გეი პრაიდი (ინგლ. Gay pride) — პოზიტიური გამოვლინება დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების მიმართ. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მათ თვითდამკვიდრებას, ღირსებას, თანასწორუფლებებს, გაზარდონ მათი ხილვადობა, როგორც სოციალური ჯგუფისა. პარადი უპირისპირდება გავრცელებულ სტიგმას და მხარს უჭერს ლგბტ ადამიანების უფლებებს მთელი მსოფლიოს ირგვლივ. საზეიმო ღონისძიებები ან კარნავალები როგორც წესი იმართება ლგბტ პარადის თვეში, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში ის შეიძლება აღინიშნოს, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ლგბტ ფაქტები მოხდა. მაგალითად, რუსეთში ლგბტ პარადი აღინიშნება მაისში, რადგან 1993 წლის მაისში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოხდა. ლგბტ პარადის ღონისძიებები მოიცავს, პარადებსა და მარშებს, საცეკვაო ფესტივლებს, სიმბოლურ გარბენებს და დიდ ფესიტივალებს, ისეთი როგორიცაა „Sidney Mardi Gras“, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდება პარადის სიმბოლოებია ცისარტყელა, ლგბტ-ის ექვსფერი დროშა, ბერძნული ასო ლამბდა (λ), ვარდისფერი და შავი სამკუთხედი.

ყოველწლიური შეხსენებები

რედაქტირება

1950-იანი და 1960-იანი წლები იყო საშინლად რეპრესიული პერიოდი ლგბტ ადამიანებისთვის. ამის გამო ლგბტ მეგობრულმა ორგანიზაციებმა „ბილიტის ქალიშვილები“ (Daughters of Bilitis) და „მატტაჩინეს საზოგადოება“ (Mattachine Society) მოაწყეს ადრეული ლგბტ უფლებების დამცველი დემონსტრაციები. იმ მიზნით, რომ ყოველწლიურად შეეხსენებინათ ამერიკული საზოგადოებისთვის, რომ ლგბტ ადამიანები არ სარგებლობენ საბაზისო უფლებებით და სოციალური დაცვის პაკეტებით, ეს ორი ორგანიზაცია მართავდა „ყოველწლიურ შეხსენებებს“ და გზებისა და ქუჩების გადაკეტვით ცდილობდნენ მიეპყროთ საზოგადოების ყურადღება. „ყოველწლიური შეხსენებები“ დაიწყო 1965 წელს და ის ერთსადაიმავე დროს 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ფილადელფიაში აღინიშნებოდა.

„გეი არის კარგი“

რედაქტირება

1960-იან წლებში ანტი-ლგბტ დისკურსი ჰომოსექსუალ მამაკაცებსა და ქალებს განიხილავდა სულიერად დაავადებულებად. სტოკლი კარმინჩაელის წიგნით „შავი ლამაზია“ გატაცებული ერთ-ერთი პირველი ლგბტ უფლებების დამცვმელი ფრანკ კამენი 1968 წელს თავი სლოგანით „გეი კარგია“ დაუპირისპირდა სოციალურ სტიგმას, სირცვხვილისა და დანაშაულის გრძნობას. მისი მიზანი იყო, ამერიკელებისთვის ეჩვენებინა ამ სტიგმის სასტიკი მხარე, რომელიც ჩაგრავდა დაუცველ ინდივიდებს.

Christopher Street გათავისუფლების დღე

რედაქტირება

1968 წლის 28 ივნისს დილით გეი, ლესბოსელმა, ბისექსუალმა და ტრანგენდერმა ადმიანებმა გააპროტესტეს პოლიციის რეიდი ერთ-ერთ გეი ბარში „სტოუნვილში“, ქალაქ ნიუ-ორკში. ეს წინააღმდეგობრივი აქტი და სხვა მრავალი საპროტექსტო გამოსვლები, რომელიც რამდენიმე ღამის განმავლობაშ გაგრძელდა გადამწყვეტი იყო ლგბტ უფლებების დაცვის სფეროში.

1969 წლის 2 ნოემბერს ფილადელფიაში ჩატარებული აღმოსავლეთი რეგიონის გეი მეგობრული კონფერეციის რეზოლუციის თანახმად, დაიგეგმა პირველი გეი აღლუმი ნიუ-ორკში. ბრენდა ჰოუვარდი, რომელსაც უწოდებდნენ „აღლუმის დედას“, რადგან მან დიდი სამუშაო გასწია გეი პარადის ორგანიზებაში და თანხების მოძიებაში, მოიფიქრა ერთი კვირის განმავლობაში გარკვეული ღონისძიებების ჩატარება. დღეს მსოფლიოში სწორედ ასე აღნიშნავენ გეი პარადებს. ბრენდას და მისი კოლეგების იდეა იყო ამ აღლუმისთვის ეწოდებინათ ლგბტ პრაიდი (LGBT Pride). კრისტოფერ სთრითის გათავისუფლების დღის აღსანიშნავად 1970 წლის 28 ივნისს პირველად ამერიკის ისტორიაში ჩატარდა ლგბტ პარადი.

ლგბტ პარადის თვე

რედაქტირება
 
Carmel pride rally

1969 წლის სტოუნვილის ჯანყის პატივსაცემად ლგბტ პრაიდის ყოველწლიური აღსანიშნავად შეირჩა ივნისის თვე და ყველა ქვეყანა სხვადასხვა დღეს აღნიშნავს. სხვადასხვა დროს ამერიკის პრეზიდენტებმა ოფიციალურად დაადასტურეს პარადის დრო. პირველად 2000 წლის 2 ივნისს ამერიკის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა სცნო „გეი და ლესბოსელი პარადის“ თვე. შემდგომ ბარაკ ობამ 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014 წლებში ლგბტ პარადის თვედ გამოაცხადა ივნისი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ელვუდ, ედვარდი (1996). Straight News: Gays, Lesbians, and the News Media კოლუმბიის უნივერსიტეტის პრესა, New York. ISBN 0-231-08436-6.
  • კარტერ, დევიდ (2004). Stonewall: The Riots That Sparked The Gay Revolution. მარტინის პრესა. ISBN 0-312-34269-1.
  • დაბერმან, მარტინი (1993). Stonewall Dutton, New York. ISBN 0-452-27206-8.

სასარგებლო ბმულები

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: