ჰაიდელბერგელი ადამიანი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჰაიდელბერგელი ადამიანი}} |
ჰაიდელბერგელი ადამიანი (Homo Heidelbergensis) — ჰომოს გვარის გამქრალი სახეობა, რომელიც ცხოვრობდა ევროპაში, აფრიკასა და დასავლეთ აზიაში, დაახლოებით, 600 000 – 200 000 წლის წინ. თავის ქალები აგებულებით ჰგავს, როგორც ჰომო ერექტუსს, ისე ჰომო საპიენსს. ჰაიდელბერგელი ადამიანის ტვინის მოცულობა, დაახლოებით, ჰომო საპიენსისას ემთხვეოდა. პირველად აღმოაჩინა 1907 წელს ჰაიდელბერგში, გერმანიაში, ოტო შოეტენსაკმა. სიმა დე ლოს ჰუესოს გამოქვაბული ატაპუერკაში ადასტურებს, რომ ნეანდერტალელი ადამიანის ნიშნები ჰაიდელბერგელი ადამიანის დროსაც არსებობდა და 300 000 წელს ითვლის.[1][2][3]
ჰაიდელბერგელი ადამიანი | |||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჰაიდელბერგელი ადამიანის თავის ქალა | |||||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||||
Homo heidelbergensis Schoetensack, 1908 | |||||||||||||||||||
|
ნეანდერტალელიც და თანამედროვე ადამიანიც ორივე განიხილება, როგორც მემკვიდრე ჰაიდელბერგელი ადამიანისა, რომელიც აფრიკაში 700 000 წლის წინ გაჩნდა.[4] განამარხებული ნაშთები იპოვნეს ეთიოპიაში, ნამიბიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.[1] დაახლოებით, 400 000 – 300 000 წლის წინ ჰაიდელბერგელი ადამიანის ჯგუფი მიგრირდა ევროპასა და დასავლეთ აზიაში ჩვენთვის უცნობი გზებით და საბოლოოდ მივიღეთ ნეანდერტალელი ადამიანი. არქეოლოგიური გათხრების ადგილები არსებობს საფრანგეთში, ინგლისში, საბერძნეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიასა და ესპანეთში.[5] ჰაიდელბერგელი ადამიანების მეორე ჯგუფი გადაადგილდა დასავლეთით კონტინენტურ აზიაში, სადაც შემდეგ მივიღეთ დენისოვანები.[6] აფრიკელი Homo Heidelbergensis-ის (იგივე Homo Rhodesiensis) პოპულაცია გამოიყო ჰომო საპიენსად, დაახლოებით, 130 000 წლის წინ, შემდეგ მიგრირდა ევროპასა და აზიაში მეორე ტალღად, დაახლოებით, 125 000 – 60 000 წლის წინ.[7][8]
ბევრი განამარხებული ნაშთის ცალ-ცალკე მიკუთვნება რომელიმე სახეობისთვის ძნელია და ხშირად დავის საგანიც ხდება პალეოანთროპოლოგებს შორის, რადგან არ არსებობს უნივერსალურად აღიარებული დაყოფის ხაზები ჰომო ერექტუსს, ჰაიდელბერგელ ადამიანსა და ნეანდერტალელ ადამიანს შორის. ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ნაშთები, რომლებიც ჰაიდელბერგელ ადამიანს უკავშირდება, ჰომო ერექტუსის უფროა.[9]
მორფოლოგია და ინტერპრეტაციები
რედაქტირებამორფოლოგია
რედაქტირებაამ სახეობას სახელი უწოდა ოტო შოეტენსაკმა 1908 წელს, რათა კლასიფიცირება მოეხდინა ქვედა ყბის, რომელიც ერთი წლით ადრე იპოვნა ჰაიდელბერგში, გერმანიაში. მეცნიერი გაკვირვებული იყო თავისი აღმოჩენის პრიმიტიული ხასიათით, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ადამიანი, რადგან ეშვები შემცირებული იყო ზომაში და კბილის გვირგვინები, ძირითადად, ემთხვეოდა თანამედროვე პოპულაციებისას.[1]
გვიანდელმა ავტორებმაც განაგრძეს ხაზის გასმა ქვედა ყბის პრიმიტიულ გარეგნობაზე. უილიამ ჰოველმა ყურადღება მიაქცია მის მასიურ კონსტრუქციას, ნიკაპის ნაწიბურს, ძალიან მსხვილ ძვლების სიმფიზს (ძვლების შეზრდა), რომელიც საერთოდაც ეჭვქვეშ აყენებს ნიკაპის არსებობას, როგორც სხვა ჰომოების შემთხვევაში. ჰოველი საქმეს ფრთხილად მოეკიდა და გარდა ამისა, აღმოაჩინა ნიმუშის სხვა მახასიათებლებიც, მაგალითად: მისი განშტოებული თვალთახედვის არეალი, კორპუსის შედარებით წინა ჩაღრმავება და კბილთა რიგის საშუალო ზომა, რომელიც გამოყოფდა მას ჰომო ერექტუსებისგან.[1]
მამრი ჰაიდელბერგელები, დაახლოებით, იყვნენ სიმაღლეში საშუალოდ 175 სმ და 62 კგ წონაში. ქალები აღწევდნენ საშუალოდ 157 სმ-ს სიმაღლეში და 51 კგ-ს წონაში.[10] ატაპუერკაში ნაპოვნი 27 კიდურის მთლიანი ძვლის რეკონსტრუქცია დაეხმარა მეცნიერებს, რომ დაედგინათ ჰაიდელბერგელი ადამიანის სიმაღლე და შეედარებინათ ნეანდერტალელი ადამიანის სიმაღლესთან. შედეგი იყო ასეთი, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანი, დაახლოებით, 170 სმ სიმაღლის იყო და მხოლოდ ოდნავ მაღალი იყო, ნეანდერტალელთან შედარებით.[11] ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის პროფესორის განცხადებით, რამდენიმე განამარხებული ნაშთის ძვლები გვიჩვენებს, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანის ზოგიერთი პოპულაცია 213 სმ-საც კი აღწევდა სიმაღლეში და ისინი ცხოვრობდნენ სამხრეთ აფრიკაში, დაახლოებით, 500 000 – 300 000 წლის წინ.[10]
