ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯონ სემუელ უოტერს უმცროსი (ინგლ. John Samuel Waters Jr.; დ. 22 აპრილი, 1946, ბალტიმორი, მერილენდი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი კინორეჟისორი, მსახიობი, მწერალი, მხატვარი და ფოტოგრაფი. უოტერსის ყველაზე ცნობილი ფილმებია „რამდენიმე მანიაკი“ (1970), „ვარდისფერი ფლამინგოები“ (1972) და „ქალების პრობლემები“ (1974).

ჯონ უოტერსი
დაბადების სახელი ჯონ სემუელ უოტერს უმცროსი
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1946 (1946-04-22) (78 წლის)
ბალტიმორი, მერილენდი, ამერიკის შეერთებული შტატები
ალმა-მატერი მერილენდის ხელოვნების ინსტიტუტი
საქმიანობა რეჟისორი, მწერალი, მსახიობი, მხატვარი, ფოტოგრაფი
აქტიური 1964-დღემდე

როგორც მსახიობს, ათეულობით ფილმში უთამაშია, მათ შორის: „ტკბილი და საძაგელი“ (1999), „ჩაკის შთამომავალი“ (2004), „მოკვეთა“ (2012) და სხვ.

უოტერსმა 2016 წელს მერილენდის ხელოვნების ინსტიტუტისგან საპატიო ხარისხი მიიღო.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ჯონ უოტერსი 1946 წლის 22 აპრილს ბალტიმორში, მერილენდში პატრიცია ენ და ჯონ სემუელ უოტერსის ოჯახში დაიბადა. უოტერსი ლუთერვილში, მერილენდის გარეუბანში იზრდებოდა.[1]

კინო-კარიერა

რედაქტირება
 
უოტერსი 1995 წელს

უოტერსმა თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი 1964 წელს გადაიღო, სახელწოდებით „ჯადოქარი შავ ტყავის ქურთუკში“. მალევე იგი ნიუ-იორკიდან ბალტიმორში დაბრუნდა და კიდევ ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო: „კათოლიკური სანთლები“ (1966) და „შეჭამე შენი მაკიაჟი“ (1968). ამ ფილმებში როლებს ბალტიმორის ადგილობრივი მსახიობები ასრულებენ, მათ შორის მინკ სტოლი, ქუკი მილერი, ედიტ მესი, დევიდ ლოქარი, მერი ვივიენ პირსი, სუზან უოლში და სხვ.

1969 წელს უოტერსმა სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „უზარმაზარი ნაგავი“ გამოუშვა. 1970 წელს გამოვიდა მისი შემდეგი ნამუშევარი - „რამდენიმე მანიაკი“.

1981 წელს გადაიღო ფილმი „პოლიესტერი“, რომლის საშუალებითაც უოტერსი მეინსტრიმული კინოს ნაწილი გახდა.

ფილმის, სახელწოდებით „თმის სპრეის“ (1988) მიხედვით შეიქმნა ბროდვეის მიუზიკლი (2003) [2] და მიუზიკლის ადაპტაცია, რომელიც 2007 წლის 20 ივლისს გამოვიდა.[3]

1990-იანი წლებიდან უოტერსი ფოტოგრაფიითა და ინსტალაციების შექმნით ინტერესდება. 2004 წელს ახალმა მუზეუმმა (ნიუ-იორკ-სიტი), უოტერსის ნამუშევრების რეტროსპექტივა მოაწყო, რომელსაც მარვინ ჰეიფერმენი და ლისა ფილიპსი კურატორობდნენ.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია აპარტამენტები ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში,[4] უოტერსის სახლი ბალტიმორში, მერილენდში, მთელი ცხოვრება მისი ძირითადი რეზიდენციაა. ჯონ უოტერსის ყველა ფილმი ბალტიმორშია გადაღებული,[5] ხშირად კი, ჰემპდენის უბანში.

უოტერსის გარეგნობაში დასამახსოვრებელია მისი ფანქრით მიხატული ულვაში.

უოტერსმა ღიად გამოაცხადა თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ. იგი ჰომოსექსუალი ადამიანის უფლებებისა და გეი პრაიდის აქტიური მხარდამჭერია.[6]

2018 წელს უოტერსმა თავისი საყვარელი წიგნები ჩამოთვალა: „ჩემი პრიზები: აღრიცხვა“ (ავტ. ტომას ბერნარდი), „ორი სერიოზული ქალი“ (ავტ. ჯეინ ბოულსი), „დიდი წყალდიდობა: ქარიშხალი კატრინა, ნიუ-ორლეანსი და მისისიპის გოლფის მოედანი“ (ავტ. დაგლას ბრინკლი), „სიბნელე და დღე“ (ავტ. ივი კომპტონ-ბერნეტი), „მეძავები“ (ავტ. დენის კუპერი), „შიშველი სახელმწიფო მოხელე“ (ავტ. ქუენტინ კრისპი), „ლოლ სტეინის გატაცება“ (ავტ. მარგერიტ დიურასი), „საშუალო სქესი“ (ავტ. ჯეფრი ეუგენიდესი), „ყურადღება მიაქციე ხამანწკს“ (ავტ. მ.ფ.კ. ფიშერი), „თვითმკვლელობა გასართობ ინდუსტრიაში“ (ავტ. დევიდ კ. ფრასიე), „ჯერნიგანი“ (ავტ. დევიდ გეიტსი), „ჩვენ ვქრებით“ (ავტ. სკოტ ჰეიმი), „სერიოზული სიამოვნებები: სტივენ ტენენტის ცხოვრება“ (ავტ. ფილიფ ჰორი), „ელისის დასასრული“ (ავტ. ა.მ. ჰოუმსი), „პლატფორმა“ (ავტ. მიშელ უელბეკი), კუნძულის შესაძლებლობა (ავტ. მიშელ უელბეკი), „კეთილი ადამიანები“ (ავტ. ჯონათან ლიტელი), „წვერი: პიესა“ (ავტ. მაიკლ მაკკლერი), დარჩენილი დრო (ავტ. ჯეიმზ მაკკარტი), „სიტა“ (ავტ. კეიტ მილეტი), „ინფერნო“ (ავტ. ეილინ მილსი), „ვიწრო ოთახები“ (ავტ. ჯეიმზ პერდი) და სხვ.[7]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1969 „უზარმაზარი ნაგავი“ Mondo Trash რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მონტაჟისტი
1970 „რამდენიმე მანიაკი“ Multiple Maniacs რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მონტაჟისტი
1972 „ვარდისფერი ფლამინგოები“ Pink Flamingos რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მონტაჟისტი
1974 „ქალების პრობლემები“ Female Trouble რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მონტაჟისტი
1977 „სასოწარკვეთილი სიცოცხლე“ Desperate Living რეჟისორი, სცენარისტი
1981 „პოლიესტერი“ Polyester რეჟისორი, სცენარისტი
1988 „თმის სპრეი“ Hairspray რეჟისორი, სცენარისტი
1990 „მტირალა“ Cry-Baby რეჟისორი, სცენარისტი
1994 „სერიული დედა“ Serial Mom რეჟისორი, სცენარისტი
1998 „ფოტოგრაფი“ Pecker რეჟისორი, სცენარისტი
2000 „შეშლილი სესილი ბ.“ Cecil B. Demented რეჟისორი, სცენარისტი
2004 „ბინძური სირცხვილი“ A Dirty Shame რეჟისორი, სცენარისტი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_უოტერსი“-დან