ჯუმბერ თითმერია
ჯუმბერ თითმერია (დ. 20 თებერვალი, 1939, ზუგდიდი — გ. 2 იანვარი, 2007) — ქართველი კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი.
ჯუმბერ თითმერია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 თებერვალი, 1939 |
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი | 2 იანვარი, 2007 (67 წლის) |
საქმიანობა | კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირება1962 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1973-1975 წლებში იყო ალმანახ „კრიტიკის“ და ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ პასუხისმგებელი მდივანი. 1985-1987 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებელი მდივანი. 1996 წლიდან იყო გაზეთ „კრიმინალური ქრონიკის“ მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ლიტერატურულ კრიტიკული წერილების კრებულები, შემდგენელია კრებულებისა: „იაკობის სამრეკლო“, „აკაკის სამრეკლო“ და სხვა. თარგმნა შუკშინის მოთხრობების კრებულები: „მგლები“ და „წყენა“, გრანინის „მიზნის არჩევა“, XI საუკუნის იაპონელი მწერალი ქალის სეი სიონაგონის რომანი „მარტოობის ჟამის ჩანაწერები.“ XIII საუკუნის II ნახევრისა და XIV საუკუნის დასაწყისის იაპონელი მწერალი ქალის ნიძიოს რომანი „საჩუმათო ამბავი“, ტოლსტოის „რა არის ხელოვნება?“ და „მოთხრობები, ნამდვილი ამბები, იგავ-არაკები“, ედიგეის „თვითმკვლელის დღიური“ და ხმელნიცკაიას „რა თქვა მიცვალებულმა“, ქალანთარიანის რომანი „მარათონი“, სალვადორ დალის „ერთი გენიოსის დღიური“ და სხვა. მიღებული აქვს ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედალი.[1]
ჯილდოები
რედაქტირება- 1999 - ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- საუბრები : დიალოგებისა და საუბრების კრებული (ავტორი). - თბილისი, საარი, 2004 გვ. 192 - ISBN: 99940-29-20-7
- ისევ... დრო. ფიქრი. სიტყვა თბილისი, საარი, 1999. - 392გვ.. - ISBN: 99928-39-00-7
- იაკობის სამრეკლო : წერილები, მოგონებები იაკობ გოგებაშვილზე თბილისი, განათლება, 1990 გვ. 604
- აკაკის სამრეკლო : წერილები, მოგონებები თბილისი, განათლება, 1990. - გვ. 494
- ილიას სამრეკლო : ლიტ.-პუბლ. სტატიების კრებული (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1987. გვ. 575
- პანორამა : წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986 გვ. 199
- დრო. ფიქრი. სიტყვა : ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1979 გვ. 286
- ვაჟა-ფშაველა ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ (შემდგენელი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1967 გვ. 361
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018 გვ. 68
- წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2002 გვ. 65