ოტო შოეტენსაკმა მაუერის ქვედა ყბა თავის ნაშრომში ასე აღწერა: „არაპროპორციულობა ნიკაპსა და კბილებს შორის აშკარაა: კბილები ძალიან პატარაა ძვლებისთვის. არსებული სივრცე, ალბათ, საშუალებას მისცემდა ბევრად მეტ განვითარების მოხერხებულობას. ეს მასალა აჩვენებს მახასიათებლების კომბინაციას, რომელიც აქამდე არც ერთ ადამიანის განამარხებულ ნიმუშთან არ გვინახავს. არ უნდა გაიკიცხოს სწავლულიც კი, რომელიც მას ჩათვლის ჩვეულებრივ ადამიანად. მთლიანად დაკარგულია ერთი ნიშანი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანობას მიუთითებს, ე.ი. ნიკაპის გარე პროექცია. ჯერ ეს ნაკლებობა უკავშირდება ქვედა ყბის საკმაოდ უცნაურ ზომებს. ერთადერთი, რაც მიგვახვედრებს, რომ საქმე გვაქვს ადამიანის ნაწილებთან, ესაა კბილების აგებულება. მთლიანად შემონახული კბილები ამის კარგი მტკიცებულებაა: ეშვებზე არ ჩანს არანაირი კვალი ძლიერი ურთიერთობისა სხვა ჯგუფის კბილებთან. ეს ფაქტი გვთავაზობს შეთანხმებულ და ჰარმონიულ განვითარებას, როგორც ეს სხვა ადამიანების შემთხვევაში ხდება“.[12]
განსხვავება ჰომო ერექტუსისგან
რედაქტირებაჰაიდელბერგელი ადამიანი (Homo Heidelbergensis) ჰომო ერექტუსისგან (Homo Erectus) განსხვავდება შედარებით პატარა ყბებით, კბილებით და უფრო მოზრდილი მოცულობის ტვინით, რომლის ზომაც, დაახლოებით, 1300 სმ³-ს შეადგენს. გარდა ამისა, ჰაიდელბერგელი ადამიანის თავის ქალას არ გააჩნია საგიტალური კილი (ერთგვარი წამონაზარდი) და კეფის ტორუსი. მისი წარბების რკალი იყოფა ცალკეულ თაღებად ორივე თვალის ზემოთ. ამასთან, მათი ჩონჩხი უფრო ძლიერია. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჰაიდელბერგელი ადამიანი ჰომო საპიენსისგანაც (Homo Sapiens) განსხვავდება იმით, რომ შენარჩუნებული აქვს დიდი და პროგნატული სახე შედარებით დიდი კბილებითა და ყბებით, წარბების ხაზით, თავის ქალის გრძელი და დაბალი თაღით, დაქანებული შუბლითა და უფრო ძლიერი ჩონჩხით.[13]
ინტერპრეტაციები
რედაქტირებამეცნიერებს შორის დღემდე მწვავე განხილვის საგანია, ჰომო ერექტუსის (Homo Erectus) მხოლოდ ერთი სახეობა არსებობდა თუ რამდენიმე. მათი ნაწილის აზრით, ჰომო ერექტუსის აზიურსა და აფრიკულ პოპულაციებს შორის საკმაოდ დიდი რაოდენობის განსხვავებაა საიმისოდ, რომ სხვადასხვა სახეობად ჩავთვალოთ. უფრო მეტიც, ჰომო ერექტუსის განამარხებული ძვლები ევროპაშიც არის აღმოჩენილი. პალეოანთროპოლოგების აზრით, ეს მასალა და მისი მსგავსი, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი მასალა განსხვავებულ სახეობას ეკუთვნის და სწორედ მას უწოდებენ ჰაიდელბერგელ ადამიანს (Homo Heidelbergensis).[13] მეცნიერებს უჩნდებათ კითხვა: ჰაიდელბერგელი ადამიანი შუა პლეისტოცენის ჰომინიდების ერთ ან რამდენიმე სახეობას წარმოადგენს თუ მართლაც ცალკე სახეობაა? მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანი არქაულ ჰომო საპიენსად (Homo Sapiens) უნდა აღიარონ. ზოგი მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, რომ ჰომო ერექტუსები ჰომო საპიენსების სახეობას უნდა მიეკუთვნოს, შესაბამისად, ჰაიდელბერგელი ადამიანიც.[14]
პალეოანთროპოლოგებისთვის შუა პლეისტოცენის ხანაზე მუშაობა საკმაოდ საინტერესოა. დასავლეთ ევროპის განამარხებული სხეულები თარიღდება, დაახლოებით, 500 000 წლით, კიდევ უფრო მეტით თუ არა. რა თქმა უნდა, არის შეკითხვები ამ მასალების ნათესაობასთან დაკავშირებით, რადგან რამდენიმე ანატომიური „გასაღები“ შემონახულია. თუ მაუერის ქვედა ყბას დავაჯგუფებთ სხვა ნიმუშებთან ევროპიდან და აფრიკიდან, მაშინ მთელი ჯგუფი შეიძლება, განვიხილოთ, როგორც ჰაიდელბერგელი ადამიანი.[1]
უილიამ ჰოველი დაობდა, რომ მაუერის ჰომინიდი უნდა ყოფილიყო სპეციფიკურად განსხვავებული აზიისა და ჩრდილო-დასავლეთის არქაული ხაზებისგან. მან ეს სახეობა დააკავშირა ევროპულ ჯგუფებთანაც, მაგალითად: ნეანდერტალელებთან (Homo Neanderthalensis).[4] ამ დროს კიდევ არსებობს ნიმუშების დაკავშირების სირთულეები თუნდაც პეტრალონაში აღმოჩენილთან, რომლისთვისაც ვერ მოხერხდა ქვედა ყბის აღდგენა. ამრიგად, ჰაიდელბერგელი ადამიანი მოიცავს არქაული მახასიათებლების საკმაო რიცხვს და შესაძლოა, იყოს ხაზი, რომლისგანაც წამოვიდა ორივე, ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანების ხაზი.[1]
სხვა ევროპული ნიმუშები არის უფრო ფრაგმენტული. ადამიანის ძვლები და კბილები შემორჩენილი იყო ქვის სამტეხლოში ბილზინგსლებენში, გერმანიაში, ასევე რამდენიმე შუა პლეისტოცენის ადგილებში იტალიაში. გარდა ამისა, კეფის ძვალი დაფიქსირდა ვერტესზოლსში, უნგრეთში. ასევე გვხვდება მცირე რაოდენობის ტვინის ქალა სვანსკობში, ინგლისში. ქვედა ყბა მაუერიდან და დიდი წვივის ძვალი ბოქსგროვიდან (ინგლისი) არის, სავარაუდოდ, პირველი ჰომინინების ევროპაში. ორივე მათგანი, დაახლოებით, 500 000 წლით თარიღდება.[1]
არაპირდაპირი განვითარება
