ვოკალის გაკვეთილებზე ბრეტ მენინგთან სიარული.[15] ჯერ კიდევ სკოლაში ჰეილიმ ბედი ფანკ ქავერ-ჯგუფ The Factory-ში სცადა, სადაც გაიცნო ჯერემი დეივისი (შემდგომში Paramore-ს ბას-გიტარისტი)[16].

2003 წელს იგი შეამჩნიეს პროდიუსერებმა, დეივიდ სტოინბრინკმა და რიჩარდ უილიამსმა და მასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს[17][18]. რიჩარდის დახმარებით მან შემდგომში გაიცნო Atlantic Records-ის პროდიუსერები - ჯიმი ზუმუოლტი და კენტ მარკუსი, რომლებმაც შესთავაზეს მას სოლო-კონტრაქტი, რაზეც მან უარი განაცხადა, რადგან სურდა, ყოფილიყო პოპ-პანკ ჯგუფის ნაწილი[6][19]. ლეიბლმა გაითვალისწინა მისი გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა ჯგუფ Paramore-ს ჩამოყალიბაბ, ძმებ ჯოშ და ზაკ ფაროებთან და ჯერემი დეივისთან ერთად.

2007 წელს უილიამსი გამოჩნდა ჯგუფ New Found Glory-ის ვიდეოში „Kiss Me“. მან აგრეთვე ჩაწერა სიმღერა „Teenagers“, რომელმაც ფილმში „ჯენიფერის სხეული“ გაიჟღერა, თუმცა, სიმღერის გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ სოლო-შემსრულების კარიერის დაწყებას არ აპირებდა[20].

2010 წელს უილიამსის ვოკალმა გაიჟღერა B.o.B-ის სადებიუტო ალბომ B.o.B Presents: The Adventures of Bobby Ray-ის სინგლზე „Airplanes“ და სიმღერაში „Airplanes, Part II“.[21][22][23]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Collar, Matt. (April 7, 2013) Review: Paramore. AllMusic. ციტირების თარიღი: March 10, 2015.
  2. Hayley Williams Leads Revamped Paramore in First Show in Almost a Year. rollingstone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-05. ციტირების თარიღი: 2017-10-23.
  3. Paramore announce new album, After Laughter, share video for buoyant single “Hard Times” — watch (April 20, 2017). ციტირების თარიღი: April 23, 2017.
  4. Ableson, Jon. (August 20, 2009) Paramore talk about progress of their next record. Alter The Press!. ციტირების თარიღი: May 29, 2014.
  5. 5.0 5.1 Leahey, Andrew. Hayley Williams Bio. AllMusic.
  6. 6.0 6.1 Frank, Alex. Paramore’s Hayley Williams has been an icon of an entire generation’s angst. Now, at 28, she’s finding she has her own unrest to deal with.. thefader. ციტირების თარიღი: July 5, 2017.
  7. Hayley's Profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 1, 2011. ციტირების თარიღი: August 18, 2017.
  8. Iwasaki, Scott (May 6, 2010). „Paramore is ready for first 'official' tour“. Deseret News. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 6, 2014. ციტირების თარიღი: May 28, 2010.
  9. Jaye Watson. (March 6, 2011) Paramore's Hayley Williams' mom engaged after surprise proposal. 11alive.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 10, 2013. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 23, 2017.
  10. Rick Fulton (February 1, 2008). „Hayley Williams takes on Amy Winehouse“. Daily Record.
  11. Brian Mansfield (August 20, 2007). „Pop-punkers Paramore find a niche“. USA Today.
  12. James Montgomery. (September 23, 2009) Paramore Are Set To Become The Kings And Queen Of The South. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 5, 2013. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 23, 2017.
  13. Paramore Biography. All Music. ციტირების თარიღი: August 16, 2007.
  14. Bayer, Jonah (February 2008). „Born for This“. Alternative Press (235).
  15. Hayley Williams (October 17, 2007). Youth Gone Wild. Interview with David Walter. დაარქივებულია ორიგინალიდან 2013-02-03-ში. https://archive.today/20130203075843/http://www.soundthesirens.com/zine/?p=2172. წაკითხვის თარიღი: 2010-09-26.
  16. Hayley Williams; Josh Farro (June 26, 2007). ASL's Exclusive Interview With Paramore. Interview with Joshua Martin. დაარქივებულია ორიგინალიდან October 19, 2007-ში. https://web.archive.org/web/20071019034755/http://www.socialitelife.com/2007/06/26/asls_exclusive_interview_with_paramore.php. წაკითხვის თარიღი: October 12, 2007.
  17. 20 Things You May Not Know About Hayley Williams.[მკვდარი ბმული]
  18. Interview with Jeff Hanson. HitQuarters (September 20, 2010). ციტირების თარიღი: October 4, 2010.
  19. Interview With Steve Robertson. HitQuarters (November 9, 2009). ციტირების თარიღი: May 17, 2010.
  20. Hayley addresses the solo song "Teenagers". Community.livejournal.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 27, 2009. ციტირების თარიღი: April 26, 2010.
  21. Roberts, Steven. (April 19, 2010) B.o.B's 'Airplanes (Part II),' Featuring Eminem And Hayley Williams, Hits The Net. MTVu. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2012. ციტირების თარიღი: July 4, 2010.
  22. B.o.B. f. Eminem & Hayley Williams [Paramore] – Airplanes Pt. 2 | New Hip Hop Music & All The New Rap Songs 2010. HipHopDX (April 19, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 11, 2010. ციტირების თარიღი: May 29, 2010.
  23. B.o.B B.o.B Presents: The Adventures of Bobby Ray review. AllMusic.