ჯუდით რეზნიკი
ჯუდით არლენ რეზნიკი (ინგლ. Judith Arlene Resnik, დ.5 აპრილი, 1949, აკრონი, ოჰაიო — გ.28 იანვარი, 1986, მის კანავერალი, ფლორიდა) — ებრაული წარმოშობის ამერიკელი ასტრონავტი, პილოტი და ინჟინერი. 1984 წელს პირველად გაფრინდა და კოსმოსში გაატარა 145 საათი, იგი იყო მეორე ამერიკელი და მსოფლიოს მასშტაბით მეოთხე ქალი კოსმოსში. მას თვლიან პირველ ევროპელ ასტრონავტად, თუმცა ეს ფაქტი თავად ჯუდითს არ მოსწონდა. იგი იყო კოსმოსური შატლის, ჩელენჯერის შვიდკაციანი ეკიპაჟის წევრი, რომელიც 1986 წლის 28 იანვარს მეათე ფრენის განხორციელებიდან სამოცდამეცამეტე წამზე აფეთქდა და ჯუდითისა და სხვა კოსმონავტთა დაღუპვა გამოიწვია.
ჯუდით არლენ რეზნიკი | |
---|---|
ინგლ. Judith Arlene Resnik | |
დაბ. თარიღი | 5 აპრილი, 1949 |
დაბ. ადგილი | ინდიანაპოლისი, ინდიანა, აშშ |
გარდ. თარიღი | 28 იანვარი, 1986 (36 წლის) |
ქვეყანა | აშშ |
სპეციალობა | ინჟინერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯუდით არლენ რეზნიკი დაიბადა 1949 წლის 5 აპრილს ქალაქ აკრონში, ოჰაიოს შტატში[1].
მისი ბაბუა, იაკოფ რეზნიკი წარმოშობით უკრაინიდან იყო. 1920-იან წლებში, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა ის ემიგრირდა ოჯახთან ერთად პალესტინაში, რომელიც იმ დროისთვის დიდი ბრიტანეთის მანდატის ქვეშ იყო. იქ დაიბადა ჯუდითის მამა, რომელიც ორთოდოქს ებრაელთა გარემოში იზრდებოდა და ადრეული წლებიდანვე სწავლობდა ჰებრონის რელიგიურ სკოლაში.
1929 წელს, „ებრაელთა ხოცვის“ შემდეგ რეზნიკების ოჯახი აშშ-ში გადავიდა. იაკოფმა ყასბად დაიწყო მუშაობა ადგილობრივ სინაგოგაში. ისინი კლივლენდში დასახლდნენ. მისი შვილი მარვინი ოპტომეტრისტობაზე სწავლობდა, დაიწყო მუშაობა, შეირთო ცოლი და გაუჩნდა ორი შვილი, ჯუდითი და ჩარლზი, რომელიც გოგონაზე ოთხი წლით უმცროსი იყო.
ჯუდითის ბავშვობა ბედნიერად არ აღიქმება, რადგანაც ოჯახში მდგომარეობა მძიმე იყო. დედა - სარა რეზნიკი მუდმივ კამათში იყო ქმართან შვილების აღზრდის საკითხთან მიმართებით. ჯუდითის და დედის ურთიერთობა დაძაბული იყო, ამიტომაც მშობლების განქორწინების შემდეგ ჩვიდმეტი წლის გოგომ მამასთან არჩია ცხოვრება. იგი ჩუმი და მშვიდი ბავშვი იყო, თუმცა ოჯახში არსებულმა ურთიერთობებმა გავლენა იქონიეს მის შეხედულებებზე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
მამის სურვილით ჯუდითმა და მისმა ძმამ ებრაული განათლება მიიღეს. ისინი ებრაულ საკვირაო სკოლებში მონაწილეობდნენ. მისი ბატ-მიცვას რიტუალი ადგილობრივ სინაგოგაში შედგა. იგი უკრავდა პიანინოზე, 1966 წელს წარმატებით დაასრულა აკრონის ჩვეულებრივი საშუალო სკოლა — „Firestone High School“, რომელიც თავისი პოპულარული კურსდამთავრებულებითაა ცნობილი.