რედაქტირებაის სახეობა, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვეძახით ჰომო ერექტუსს, ბინადრობდა, დაახლოებით, 700 000 წლის წინ და განვითარდა ადამიანების ახალ სახეობებად, რომლებსაც ჰქონდათ ბევრად დიდი მოცულობის ტვინი, რომლებიც კარგად იყენებდნენ იქამდე შექმნილ ქვისგან, რქებისგან, ძვლებისგან დამზადებულ ინსტრუმენტებს (ცნობილია, როგორც არქეულიანის კულტურა). მიიჩნევა, რომ აფრიკიდან ნელ-ნელა შეერწყნენ და შემდგომში ფესვები გაიდგეს (მეორე თეორიის მიხედვით) სამხრეთ ევროპაში, გერმანიისა და ინგლისის ჩათვლით (800-350 ათასი წლის წინ). ამ უფრო მეტად დახვეწილი და განვითარებული კულტურის წარმომადგენლები ჩამოყალიბდნენ ცალკე სახეობად და კლასიფიცირებულნი იყვნენ, როგორც ჰომო ჰეიდელბერგენსისი. მათი კარგი და გამძლე აღნაგობა, აგრეთვე დახვეწილი ინსტრუმენტები, როგორც ჩანს, კარგად უხდებოდა ევროპის ცვალებად კლიმატს. ჰომო ჰაიდელბერგენსისგან განვითარდნენ ნეანდერტალელები, დაახლოებით, 250 000 - 300 000 წლის წინ შუა პლეისტოცენის გამყინვარების ეტაპის (Woltstonian) პერიოდში, ხოლო 100-200 ათასი წლის წინ გონიერი ადამიანი მათგან განვითარდა აფრიკაში. (Wolstonian-ის პერიოდი - ეს არის დედამიწის გეოლოგიური ისტორიის საშუალო პლეისტოცენური პერიოდი, რომელიც წინ უძღვის Ipswichian-ის ეტაპს (Eemian-ის სტადია ევროპაში) და მოჰყვება Hoxnian-ის სტადიას ბრიტანულ კუნძულებზე. Wolstonian-ის სტადია, როგორც ჩანს, შეიცავს გამყინვარების სამ ეტაპს. იგი ნაწილობრივ ემთხვევა Warthes-ის და Saalian-ის სტადიებს ჩრდილოეთ ევროპაში და Riss-ის გამყინვარებას ალპებში).[15]
ჰომო ჰაიდელბერგენსისის აფრიკიდან ევროპაში მიგრაციის გამო ეს ორი დასახლება იყო გარკვეულწილად იზოლირებული ერთმანეთისგან Wolstomian და lpswichian–ის სტადიის დროს და რადგანაც ამ ყველაფერს შემდგომში შუა გამყინვარებებს შორის მყოფი პერიოდი მოჰყვა, ამ დროს ჰომო ჰაინდელბერგენსის ორი პოპულაცია სამუდამოდ გამოეყო ერთმანეთს. [16] როგორც ზემოთ არის ნახსენები, ჰომო საპიენსი, როგორც ჩანს, განსხვავდა და განვითარდა აფრიკაში, დაახლოებით, 200 000 - 100 000 წლის წინ. ისეთი განამარხებული სხეულები, როგორებიც არიან ატაპუერკას თავის ქალა (800 ათასი წლის) ესპანეთში და აგრეთვე კაბვეს თავის ქალა თანამედროვე ზამბიაში, გვევლინებიან ჰომო ჰაიდელბერგენსის ორი სხვადასხვა განშტოების ნათელმხილველებად.[17] აგრეთვე მნიშვნელოვანი ნამარხები აღმოაჩინეს: აფრიკაში, ნდუტუში (500-350 ათასი წლის), ბროკენ ჰილში(300 ათასი წლის), ევროპაში - მაუერში (500 ათასი წლის), სვანსკომბში (400 ათასი წლის), შტეინგეიმში (225 ათასი წლის), ვერტეშსელეში (200 ათასი წლის); აზიაში: ჩინიუშანში (280-200 ათასი წლის), დალიში (200 ათასი წლის) ნგანდონგში (200 ათასი წლის). სხვადასხვა ნაირსახეობის გამართულად მოსიარულე ადამიანის ერთ-ერთი ფართო გამოვლინება უფრო მეტად ჩანს ზოგიერთ ცალკეულ რაიონებში, ვიდრე სხვებში. ასეთი ნაირსახეობა გვხვდება ჩინეთში, განსაკუთრებით, მის დასავლეთში, სადაც ამ ადამიანების კვალი ქრება ადრეულ პერიოდში.[1]
Homo neanderthealensis-მა შეინარჩუნა Homo heidelbergensis-ის ისეთი ხასიათობრივი თვისებები, რომელიც ამ უკანასკნელს ჰქონდა სახეობის დაყოფის პერიოდში, თუმცა არსებობდა გარკვეულწილად განსხვავებებიც. ნეანდერტელელები იყვნენ უფრო გამძლეები, ჰქონდათ უფრო მაღალი შუბლი, მეტად გამოკვეთილი სახის ნაკვთები და ამასთანავე ნაკლებად შესამჩნევი ყბა. თითქმის იდენტურ თავის ქალასთან ერთად მათ დიდი ზომის ტვინი ჰქონდათ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ჰომონიდებს. გონიერ ადამიანს, მეორე მხრივ, ჰქონდა, სხვა ჰომონიდებთან შედარებით, ყველაზე მცირე ზომის წარბები, დიდი წვივები, ბრტყელი სახე და გამოკვეთილი ყბა. ჰომო საპიენსს აქვს უფრო დიდი ტვინი, ვიდრე ჰომო ჰაიდელბერგენსს და უფრო მცირე, ვიდრე ნეანდერტალელ ადამიანს. დღესდღეობით ჰომო საპიენსი არის ერთადერთი ცნობილი ინდივიდი, რომელიც თავის თავში აერთიანებს მაღალ შუბლს, ბრტყელ სახეს და თხელ სწორ წარბებს.[18]
2015 წელს მეტის მეიერი, რომელიც არის მაქს პლანკის ინსტიტუტის წარმომადგენელი და ისევე, როგორც ერთ-ერთი თანამედროვე ევოლუციის მკვლევარი, კრის სტინგერი, ისიც ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ ჰომო ჰაიდელბერგენსისი უნდა აღიარონ, როგორც დამოუკიდებელი ხაზი, რადგანაც ზოგიერთს ადრეულ პერიოდში მიაჩნდა, რომ, კლასისტიკის მიხედვით, იგი წინაპარი იყო არასწორად მიწერილი ჰომოების სხვა ფორმებისა, რაც განსხვავებულ სახეობებთან პოპულაციური გენეტიკის თვალსაზრისით მოხდა.[18]
ხოლო ამ ზემოთხსენებული ვარაუდის გამოქვეყნებამდე, 2013 წელს, სიმა დე ლოს უესოში ატაპუერკას მთებში ნამარხებში დნმ-ის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ყველა წევრები ჰომო ჰაიდელბერგენსისების სახელით იყვნენ კლასიფიცირებულები და ისინი მიიჩნიეს, როგორც ნეანდერტალელების უშუალო შთამომავლები. თუმცა, საქმე გართულდა იმ დროს, როდესაც დედის მხრიდან ჩატარებულმა დნმ-ის კვლევებმა საპირისპირო დასკვნა გამოიღო და აჩვენა, რომ ეს ნამარხი არანაირად არ იყო ნეანდერტალელის მსგავსი. ამის მაგივრად, ეს შედეგები უფრო მეტად ემთხვეოდა დენისოვანის მიტოქონდრიულ დნმ-ს, თუმცა შემდგომში შემოგვთავაზეს ამ ყველაფრის ახლებურად შეჯერებული ვერსია. მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ მართლაც სიმა დე ლოს უესოსოში ნაპოვნი ადამიანები არიან ადრეული ნეანდერტალელები ან რაღაც გზით მაინც არიან მათთან დაკავშირებულნი. მას შემდეგ, რაც მეცნიერთა და ანთროპოლოგთა ჯგუფმა გადაამოწმა ნეალდერტალელების დნმ ისევე, როგორც დენისოვანსებისა და თანამედროვე ადამიანების, ისინი მიხვდნენ, რომ ამ გენომების ექზემპლარები გაცილებით უფრო წააგავდნენ ნეანდერტალელებისას, ანუ საბოლოო დასკვნის შედეგად, ისინი მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ნეანდერტალელი და დენისოვანსის ერთმანეთისგან გამოყოფა მოხდა, დაახლოებით, 43 ათასი წლის წინ.[19][20]
