ჰამლეტ მელაძე
ჰამლეტ მელაძე (დ. 1939, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი.
ჰამლეტ მელაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1939 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მათემატიკოსი და პედაგოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტის ასპირანტურა 1971 წელს.
1961-1966 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის ეფროსი ლაბორანტი. 1966-1967 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1971-1978 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის დოცენტი. 1978-2006 წლებში — კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის გამგე. 1993-1999 წლებში — გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 2006-2009 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ინფორმატიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. შეთავსებით 1999-2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, პროფესორი. 2006-2009 წლებში — სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმატიკის მიმართულების სრული პროფესორი. 2009 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ინფორმატიკის განყოფილების გამგე. 2008 წლიდან — საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ინფორმატიკის მიმართულების სრული პროფესორი. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა: მათემატიკური ფიზიკის წრფივი და არაწრფივი კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების და განტოლებათა სისტემების ამოხსნის რიცხვითი მეთოდების შექმნა და დაფუძნება. ეკონომიური სასრულ-სხვაობიანი ალგორითმების აგება და კვლევა. კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის დასმული არაკლასიკური საწყის-სასაზღვრო და სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა და მათი ამოხსნის რიცხვითი ალგორითმების შემუშავება; წრფივი და არაწრფივი განტოლებებისა და განტოლებათა სისტემებისათვის პარალელური იტერაციული ალგორითმების აგება და ანალიზი. არამკაფიო სისტემებისა და მოდელების კვლევა. 139 სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის 11 სახელმძღვანელო) ავტორი. მიღებული აქვს თბილისის უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია საუკეთესო სახელმძღვანელოსთვის (2002), უკრაინის მათემატიკოსთა კონგრესი, მ. მ. ბოგოლიუბოვის სახ. სამახსოვრო ოქროს მედალი — „За високий рიвень наукових результатიв в гадузi математичноï науки“ (2009). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1995).
ჯილდოები
რედაქტირება- 1998 — ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გადაწყვეტილებათა მიღების თეორიის საფუძვლები და მათი გამოყენება საზოგადოებრივ მეცნიერებებში, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2003, გვ. 480 ISBN 999401322X
- ფინანსური მათემატიკა. ალბათობა და სტატისტიკა (ელემენტები) თბილისი, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2003, გვ. 196 ISBN 9994013343
- გამოყენებითი მათემატიკის საწყისები: სახელმძღვ. უნ-ტის სტუდ.-თვის, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000, გვ. 263 ISBN 9992883871
- მათემატიკა აბიტურიენტებისათვის, თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1991, გვ. 86
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე, თბ., 2016, გვ. 250-251
- წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2001, გვ. 215