მსუბუქი ფორვარდი, აგრეთვე ცნობილი როგორც მესამე ნომერი — კალათბურთის წესებში ხუთიდან ერთ-ერთი პოზიცია. როგორც წესი, მსუბუქი ფორვარდი მძიმე ფორვარდთან და ცენტრთან შედარებით უფრო დაბალი, სწრაფი და გამხდარია, თუმცა მისი პარამეტრები გამთამაშებელთან და მსროლელთან შედარებით დიდია.

ლებრონ ჯეიმზი, NBA-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსუბუქი ფორვარდი

მსუბუქი ფორვარდი კალათბურთის ხუთი პოზიციიდან ყველაზე მრავალმხრივ პოზიციად მიიჩნევა.[1] NBA-ში მსუბუქი ფორვარდების სიმაღლე ძირითადად 1.98-2.08მ შუალედში მერყეობს ხოლო WNBA-ში მათი სიმაღლე 1.80-1.88მ-ია.

მსუბუქი ფორვარდის ვალდებულებაა მოიპოვონ ქულები, დაიცვან საკუთარი ტერიტორია და ზოგჯერ ცენტრი ან მსუბუქი ფორვარდი ფარიდან ბურთის მოხსნის დროს დააზღვიონ. აგრეთვე, ზოგიერთ მათგანს, იშვიათად აქვს შედეგიანი გადაცემების გაკეთების პასუხისმგებლობა. პროფესიონალურ კალათბურთში უმეტესად გუნდის მთავარი მექულეები სწორედ მსუბუქი ფორვარდები არიან.[2]

მსუბუქი ფორვარდების ქულების მოსაპოვებელი თამაშის სტილი მრავალფეროვანია. ზოგიერთი მათგანი ზუსტი სროლით იღებს ქულებს. აგრეთვე ქულების მოსაპოვებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას დრიბლინგი და ფიზიკური სიძლიერე. მსუბუქ ფორვარდეს საკუთარი ზომის, სიჩქარის და ძალის საშუალების შეუძლიათ რამდენიმე პოზიციის დაცვა.

ნეისმიტის მემორიალური საკალათბურთო დიდების დარბაზში მრავალი მსუბუქი ფორვარდია შესული; მათ შორის არიან: იულიუს ირვინგი, შერილ მილერი, ლარი ბირდი, შერილ სვუპსი, ჟეიმზ უორტი, ელჯინ ბეილორი, სკოტი პიპენი, დომინიკ უილკინსი და რიკ ბერი.

სქოლიო რედაქტირება

  1. Recruiting Nation (November 28, 2006). „Versatility is key for small forwards“. ESPN.
  2. NBA.com - Players and Positions.