ემო (ინგლ. Emo) — როკ-მუსიკის ჟანრი, რომელსაც ახასიათებს მელოდიური კომპოზიციები და ექსპრესიული, გულახდილი ტექსტები. წარმოიშვა 1980-იანებში, ჰარდკორ-პანკის ტალღაზე, ქალაქ ვაშინგტონში, სადაც ცნობილი იყო, როგორც „ემოციური ჰარდკორი“ ან „ემოკორი“. თავდაპირველად მას ასრულებდნენ ჯგუფები Rites of Spring და Embrace. ამერიკული პანკ-როკის შემსრულებელი ჯგუფების მუსიკაში ასახვის შემდეგ მისი ჟღერადობა და დანიშნულება შეიცვალა, დაემატა პოპ-პანკი და ინდი-როკი. 1990-იანების დასაწყისში ჟანრში წარმატებულები იყვნენ Jawbreaker და Sunny Day Real Estate. 1990-იანებში ცენტრალური და შუადასავლეთ აშშ-ს რეგიონებიდან მრავალი ემო-კოლექტივი წარმოიშვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ემო&oldid=4210487“-დან