თუმცა ყველაფერ ზემოთ ხსენებულთან ერთად, არსებობს ერთგვარი ჩიხი და აზრთა სხვადასხვაობა. ეს ეხება იმას, მართლა არსებობდა თუ არა ჰომო ჰაიდელბერგენსისი, როგორც ცალკე სახეობა. მისი გამოვლენა მოხდა 1907 წელს ნაპოვნი ქვედა ყბით, რომელიც მართლაც რომ განსხვავებული იყო და წლოვანებით ემთხვეოდა ამ სახეობის არსებობის წლებს. თუმცა ამის შემდეგ მსგავსი არაფერი აღარ იყო ნაპოვნი იქამდე, სანამ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ რაიტმაიერმა და კრის სტრინგერმა ლონდონის მუზეუმიდან არ აღმოაჩინეს მსგავსება არაგოსა და პეტრალონის (საბერძნეთი), ბოდოში (ეთიოპიაში), იუნიკსიანში (ჩინეთში) არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნ ნაშთებში. ამ ჰომოების ტვინის მოცულობა გაცილებით აღემატებოდა ჰომო ერექტუსისას, ამიტომაც 1970 იან წლებში მათ გადაწყვიტეს, რომ გამოექვეყნებინათ თეორია ერთ სახეობაზე, რომელმაც მოიცვა აზიის, აფრიკისა და ევროპის კონტინენტები და მიეცათ მისთვის სახელი - ჰომო ჰაიდელბერგენსისი. ამ საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ საფრანგეთში მოხდა მეცნიერების შეკრება მსოფლიოს ყველა ნაწილიდან იმისათვის, რომ განეხილათ ამ შეუცნობელი და იდუმალებით მოცული სახეობის საკითხი.[2]
მეორე მხრივ, ამ თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ მაიკლ ბალტერმა (რომელმაც სილაში, ესპანეთში აღმოაჩინა თავის ქალა) განაცხადა, რომ არ ღირს ამ სახელწოდების მიცემა ყველა იმ ინდივიდისთვის, რომლებიც უმრავლესობამ ერთ სახეობაში გააერთიანა. მისი აზრით, ამით მეცნიერები უბრალოდ იმარტივებდნენ საქმეს და ჭეშმარიტებას არ უახლოვდებოდნენ. ისინი ეჭიდებოდნენ მხოლოდ მსგავსებებს და განსხვავებებს არ აქცევდნენ დიდ ყურადღებას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ მხარეს არ ჰქონდა დამატებითი ფაქტები და მტკიცებულებები, ამ შეხვედრის ყველა მონაწილე თავის აზრზე დარჩა, ხოლო ბალტერმა განაცხადა, რომ არ გააკეთებდა არანაირ კომენტარს იქამდე, სანამ ეთიოპიაში ახლად აღმოჩენილ ძვლებზე არ მიიღებდა ინფორმაციას. მან განაცხადა: „მაშინ, როდესაც ამ კვლევების შედეგები გამოქვეყნდება, მეცნიერთა სამყაროში ახალი დებატების წამოიჭრება, მანამდე კი არაფერი“.[11]
ეს აზრთა შეპირისპირება კარგი შეხსენება არის იმისა, რომ სამეცნიერო კატეგორიები არის ადამიანის გამოგონებების შედეგი, ისტორიულ ევოლუციურ სცენარებში პირველ ადგილზე დგას ისტორია და მხოლოდ შემდეგ მონაცემები. რაც შეეხება დასახელებებს, გარკვეულწილად დამოკიდებული არის კონკრეტულ თეორიებზე. არსებობდა თუ არა ჰაიდელბერგენსის ადამიანი? მხოლოდ კონკრეტული მეცნიერების რიცხვისათვის, რომლებმაც გამოიტანეს დასკვნები მოვლენების თავისებური შეკავშირების საფუძველზე. იქიდან გამომდინარე, რომ ნეანდერტალელი ადამიანი მცნება თანდათანობით ქრება ევოლუციონერების ხელიდან, მათ არ შეუძლიათ იმის დაშვებაც, რომ ჰომო ჰაიდელბერგენსიც წაიშალოს ისტორიიდან.
ჰაიდელბერგელი ადამიანის ცხოვრების სტილი
რედაქტირებაბოლო ხანებში ესპანეთში ორმოში აღმოჩენილი 28 ადამიანის ჩონჩხი გვაძლევს იმაზე ფიქრის საფუძველს, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანი შესაძლოა პირველი იყოს, რომელიც მკვდარი ადამიანის დამარხვას მიმართავდა.[11]
სტივენ მითენის რწმუნებით, ჰაიდელბერგელი ადამიანი ისევე, როგორც ნეანდერტალელი ადამიანი, იყენებდა პრელინგვისტური კომუნიკაციის სისტემას. ჰაიდელბერგელი ადამიანების ხანის ხელოვნება არაა აღმოჩენილი, თუმცა წითელი ჟანგმიწა, ანუ მინერალი, რომელიც, შესაძლებელია, თავისი წითელი პიგმენტაციის წყალობით ყოფილიყო გამოსადეგი სახატავად აღმოაჩინეს ტერა ამატას გათხრების დროს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში.
ჰაიდელბერგელი ადამიანი გარე და შუა ყურის სტრუქტურა გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ სასმენი სისტემა მათ და თანამედროვე ადამიანებს მსგავსი ჰქონდათ, ასევე ამ სისტემით ისინი შიმპანზეებსაც წააგავდნენ. მათ, სავარაუდოდ, ჰქონდათ შესაძლებლობა განესხვავებინათ ერთმანეთისგან მრავალი განსხვავებული ხმა. გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანების უმეტესობა „მემარჯვენე“ იყო, ანუ უფრო აქტიურად მარჯვენა ხელს იყენებდა, ვიდრე მარცხენას ისევე, როგორც თანამედროვე ადამიანი.
300,000 წლის წინათ დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი შონინგენში, გერმანიაში, მოიცავს 8 კარგად დაცულ სანადირო შუბს და კიდევ ბევრ ხის ნივთს, რომლებიც, შესაძლოა, ასევე გამოიყენებოდა სანადიროდ. ასევე 500 000 წლის წინანდელი დამუშავებული ქვებიც მიუთითებს ნადირობის არსებობაზე, ისინი სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ კატუ პანში არიან აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ჰაიდელბერგელმა ადამიანმა არა დამოუკიდებლად მიაღწია ქვის ჭრის ამგვარ ტექნიკას, არამედ ეს ტექნიკა მას ნეანდერტალელი ადამიანისგან ერგო მემკვიდრეობით.
