ჯორჯიო სერჯო ალესანდრო გომელსკი[1] (იტალ. Giorgio Sergio Alessando Gomelsky; დ. 28 თებერვალი 1934, თბილისი, სსრკ — გ. 13 იანვარი 2016, ნიუ-იორკი, აშშ) — კინემატოგრაფისტი, იმპრესარიო, მუსიკალური პროდიუსერი და მენეჯერი. Crawdaddy Club-ის მფლობელი. დაიბადა საქართველოში, გაიზარდა შვეიცარიაში, ხოლო შემდეგ ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, ბოლოს კი - აშშ-ში.

ჯორჯიო გომელსკი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1934
დაბ. ადგილი თბილისი, ამიერკავკასიის სფსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 13 იანვარი, 2016 (81 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა კინემატოგრაფისტი, მუსიკალური პროდიუსერი, მენეჯერი
აქტიური 1950-იანებიდან - 2016
ლეიბლ(ებ)ი

ჯორჯიო გომელსკი 1934 წელს დაიბადა თბილისში. მისი მამა მედიცინის დოქტორი იყო. დედა წარმოშობით მონტე-კარლოდან იყო. 1938 წელს ოჯახმა დატოვა საქართველო და სირიის, ეგვიპტისა და იტალიის გავლით 1944 წელს დასახლდნენ შვეიცარიაში, სადაც ადრე სწავლობდა გომელსკის მამა.

10 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ იტალიაში ცხოვრობდა, აღმოაჩინა ძველი გრამაფონი და ჯაზის რამდენიმე ჩანაწერი, ამის შემდეგ მან სერიზულად მოკიდა ხელი ჯაზის შესწავლას.

1967 წელს დააარსა Marmalade Records-ი, სადაც ჩაწერა მომავალში ჯგუფ 10cc-ის წევრები: გრემ გულდმენი, კევინ გოდლი და სტიუარტ კრიმი. ასევე თანამშრომლობდა ჯგუფებთან: Soft Machine, Gong და Magma. Marmalade Records-ი დაიხურა 1969 წელს.

ცხოვრების ბოლო წლებში ცხოვრობდა ნიუ-იორკში, სადაც გარდაიცვალა 2016 წლის 13 იანვარს სიმსივნის შედეგად[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. PHIL DAVISON. (19 იანვარი, 2016) Obituary: Giorgio Gomelsky, manager of the Rolling Stones. The Scotsman.
  2. Campbell, Marc. THE MAD GENIUS BEHIND THE ROLLING STONES AND YARDBIRDS, GIORGIO GOMELSKY R.I.P.. ციტირების თარიღი: 14 January 2016.