ჰედო თურქოღლუ
ჰედო თურქოღლუ (თურქ. Hidayet Türkoğlu, თურქულად გამოითქმის [hidaːˈjet ˈtyɾkoːɫu]; დ. 19 მარტი, 1979, სტამბული, თურქეთი) — თურქი კარიერადასრულებული პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე. ამჟამად არის თურქეთის საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტი. 15 სეზონის განმავლობაში თამაშობდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). 208 სმ სიმაღლის ფორვარდმა NBA-ის 6 გუნდში ითამაშა.
ჰედო თურქოღლუ | |
---|---|
თურქოღლუ ორლანდო მეჯიქთან ერთად 2008 წელს | |
№ 5, 14, 15, 26, 19, 8 | |
მსუბუქი ფორვარდი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
19 მარტი, 1979 სტამბოლი, თურქეთი |
ეროვნება | თურქი |
სიმაღლე | 208 სმ |
წონა | 100 კგ |
კარიერა | |
NBA-ის დრაფტი | 2000 / რაუნდი: 1 / არჩევა: 16-ე |
არჩეული საკრამენტო კინგსი | |
პროფესიონალური კარიერა | 1996–2015 |
კარიერის ისტორია | |
1996 - 2000 | ეფეს პილსენი |
2000 - 2003 | საკრამენტო კინგსი |
2003 - 2004 | სან-ანტონიო სპურსი |
2004 - 2009 | ორლანდო მეჯიქი |
2009 - 2010 | ტორონტო რაპტორსი |
2010 | ფინიქს სანსი |
2010 - 2014 | ორლანდო მეჯიქი |
2014 - 2015 | ლოს-ანჯელეს კლიპერსი |
სტატისტიკა NBA.com-ზე |
პროფესიონალური კარიერა
რედაქტირებაეფეს პილსენი (1996–2000)
რედაქტირებათურქოღლუ ეფესს 1996 წელს შეუერთდა და კლუბში 4 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ევროლიგაში ნათამაშებ 50 თამაშში საშუალოდ 8.4 ქულას (58 % სროლის სიზუსტე) აგროვებდა. თურქოღლუ დეხმარა გუნდს რათა მიეღწია 2000 წლის ევროლიგის „ფინალურ ოთხს“; 22 თამაშში საშუალოდ აგროვებდა 13.6 ქულას, 4.6 მოხსნასა და 2.7 შედეგიან გადაცემას.[1][2]
საკრამენტო კინგსი (2000–03)
რედაქტირება2000 წლის NBA-ის დრაფტზე თურქეოღლუ საკრამენტო კინგსმა 16-ე არჩევნად აიყვანა. NBA-ის ისტორიაში იგი იყო პირველი თურქეთში დაბადებული მოთამაშე.[3] იგი თამაშობდა ისეთ ევროპელ ვასკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: ვლად დივაჩი და პეჯა სტოჯაკოვიჩი.
დახვეწილად ჩატარებული სეზონის გამო მან NBA–ის მეექვსე კაცის ჯილდო დაიმსახურა. აღნიშნულ სეზონში საშუალოდ 10.1 ქულასა და 4.5 მოხსნას აგროვებდა.
სან-ანტონიო სპურსი (2003–04)
რედაქტირება2003 წლის ოფსეზონის განმავლობაში სამგუნდიანი გაცვლით ჰედო თურქოღლუ რონ მერსერთან ერთად სან-ანტონიო სპურსში გადავიდა. გაცვლის შედეგად ბრედ მილერი კინგსში, ხოლო სკოტ პოლარდი და დენი ფერი პეისერსში გადავიდა. თურქოღლუმ სპურსში ერთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა; აღნიშნულ სეზონში პერიმეტრის ხაზიდან კარიერის უმაღლესი მაჩვენებლით, 42 % სიზუსტით უტევდა.