არსებობს მტკიცებულება, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანი აშენებდა ე.წ. ოჯახურ კერებს და პრიმიტიული სახის ბუხრებს. ამაზე მეტყველებს 790 000 წლის წინანდელი დამწვარი ხეები, რომლებიც გეშერ ბენოტ ია-აგოვში, ისრაელში, აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ოჯახები იკრიბებოდნენ ცეცხლის გარშემო, რათა გაეყოთ საკვები, გამთბარიყვნენ და თავი აერიდებინათ მტაცებლებისთვის.
ჰაიდელბერგელი ადამიანი, სავარაუდოდ კარგად იყენებდა ბუნებრივ თავშესაფრებსაც, თუმცა ეს სახეობა, შესაძლოა, პირველი იყოს, რომელმაც პრიმიტიული ხელოვნური თავშესაფრების აშენება დაიწყო. ამას მოწმობს ტერა ამატაში, საფრანგეთში, აღმოჩენილი ნაკვალევი.
ჰაიდელბერგელი ადამიანი ასევე პირველია დიდ ცხოველებზე ნადირობაში. ამას მოწმობს ისეთი ცხოველების ძვლები, როგორებიცაა გარეული ირემი, ცხენი, სპილო, ჰიპოპოტამი და მარტორქა. მათი ძვლები აღმოჩენილია ჰაიდელბერგელი ადამიანების სხვა ნივთებთან ერთად, რაც იმას მოწმობს, რომ მათზე სწორედ ჰაიდელბერგელი ადამიანები ნადირობდნენ. ზემოხსენებული ნამარხები აღმოჩენილია შონინგენში, გერმანიაში, და ისინი დათარიღებულია 400.000 წლით. ჩამოთვლილი ცხოველების გარდა, აღმოჩენილი იყო ქვის იარაღები და ათამდე დაკლული ცხენი.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანებისთვის შუბების შექმნა ხისგან უფრო მეტად იმის დასტური იყო თუ ვინ იყვნენ და რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი, ვიდრე რეალურად ნადირობის იარაღი. სავარაუდოდ, ისინი ცხენებზე არა ხშირად, არამედ კვირაში ერთხელ ნადირობდნენ.
ატაპუერკაში, ჩრდილოეთ ესპანეთში, აღმოჩენილია 400 000 წლის წინათ დათარიღებული ძვლები დაახლოებით 30 ჰაიდელბერგელი ადამიანისა. ეს, შესაძლოა, მათი რიტუალი იყოს. აღმოჩენილი ჰაიდელბერგელები ორმოში იყვნენ ჩაყრილები და ამ ორმოს „ძვლების ორმო“ უწოდეს. თუმცა, იმასაც ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, 30-მდე ჰაიდელბერგელის სიცოცხლე რაიმე ეპიდემიას ან დაავადებას შეეწირა. ესპანელი ანთროპოლოგის, ეუდალდ კარბონელის, აზრით კი, ამგვარი განაწილება ასაკისა ძვლების ორმოში ადვილად ახსნადია. მისი აზრით, ახალგაზრდა ქალები, შესაძლოა, მშობიარობას გადაჰყოლოდნენ, ხოლო ახალგზარდა მამაკაცები - ბრძოლას. ეს მათთვის ის პერიოდია, როცა მათ ოჯახების დაცვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუმცა ჯერაც არ არიან მზად ამისთვის. მეცნიერის აზრით, ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ადამიანები ადრევე იღუპებიან. ასევე ის ამატებს, რომ, შესაძლებელია, ეს ახალგაზრდები გარეულმა ცხოველებმა იმსხვერპლეს.
გამომდინარე იქიდან, რომ აღმოჩენილი ნამარხების ძირითადი ნაწილი ახალგაზრდებსა და ბავშვებს ეკუთვნოდათ, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ისინი ერთგვარი რიტუალების მსხვერპლნი იყვნენ. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, გარდაცვლილები მხოლოდ ერთიდაიმავე ასაკის ყოფილიყვნენ.
მეორე მოსაზრების თანახმად, ერთად დამარხვაც ერთგვარი რიტუალი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ჰაიდელბერგელი ადამიანი ქვის დამუშავების ტექნიკა ძალიან წააგავდა ჰომო ერექტუსის ტექნიკას. ორივე მათგანის კი თანამედროვე ადამიანისას მოგვაგონებს.
დიდი ზომის ცხოველებზე ნადირობა სარისკო იყო, ჰაიდელბერგელი ადამიანები გრძელ შუბებს არჭობდნენ ცხოველებს, შუბები შესაძლებლობას იძლეოდა, შორი დისტანციიდან მოენადირებინათ მსხვერპლი. ისეთი შუბები, როგორიცაა, მაგალითად: შონინგენში აღმოჩენილი შუბი - შეიძლება, უძველესი ხის არტეფაქტი იყოს მსოფლიოში.
„ატაპუერკა კარგი ადგილი იყო საცხოვრებლად. ახლოს მდინარე ჰქონდათ და თანაც ადგილი შემაღლებული იყო, რაც ჰაიდელბერგელ მონადირისთვის მოსახერხებელი იყო, გამოქვაბულები კი მათ შესაძლებლობას აძლევდა, თავშესაფარი ჰქონოდათ“ - ამბობს მადრიდის მეცნიერებების ნაციონალური მუზეუმის პროფესორი ხოსე ბერმუდეს დე კასტრო.
ჰაიდელბერგელი ადამიანის მიერ შექმნილი იარაღები, ძირითადად, სანადიროდ და ცხოველების ‘დასაკლავად’ გამოიყენებოდა, ისინი უფრო ხშირად ხესა და ქვას იყენებდნენ.
