ტაიისტიკა
ტაიისტიკა, ან ტაისტიკა (ტაიზე ไทยศึกษา — ტაისიქსა), აგრეთვე სიამისტიკა, ან სიამოლოგია — სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც სიამური ენისა და ტაილანდის მოსახლეობის, საერთოდ ამ ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესწავლითაა დაკავებული.
ტაისტიკის წარსული
რედაქტირება- ტაისტიკის პირველი ცენტრს წარმოადგენდა 1904 წელს მეფის პატრონაჟით დაფუძნებული „სიამური საზოგადოება“. ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება ჩულალონკორნის უნივერსიტეტი.
- სასწავლო დაწესებულება, სადაც პირველად (1954 წ.) ხელი მოჰკიდეს ტაის ენის შესწავლას, იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (МГИМО).
პირველი საბჭოთა მასწავლებელი ტაიისტი იყო ლევ ნ. მორევი (Лев Николаевич Морев), მან შეადგინა ტაი-რუსული და ლაოსურ-რუსული ლექსიკონები.
- ტაილანდის დასავლურ კვლევებს სათავე პროტესტანტი მისიონერების საქმიანობით დაედო, რომელთა შორის იყო ჯონ ტეილორ ჯონსი (1802—1851). ჯონ ტეილორ ჯონსმა პირველმა თარგმნა ბიბლია ტაი ენაზე.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში ტაილანდის კვლევის პირველი აქტიური ცენტრი გახდა კორნელის უნივერსიტეტი დევიდ უაიეტის ხელმძღვანელობით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) სიამური საზოგადოება
- (ინგლისური) ტაის კვლევების ცენტრი
- (ინგლისური) ტაილანდის საინფორმაციო ცენტრი დაარქივებული 2008-06-24 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) თაისტადის.ნეტ, ტაილანდელი სტუდენტების ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ფორუმი დაარქივებული 2008-11-21 საიტზე Wayback Machine.
- (გერმანული) ტაიისტიკის საუნივერსიტეტო სწავლების აღწერა დაარქივებული 2008-04-04 საიტზე Wayback Machine.
- (რუსული) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტაი ენის კათედრა დაარქივებული 2011-10-17 საიტზე Wayback Machine.
- (რუსული) სიამოლოგია დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.