1966 წელს ის ჩაირიცხა პიცბურგში, პენსილვანიის შტატში, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში, სადაც მათემატიკის შესწავლას გეგმავდა, თუმცა პირველივე წელს, მას შემდეგ რაც შეხვდა მაიკლ ალდაკს, სტუდენტ-ინჟნერს და მის რამდენიმე მეცადინეობას დაესწრო, თავისი სამომავლო გეგმები შეცვალა. იმ დროს მან მყარად გადაწყვიტა პრაქტიკული მეცნიერებით დაკავებულიყო. 1970 წელს მიიღო ინჟინერ-ელექტრიკის დიპლომი და უნივერსიტეტის ხუთ საუკეთესო სტუდენტს შორის ირიცხებოდა.
სტუდენტობის პერიოდში ჯუდითი სწავლობდა რიტორიკას, აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებში. თანაკურსელები მას სერიოზულობისა და მიზანდასახულობის გამო აფასებდნენ. მეცნიერი ილია კუკსინი წერს, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჯუდითმა და მაილ ალდაკმა აკრონის სინაგოგაში „Beth El-ში“ იქორწინეს, თუმცა ოთხი წლის შემდეგ განქორწინდნე, რადგანაც მაიკლს მშვიდი ოჯახი და შვილები უნდოდა, ხოლო ჯუდითს სურდა საკუთარი კარიერის გაგრძელება.
ჯუდითმა 1977 წელს კოლეჯ პარკის მერილენდის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა ელექტროენერგიის ზეგავლენას თვალის ბადურაზე.
კარიერა ნასა-ში
რედაქტირებაჯუდითი ასტრონავტთან კორპუსში 1978 წლიდან იყო.
1977 წლის საფხულში მანდ გაზეთში წაიკითხა, რომ ნასა აცხადებდა კოსმონავტთა მიღებას, რომელთა შორისაც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ქალებიც. მან განაცხადი შეიტანა, თუმცა განუცხადეს, რომ მოხვედრის შანსი მინიმალური იყო, რადგანაც დოქტორის ხარისხი კარგი იყო, თუმცა პრიორიტეტს იმათ მიანიჭებდნენ ვისაც ფრენა შეეძლო ან პილოტის ლიცენზია ჰქონდა. იმ დროს მიჩნეოდა, რომ კოსმონავტი აუცილებლად ფრინავი იყო. განაცხადების რაოდენობა რვა ათასს აღწევდა, რომელთაგან მხოლოდ ოცდათხუთმეტი უნდა შეერჩიათ და მხოლოდ ექვსი ქალი.
ჯუდითი არ დანებებულა, ის დაუკავშირდა ბავშვობის მეგობარ ლენ ნამს, რომელიც იმ დროისთის კანადის ავიახაზებში მუშაობდა და პროფესიონალი პილოტი იყო, რომლის დახმარებითაც მან ფრენა ისწავლა. თუმცა ლიცენზიის მისაღებად მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი და მან ამისთვის სამი პროფესიული გამოცდაც ჩააბარა, ამის შესახებ კი ნასას შეატყობინა, რამაც შესაბამისი გავლენაც იქონია.
კოსმოსური მისიები
რედაქტირებარეზნიკი გახდა აშშ-ს 77-ე, მეოთხე ქალი და 147-ე ადამიანი კოსმოსში. მონაწილეობდა მისიებში „STS-41-D“ „დისქავერი“ 1984 და „STS-51-L“ „ჩელენჯერი“ 1886.
ხსოვნა
რედაქტირებასაერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1988 წელს მთვარის მეორე მხარეს არსებულ ერთ-ერთ კრატერს რეზნიკის სახელი დაარქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Women in Space: 23 Stories of First Flights, Scientific Missions, and Gravity-Breaking Adventures, Karen Gibson (Chicago Review Press, 2014), page 94.
- Women Spacefarers: Sixty Different Paths to Space By Umberto Cavallaro, Springer 2017, page 29.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია დაარქივებული 2019-03-23 საიტზე Wayback Machine.
- [1]
- ჯუდით რეზნიკი
- [2]
- [3] დაარქივებული 2021-03-08 საიტზე Wayback Machine.
- [4]
- [5]