ცხოველის ტყავი, შესაძლოა, თბილი და მოსახერხებელი ტანის სამოსი გამხდარიყო ჰაიდელბერგელი ადამიანისთვის, მით უმეტეს მათთვის, ვინც შედარებით ცივ გარემოში, ევროპაში, ცხოვრობდა, თუმცა ტანის სამოსის აღმოჩენა რთულია, რადგან ის მალე ნადგურდება. შესაბამისად, ჩვენ არ გაგვაჩნია უშუალო მტკიცებულება იმისა, რომ ისინი მართლაც იყენებდნენ ტანისამოსს.[21][22][23][24][25][26]
განამარხებული სხეულები
რედაქტირებამაუერ 1
რედაქტირებაჰომო ჰეიდელბერგენსის პირველი განამარხებული ნიმუშის, მაუერ 1-ის, ქვედა ყბა 1907 წლის 21 ოქტომბერს გერმანიაში, მაუერში, ჰაიდელბერგისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. აქ ერთ-ერთმა მუშამ, დანიელ ჰარტმანმა, მღვიმეში შენიშნა ქვედა ყბის ნაშთი. მუშამ ის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორს, ოტო სკოენტესაკს, გადასცა და მანვე დაადგინა, რომ განამარხებული ნიმუში იყო. ყბა კარგ მდგომარეობაში იყო, აკლდა მხოლოდ ერთი პრემოლარული კბილი, რომელიც საბოლოოდ ამავე ადგილას იპოვეს. ყბის ძვალი ძალიან მაგარია, რაც მის ძლიერ საღეჭ კუნთებზე მეტყველებს. განამარხებულ ნიმუშს ჰომო ერექტუსისა და თანამედროვე ადამიანის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ევროპელმა მკვლევარებმა კლასიფიკაცია გაუკეთეს, როგორც ჰომო ერექტუს ჰეიდელბერგენსის, რაც ჰომო ერექტუსის ქვესახეობას წარმოადგენს. დღემდე არ წყდება კამათი ამის შესახებ, რადგან ზოგი ჰომო ჰეიდელბერგენსისს ნეანდერტალესისა და თანამედროვე ადამიანის უკანასკნელ წინაპრად მიიჩნევს ევროპასა და აფრიკაში, ხოლო დანარჩენი ფიქრობს, რომ ჰომო ჰეიდელბერგენსისი მხოლოდ ნეანდერტალელის წინაპარია და ის ევროპელი იყო. თავდაპირველად მისი ასაკი განსაზღვრეს 609 000-დან 40 000 წლამდე, ხოლო უკანასკნელი კვლებით დადგინდა, რომ ის დაახლოებით 600 000 ან 500 000 წლის არის.[27][28][29]
კაბვეს თავის ქალა
რედაქტირებაკაბვე 1 შვედმა მეცნიერმა, ტომ ზვიგლარმა, 1921 წელს ზამბიის ქალაქ კაბვეს ტყვიისა და თუთიის მაღაროში იპოვა. 1921 წელს არტურ სმიტ ვუდვარდმა დადგინა, რომ თავის ქალა ჰომო რჰოდესიენსისს ეკუთვნოდა. დღეს მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ ის ჰომო ჰეიდელბერგენსისია. ასევე თავის ქალაზე დაყრდნობით თვლიან, რომ ჰომო ჰეიდელბერგენსისი ანატომიურის მსგავსების გამო თანამედროვე ადამიანის პირდაპირი შთამომვალია. ამას გარდა, აქვე სხვა ინდივიდის ზედა ყბა, გავის ძვალი, დიდი წვივის ძვალი და ორი მენჯის ფრაგმენტიც იპოვეს. თავდაპირველად, ის “რჰოდესელ კაცად“ დაასახელეს, მაგრამ დღეს ის კაბვეს ქალად მოიხსენიება.[30][31]
სალდანას თავის ქალა
რედაქტირებასალდანას თავის ქალა ჰომო ჰეიდელბერგის განამარხებული ნიმუშია, რომელიც 1953 წელს არქეოლოგ კეიტ ჯოლმა სამხრეთ აფრიკაში, ელანდსფონტეინში, იპოვა. ეს ყველაზე სამხრეთული ჰომინიდის ნიმუშია, რომელიც თარიღდება 500,000-დან 200,000 წლამდე. სალდანას თავის ქალა ძალიან ჰგავს კაბვეს თავის ქალას, რადგან მათ ორივეს აქვს დიდი წარბის რკალი, ფართო და ირიბი შუბლი და მოგრძო თავის ქალა.[32][33]
პეტრალონა 1
რედაქტირებაპეტრალონა 1-ის თავის ქალა საბერძნეთში, პეტრალონას გამოქვაბულში 1959 წელს იპოვეს და ის, დაახლოებით, 350,000-დან 150,000 წლამდე თარიღდება. 1997 წელს თავის ქალას „გამოუცნობი“ დაარქვეს, რადგან მას ერთად აქვს ჰომო ერექტუსის, ჰომო ჰეიდელბერგენსის, ნეანდერტალელისა და ჰომო საპიენსის დამახასიათებელი ნიშნები. კერძოდ, მას აქვს ჰომო ერექტუსის ნაკვთები - გამოწეული წარბის რკალი, სქელი თავის ქალა. ასევე, სხვა დამახასიათებელ ნიშნებთან ერთად, დიდი ტვინი, რომელიც უფრო გვიანდელ ჰომოებს ახასიათებდათ, როგორც ნეანდერტალელს და თანამედროვე ადამიანს (ჰომო საპიენსს). ასევე აქვე იპოვეს ცხოველის განამარხებული ნიმუში, რომელიც, დაახლოებით, 350,000 წლით თარიღდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ყბა დაკარგულია, თავის ქალა თითქმის მთლიანია და ძალიან ჰგავს არგოს (საფრანგეთი), ბოდოსა (ეთიოპია) და კაბვეს (ზამბია) თავის ქალებს. ბევრი მკვლევარი მას ჰომო ჰეიდელბერგენსისად მიიჩნევს, როგორც ნეანდერტალელისა და ჰომო საპიენსის საერთო წინაპარს. საბერძნეთის მთავრობამ უარი თქვა გამოკვლევაზე, მის ასაკსა და წარმოშობაზე დავა უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია გრძელდება.[34][35][36]
არგო 21
რედაქტირება1971 წლის 22 ივლისს აღმოსავლეთ პირინეის დეპარტამენტში, სოფელ ტაუტაველში, პროფესორ ჰენრი დე ლუმლის გუნდმა 7 წლიანი გათხრების შედეგად გამოქვაბულ კონ დე ლარგოში აღმოაჩინა 450 000 წლის განამარხებული თავის ქალა. მას შემდეგ, რაც ტაუტაველი კაცი აღმოაჩინეს, ყოველწლიური გათხრების შედეგად იპოვეს ასზე მეტი განმარხებული ნიმუში, რაც ერთ-ერთ უმდიდრეს პრეისტორიულ გამოქვაბულს ხდის ევროპაში. არგოს გამოქვაბული, რომელიც ძალიან ახლოს არის სოფელთან, პერიოდულად იყო დასახლებული 690 000 და 35 000 წლის წინ. თუმცა, მეცნიერები ზუსტად ვერ ამბობენ, იყო თუ არა არგო 1 ჰომო ჰეიდელბერგენსისი, რადგან მისი მორფოლოგიური დამახასიათებელი ნიშნები ეკუთვნის ჰომოს, რომელიც წინ უძღოდა ნეანდერტალელს.[37]
ბოდოს თავის ქალა
რედაქტირებაბოდოს თავის ქალა ჯონ კალბის ექსპედიციის ჯგუფმა 1976 წელს მდინარე ავაშის დაბლობთან ეთიოპიაში აღმოაჩინა. თავდაპირველად ალემაიუ ასფავმა და ჩარლზ სმარტმა იპოვა სახის ქვედა ნაწილი, ხოლო ორი კვირის შემდეგ პოლ ვაითჰედმა და კრეიგ ვუდმა აღმოაჩინეს სახის ზედა ნაწილი. თავის ქალა 600,000 წლით თარიღდება და ჰომო ერექტუსისა და ჰომო საპიენსის შუალედური ფორმები აქვს, თუმცა ბევრ პალეოანთროპოლოგს ის ჰომო ჰეიდელბერგენსად მიაჩნია, რადგან თავის ქალა ძალიან ჰგავს კაბვესა (ზამბია) და პეტრალონას (საბერძნეთი), რომლებსაც ასევე ჰომო ჰეიდელბერგენსისად თვლიან. თავის ქალას უჩვეულო გარეგნობა აქვს, რამაც მის კლასიფიცირებაზე დავა გამოიწვია. ჰომო ერექტუსის მსგავსად, მასაც აქვს განიერი მასიური სახე და დიდი წარბის რკალი. მისი სახე ყველა აღმოჩენილ განამარხებულ ნიმუშებს შორის უდიდესია. ტვინის მოცულობა კი ჰომო საპიენსისას უტოლდება, ასევე ცხვირის ძვალიც თანამედროვე ადამიანის მსგავსია. აქვეა ნაპოვნი დიდი რაოდენობით ცხოველთა განამარხებული ნიმუშები და ასევე ქვის ხანის იარაღები.[38][39][40]
ბოქსგრუველი კაცი
რედაქტირება1993 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა ლა-მანშის სრუტისგან რამდენიმე მილის მოშორებით ბოქსგრუვში აღმოაჩინეს ბოქსგრუველი კაცის დიდი წვივის ძვალი, რამდენიმე კბილთან, უამრავ ცხოველის განამარხებულ ნიმუშთან და ასობით ანატკეჩთან ერთად. ძვალი დათარიღებულია 478 000-დან 524 000 წლამდე. იმ დროისთვის ჰომო ჰეიდელბერგენსისი ბინადრობდა დღევანდელი საფრანგეთისა და ინგლისის ტერიტორიაზე (იმ დროს ეს ადგილები ერთ მთლიანობას წარმოადგენდა). დაადგინეს, რომ ბოქსგრუველი კაცი ცხოველმა, სავარაუდოდ, ლომმა ან მგელმა, დაღრღნა და მისგან მხოლოდ დიდი წვივის ძვალი შემორჩა. ძვალზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ ინდივიდს ძალიან ძლიერი ფეხის კუნთები ჰქონდა. რაც შეეხება მის კბილებს, ისინი წვივის ძვლის აღმოჩენის ადგილიდან, დაახლოებით, ერთი მეტრის დაშორებით იპოვეს. სავარაუდოდ, წვივის ძვალიც და კბილებიც ერთ ინდივიდს ეკუთვნოდა. კბილები ძალიან ჰგავს პირველად აღმოჩენილ ჰომო ჰეიდელბერგენსისს, მაუერ 1-ს.[41][42]
ძვლების მაღარო
რედაქტირება1992 წელს ესპანურმა გუნდმა ჩრდილოეთ ესპანეთში, ატაპუერკის მთების ძველების მაღაროში აღმოაჩინა 5500-ზე მეტი ჰომინიდის ძვალი. აქვე აღმოაჩინეს გადაშენებული დათვისა და სხვა ხორცის მჭამელთა ძვლები. აქ საჭმლისა თუ რამე ხელსაწყოს არანაირი კვალი არ არის, გარდა ერთადერთი ანატკეჩისა, რომელსაც, სავარაუდოდ, რიტუალური დატვირთვა ჰქონდა დაკრძალვის ცერემონიალში. ჰომო ჰეიდელბერგენსისის განამარხებული ნაშთების 80%-ზე მეტი სწორედ ამ ადგილას არის აღმოჩენილი.
28 ინდივიდის განამარხებული ნაშთი, დაახლოებით, 430 000 წლით თარიღდება. მეცნიერებს შორის დღემდე მიდის კამათი მათს კლასიფიკაციაზე. აქ აღმოჩენილი ნიმუშები მორფოლოგიურად ჰგავს ნეანდერტალელს, ჰომო ჰაბილისის შთამომავალს. მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ისინი არა ნეანდერტალელებს, არამედ დენისოვანებს ენათესავებოდნენ. ჯერჯერობით მიტოქონდრიული დნმ არ ასახავს ამ პოპულაციების კავშირის სრულ სახეს. ბირთვული დნმ ამ ორი სახეობის თანმიმდევრობას გვამცნობს, რის თანახმადაც ძვლების მაღაროს ჰომინიდები ნეანდერტალელებთან იყვნენ დაკავშირებული და არა დენისოვანებთან, რაც მიგვანიშნებს, რომ ნეანდერტალელები და დენისოვანები ერთმანეთს 430 000 წლის წინ დაშორდნენ.[23][43]
თავის ქალა N5 „მიგელონი“ - მიგელონი, დაახლოებით, 30 წლის იყო, რომელიც სეფსისით გარდაიცვალა. მის მარცხენა ზედა ყბაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება. სავარაუდოდ, კბილები ძლიერი დარტყმისგან ჩაემსხვრა, შემდეგ კი ღრძილში ანთება განვითარდა.
მხრის ძვალი 2 - ეს ეკუთვნოდა 1,75 მ ზრდასრულ მამაკაცს. გაყოფილი იყო სამ ნაწილად და აღადგინეს. ერთ-ერთია აქ აღმოჩენილ მწირე რაოდენობის ძვლებს შორის.
ხელი იქსი - ხელი 22 ძვლისგან აღადგინეს. ძალიან ჰგავს თანამედროვე ადამიანის ხელს, თუმცა მთავარი განსხვავება უფრო ფართო დისტალურ ფალანგებში ჩანს. ინდივიდისთვის ხელი ძალიან მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო.
მენჯი „ელვისი“ - ეს მენჯის ძვალი დაახლოებით 45 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა. ეს ყველაზე კარგად შემონახული განამარხებული მენჯია. მისი სიგანე მამაკაცის ახოვან აღნაგობაზე მეტყველებს. დაახლოებით, 1,70 მ და 100 კგ უნდა ყოფილიყო.
დიდი წვივის ძვალი 1 - ძვალი არის საკმაოდ მსხვილი, რაც ინდივიდის სიძლიერეზე მიგვანიშებს.
ფეხი „ვისენტე დელ ბოსკე“ - აღდგენილი მარჯვენა ფეხი, რომელიც 1,73 მ და 90 კგ მამაკაცს ეკუთვნოდა.[27][44]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Rightmire, G. P. (1998). Human evolution in the Middle Pleistocene: The role of Homo heidelbergensis. Evol. Anthropol. Evolutionary Anthropology: Issues, News, and Reviews, 6(6), 218-227. doi:10.1002/(sici)1520-6505(1998)6:63.0.co;2-6
- ↑ 2.0 2.1 "Homo heidelbergensis". Natural History Museum, London. Retrieved July 5, 2016.
- ↑ "Homo heidelbergensis: Evolutionary Tree information". Smithsonian National Museum of Natural History. Retrieved July 5, 2016.
- ↑ 4.0 4.1 Stringer, C. (2012). The status of Homo heidelbergensis (Schoetensack 1908). Evol. Anthropol. Evolutionary Anthropology: Issues, News, and Reviews, 21(3), 101-107. doi:10.1002/evan.21311
- ↑ "Homo heidelbergensis (600,000 to 100,000 years ago)- Species Description". WGBH Educational Foundation and Clear Blue Sky Productions, Inc. Retrieved July 5, 2016.
