ჯუანოლოგია
ჯუანოლოგია, ან ჯუანგოლოგია (ჯუანურად Cuenghhag ჯუენჰა; ჩინურად 壮学 ჯუანსჲუე) — დისციპლინათშორისი ჰუმანიტარული დარგი, რომელიც კონცენტრირებულია ჯუანისა და ჩინეთის გუანსი-ჯუანის ავტონომიური ოლქის შესწავლაზე.
ჯუანოლოგია აღმოსავლეთმცოდნეობის ერთ-ერთი დისციპლინაცაა და წარმოადგენს სინოლოგიის, ვიეტნამოლოგიისა და ტაიისტიკის ცალკეულ შემადგენელთა ერთობლიობას.
ჯუანი ხალხის ენის, ისტორიისა და კულტურის კომპლექსური კვლევის ფუძემდებლად მიჩნევენ თანამედროვე ჩინური ეთნოგრაფიის დამაარსებელს, ეროვნებით ჯუანს ჰუან სიანფანს (1899-1982).
ჯუანური ენის, კულტურის, ტრადიციების, ისტორიის სპეციალისტებს, რომლებიც დაკავებული არიან ამ ქვეყნის შესწავლით, სწავლებით, კვლევით ჯუანოლოგებს უწოდებენ.
ჯუანური ენის კვლევით, როგორც წესი, თვითონ ჩინეთში ინტერესდებიან თავად ჩინური ენის სპეციალისტები, ანდა რუსი ეთნოლინგვისტები. თუმცა ამერიკაშიც არის რამდენიმე სპეციალისტი, რომელიც ჯუანოლოგიური კვლევებით არის დაკავებული.
ჯუანოლოგიის ცენტრები
რედაქტირება- გუანსის ეთნოსთა კვლევების ინსტიტუტი. დაარსდა 1957 წელს.
- გუანსის ეროვნებათა უნივერსიტეტი . [1] დაარქივებული 2010-05-16 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანთროპოლოგ ჯეფრი ბარლოუს საიტი [2] დაარქივებული 2007-02-06 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- Lexikon der Sprachwissenschaft. 1. Auflage. Kröner, Stuttgart 1983, ISBN 3-520-45201-4.
- Lexikon der Sprachwissenschaft. 4. durchgesehene Auflage. Kröner, Stuttgart 2008, ISBN 978-3-520-45204-7.