ორლანდო მეჯიქი (2004–09)
რედაქტირება2004 წელს თურქოღლუ ორლამდო მეჯიქს შეუერთდა. მან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, 39 ქულა, ორჯერ დააფიქსირა: 2007 წლის აპრილში, ტორონტო რაპტორსის წინააღმდეგ და 2008 წლის მარტში, ვაშინგტონ ვიზარდსის წინააღმდეგ.[4]
2008 წლის 28 აპრილს თურქოღლუ NBA-ის 2007-2008 წლების სეზონის ყველაზე განვითარებულ მოთამაშედ დასახელდა; აღნიშნული მიღწევითვის ჯილდოც მიიღო.[5] თურქოღლუ ორლანდო მეჯიქს 52 თამაშის მოგებაში დაეხმარა, ხოლო სეზონში საშუალოდ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს, 29.5 ქულას, 5.7 მოხსნასა და 5.0 შედეგიან გადაცემას აფიქსირებდა; აღსანიშნავია, რომ მან NBA-ის რეგულარული სეზონის ყველა (82) თამაშში მიიღო მონაწილეობა.
1995 წლის შემდეგ, 2008-2009 წლების სეზონში ორლანდო მეჯიქმა 2009 წლის NBA-ის ფინალებში გააღწია. თუმცა გუნდი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ 5 თამაშში დამარცხდა. ტურკოღლომ გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის კონტრაქტზე.
ტორონტო რაპტორსი (2009–10)
რედაქტირება2009 წლის 9 ივლისს თურქოღლუ გაცვლით, ტორონტო რაპტორსში გადავიდა; აღნიშულ გაცვლაში რაპტორსთან ერთადი გუდნი: ორლანდო მეჯიქი, დალას მავერიქსი და მემფის გრიზლისი მონაწილეობდა.[6]
საერთაშორისო კარიერა
რედაქტირებათურქოღლუ იყო იმ თურქეთის ეროვნული საალათბურთო ნაკრების წევრი, რომელმაც ევრობასკეტ 2001-ზე ვერცხლის მედალი მოიგო. იგი საშუალოდ 15.5 ქულას აგროვებდა.
იგი დასახელდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სიაში, თუმცა მან უარი თქვა მოწვევაზე.[7]
2009 წელს თურქოღლუმ თურქეთის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან ერთად პოლონეთში გამართულ ევრობასკეტ 2009-ში მერვე ადგილი დაიკავა.[8] ერთი წლის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო 2010 წლის ფიბას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც მშობლიურ ქვეყანაში, თუქრეთში ჩატარდა. აღნიშნული ტურნირი თურქეთის ნაკრებმა ვერცხლის მედლით დაასრულა; ისინი მხოლოდ ჩემპიონ ამერიკასთან დამარცხდნენ. თურქოღლუს მონაგარი შემდეგნაირი იყო: საშუალოდ 12.3 ქულა, 4.2 მოხსნაs, and 3.4 შედეგიანი გადაცემა.
2014 წლის მარტში თურქოღლუმ საერთაშორისო კარიერა დაასრულა.[9][10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- NBA.com Profile დაარქივებული 2016-04-01 საიტზე Wayback Machine.
- TBLStat.net Profile
სქოლიო
რედაქტირება- ↑ HIDAYET TÜRKOGLU EFES PILSEN ISTANBUL AVERAGE.
- ↑ Hedo Turkoglu Stats, Video, Bio, Profile. NBA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 12, 2013. ციტირების თარიღი: November 19, 2013.
- ↑ Contact rickchand: Comment. (October 16, 2006) Five Tiny Tidbits On: The Orlando Magic. Deadspin.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 20, 2010. ციტირების თარიღი: December 26, 2011.
- ↑ Scanlon, Dick. (April 5, 2007) Turkoglu's Hot Hand Can't Save Magic as Raptors Pull Off Win. Theledger.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 8, 2019. ციტირების თარიღი: December 26, 2011.
- ↑ Turkey's Turkoglu named NBA's Most Improved Player. Afp.google.com (April 28, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 18, 2011. ციტირების თარიღი: December 26, 2011.
- ↑ Raptors Acquire Turkoglu, George and Wright. NBA.com (July 9, 2009). ციტირების თარიღი: July 9, 2009.
- ↑ Injury? Okur declines Turkish invite
- ↑ EuroBasket 2009 Poland. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 14, 2011. ციტირების თარიღი: April 24, 2011.
- ↑ Hedo retires from international basketball
- ↑ Hedo Turkoglu announces his retirement from Turkish NT. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: August 28, 2014