- ↑ Buck, L. T., & Stringer, C. B. (2014). Homo heidelbergensis. Current Biology, 24(6). doi:10.1016/j.cub.2013.12.048
- ↑ Reid GB, Hetherington R (2010). The climate connection: climate change and modern human evolution. Cambridge, UK: Cambridge University Press. p. 64. ISBN 0-521-14723-9.
- ↑ "Homo heidelbergensis - Comparison of Neanderthal and modern human DNA suggests that the two lineages diverged from a common ancestor, most likely Homo heidelbergensis". Smithsonian Institution. Retrieved July 5, 2016.
- ↑ "Homo heidelbergensis - The evolutionary dividing line betweenHomo erectus and modern humans was not sharp.". Dennis O'Neil. Retrieved July 5, 2016.
- ↑ 10.0 10.1 "Scientists Determine Height of Homo Heidelbergensis". Sci-News. June 6, 2012. Retrieved July 5, 2016.
- ↑ 11.0 11.1 11.2 Archaeological Site of Atapuerca. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://whc.unesco.org/en/list/989
- ↑ "100 years of Homo heidelbergensis – life and times of a controversial taxon" (PDF). Max Planck Institute for Evolutionary Anthropology. Retrieved July 5, 2016.
- ↑ 13.0 13.1 ქ. ემბერი - ანთროპოლოგია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007წ.
- ↑ Mounier, Aurélien; Marchal, François; Condemi, Silvana (2009). "Is Homo heidelbergensis a distinct species? New insight on the Mauer mandible". Journal of Human Evolution 56 (3): 219–46.doi:10.1016/j.jhevol.2008.12.006
- ↑ "A Heidelberg man of African origin". Retrieved July 5, 2016
- ↑ "What is H. heidelbergensis’ position in the human family tree?". Retrieved July 5, 2016
- ↑ "Homo heidelbergensis - Homo heidelbergensis began to develop regional differences that eventually gave rise to two species of humans". Australian Museum. Retrieved July 5, 2016.
- ↑ 18.0 18.1 Chris Stringer: Comment: What makes a modern human. In:Nature. Band 485, Nr. 7396, 2012, S. 33–35 (hier S. 34),doi:10.1038/485033a
- ↑ "Homo heidelbergensis ("Heidelberg Man") is an extinct, potentially distinct species of the genus Homo and may be the direct ancestor of Homo neanderthalensis in Europe.". Retrieved July5, 2015
- ↑ "DNA from Neandertal relative may shake up human family tree". Retrieved November 29, 2015
- ↑ Smithsonian's National Museum of Natural History. (n.d.). Homo heidelbergensis | The Smithsonian Institution's Human Origins Program. Retrieved July 06, 2016, from http://humanorigins.si.edu/evidence/human-fossils/species/homo-heidelbergensis
- ↑ What was Homo Heidelbergensis? (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.innovateus.net/earth-matters/what-was-homo-heidelbergensis
- ↑ 23.0 23.1 Smithsonian's National Museum of Natural History. (n.d.). The Mystery of the Pit of Bones, Atapuerca, Spain | The Smithsonian Institution's Human Origins Program. Retrieved July 06, 2016, from http://humanorigins.si.edu/research/whats-hot-human-origins/mystery-pit-bones-atapuerca-spain
- ↑ Smithsonian's National Museum of Natural History. (n.d.). The Mystery of the Pit of Bones, Atapuerca, Spain | The Smithsonian Institution's Human Origins Program. Retrieved July 06, 2016, from http://humanorigins.si.edu/research/whats-hot-human-origins/mystery-pit-bones-atapuerca-spain
- ↑ Smithsonian's National Museum of Natural History. (n.d.). Oldest Wooden Spear | The Smithsonian Institution's Human Origins Program. Retrieved July 06, 2016, from http://humanorigins.si.edu/evidence/behavior/getting-food/oldest-wooden-spear
- ↑ Australian Museum. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://australianmuseum.net.au/homo-heidelbergensis
- ↑ 27.0 27.1 Roberts, A. M. (2011). Evolution: The human story. New York: DK Pub.
- ↑ Heidelberg jaw. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from https://www.britannica.com/topic/Heidelberg-jaw
- ↑ Healthcare industry. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from https://www.gesundheitsindustrie-bw.de/en/article/news/a-heidelberg-man-of-african-origin/ დაარქივებული 2022-06-26 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Australian Museum. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://australianmuseum.net.au/homo-heidelbergensis
- ↑ Smithsonian's National Museum of Natural History. (n.d.). Kabwe 1 | The Smithsonian Institution's Human Origins Program. Retrieved July 06, 2016, from http://humanorigins.si.edu/evidence/human-fossils/fossils/kabwe-1
- ↑ Australian Museum. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://australianmuseum.net.au/homo-heidelbergensis
- ↑ Studies on the condition and structure of bone of the Saldanha fossil cranium. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/ajpa.1330500410/abstract
- ↑ Petralona skull. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from https://www.britannica.com/topic/Petralona-skull
- ↑ A comparative study of stereolithographically modelled skulls of Petralona and Broken Hill: Implications for future studies of middle Pleistocene hominid evolution ☆. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0047248497901639
- ↑ New Information on the Petralona Skull Controversy. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.ancient-origins.net/news-history-archaeology-opinion-guest-authors/new-information-petralona-skull-controversy-001380
- ↑ A comparative study of stereolithographically modelled skulls of Petralona and Broken Hill: Implications for future studies of middle Pleistocene hominid evolution ☆. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0047248497901639
- ↑ Smithsonian's National Museum of Natural History. (n.d.). Bodo | The Smithsonian Institution's Human Origins Program. Retrieved July 06, 2016, from http://humanorigins.si.edu/evidence/human-fossils/fossils/bodo
- ↑ Bodo Skull and Jaw (Homo heidelbergensis) | Skulls Unlimited 1-800-659-SKULL. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.skullsunlimited.com/record_species.php?id=3910 დაარქივებული 2015-12-08 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Bodo. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from https://www.britannica.com/place/Bodo-anthropological-and-archaeological-site-Ethiopia
- ↑ (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.independent.co.uk/arts-entertainment/archaeology-boxgrove-man-reveals-his-stone-age-old-secrets-1424281.html
- ↑ 500,000 BC – Boxgrove. (2007). Retrieved July 06, 2016, from http://www.archaeology.co.uk/specials/the-timeline-of-britain/boxgrove.htm
- ↑ Ancient DNA reveals who is in Spain's 'pit of bones' cave. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from https://www.sciencenews.org/article/ancient-dna-reveals-who-spain’s-‘pit-bones’-cave დაარქივებული 2018-10-20 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Bonanza of Skulls in 'Pit of Bones' Changes View of Neanderthals. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://news.nationalgeographic.com/news/2014/06/140619-neanderthal-spain-skulls-bones-pit-science-heidelbergensis/