ვიეტნამოლოგია, ან ვიეტნამისტიკასამეცნიერო დისციპლინათა ერთობლიობა, რომელიც შეისწავლის ვიეტნამის სულიერ და მატერიალურ მემკვიდრეობას ძველი დროიდან დღემდე . ვიეტნამოლოგიის კვლევის სფეროში შედის ვიეტნამის ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების და საერთოდ კულტურის პრობლემატური საკითხების მეცნიერული შესწავლა –დამუშავება. ყოველივე კი ეფუძნება ვიეტნამური ენების შესწავლას. ვიეტნამოლოგიას სხვაგვარად ასევე ვიეტნამურ ფილოლოგიასაც უწოდებენ, მაგრამ ვიეტნამური ფილოლოგია მაინც ამ მეტად მრავალფეროვანი სამეცნიერო დისციპლინის მხოლოდ ერთ ნაწილს აღნიშნავს.

ვიეტნამური ენის, კულტურის, ისტორის სპეციალისტებს, რომლებიც დაკავებული არიან ამ ქვეყნის შესწავლით, სწავლებით, კვლევით ვიეტნამოლოგებს, ან ვიეტნამისტებს უწოდებენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება