ედმუნდ ჰალეი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰალეი, ედმუნდ)

ედმუნდ ჰალეი, ჰელი (დ. 8 ნოემბერი [ძვ. სტ. 29 ოქტომბერი ], 1656, ჰეიგერზტაუნი, ლონდონის ახლოს — გ. 25 იანვარი [ ძვ. სტ. 14 იანვარი ], 1742, გრინვიჩი) — ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1678-იდან).

ედმუნდ ჰალეი
ინგლ. Edmond Halley
დაბ. თარიღი 8 ნოემბერი, 1656(1656-11-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ჰაგერსტონი, Middlesex, ინგლისის სამეფო
გარდ. თარიღი 25 იანვარი, 1742(1742-01-25)[9] (85 წლის)
გარდ. ადგილი გრინვიჩი, Kent, დიდი ბრიტანეთის სამეფო
დასაფლავებულია St Margaret's, Lee[10]
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
 დიდი ბრიტანეთის სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი, გეოფიზიკოსი, ასტრონომი, მეტეოროლოგი, კარტოგრაფი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და კლიმატოლოგი
მუშაობის ადგილი გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია, Royal Mint[2] და ოქსფორდის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი სენტ-პოლის სკოლა[2] , დედოფლის კოლეჯი[2] და ოქსფორდის უნივერსიტეტი[11] [2]
განთქმული მოსწავლეები James Pound[11]
მეუღლე მერი ტუკი[2]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი

განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში, 1703 წლიდან იყო მათემათიკის პროფესორი იქვე, 1720-იდან - გრინვიჩის ობსერვატორიის დირექტორი. შეადგინა სამხრეთის ცის ვარსკვლავთა (341) პირველი ტელესკოპური კატალოგი (1676–1678), დაამტკიცა კომეტის პერიოდულობა (1682); აღმოაჩინა ვარსკვლავთა საკუთარი მოძრაობა (1718), მთვარის მოძრაობის საშუალო აჩქარება და უთანასწორობები იუპიტერისა და სატურნის მოძრაობაში. დააკვირდა მზის დისკოზე ვენერას გავლას. აღმოაჩინა მზის პარალაქსი|პარალაქსის განსაზღვრის მეთოდი (1679), მერკურის მოძრაობაზე დაკვირვებით (1677) კი თვითონ განსაზღვრა მანძილი მზემდე და მერკურამდე. 1698–1700 ექსპედიციის შედეგად შეადგინა პირველი გეომაგნიტური რუკა (1701). პირველმა გამოსცა საკუთარი სახსრებით ი. ნიუტონის "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები". არაბულიდან თარგმნა და 1710 გამოსცა აპოლონიოს პერგელის მათემატიკური შრომები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. Eggen O. J. Encyclopædia Britannica
  4. SNAC — 2010.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. https://astro.uni-bonn.de/~pbrosche/persons/pers_halley.html
  10. Find a Grave — 1996.
  11. 11.0 11.1 Mathematics Genealogy Project — 1997.