ჰაჯი I გირეი
ჰაჯი I გირეი (ყირიმ. I Haci Geray, ۱خاجى كراى; დ. ტრაკაი, ლიეტუვა, 1397 — გ. 1466) ყირიმის ხანი 1441–1466 წლებში, ყირიმის სახანოს დამაარსებელი, გირეის დინასტიის ფუძემდებელი, ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი ჯუჩის შტოდან. 1434[1] წელს ჰაჯი გირეიმ დაამარცხა გენუელი ვაჭრების ჯარი, მაგრამ შინაბრძოლების შედეგად ყირიმიდან განდევნილი ლიეტუვაში გაიქცა. ლიეტუვის დიდი მთავრის, კაზიმირ IV-ისა და თათარ წარჩინებულთა მხარდაჭერით ჰაჯი-გირეი 1441 წელს ყირიმის ხანად გამოაცხადეს. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლიეტუვის ორიენტაციისა იყო. ჰაჯი გირეის მმართველობის პერიოდში ყირიმის სახანოში სუფევდა სიმშვიდე, რაც მისი მემკვიდრეების დროს შეუძლებლად ითვლებოდა. გარდაიცვალა 1466 წელს. ჰაჯის შემდეგ ხანი გახდა მისი უფროსი ვაჟი, ნურ-დევლეთ გირეი.
ჰაჯი I გირეი | |
---|---|
Haci Giray | |
ყირიმის პირველი ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1441 |
მმართ. დასასრული: | 1466 |
წინამორბედი: | სახანო დაარსდა |
მემკვიდრე: | ნურ-დევლეთ გირეი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1397 |
დაბ. ადგილი: | სავარაუდოდ ტრაკაი, ლიეტუვა |
გარდ. თარიღი: | 1466 |
გარდ. ადგილი: | ყირიმი |
შვილები: |
ნურ-დევლეთ გირეი ჰაიდერ გირეი მენლი I გირეი უზ-თემურ გირეი ქუთლუქ-ზამან გირეი ქილდიშ გირეი იარმუღჩი გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | გიას-ად-დინი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 610.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Istvan Vasary in The Crimean Khanate between East and West, 2012, p15