ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯონ ორტიზი (ინგლ. John Ortiz; დ. 23 მაისი, 1968 წელი) ამერიკელი მსახიობია, რომელიც ცნობილია არტურო ბრაგას როლის შესრულებით ფილმებში — "Fast & Furious" და "Fast & Furious 6". მის სხვა კინოპროექტები არის — "American Gangster", "Silver Linings Playbook", "Kong: Skull Island" და "Aliens vs. Predator: Requiem". ტელევიზიაში ორტიზი ცნობილია ნელსონ მარკესის როლით სერიალში — "Lush Life", რუბენ სომარიბას როლით — "The Job" და კარლოს ტავარესის როლით დრამაში — "Clubhouse". იგი ასევე გამოჩნდა რამდენიმე სხვა დრამაში, მათ შორის "Law & Order", "Touched by an Angel", "El Cantante", "Luck", "Togetherness" და "The Guest Book". ამერიკელი არტისტი ასევე მუშაობდა აღმასრულებელ პროდიუსერად. ჯონი ასევე არის "LAByrinth" თეატრალური კომპანიის თანადამფუძნებელი / სამხატვრო ხელმძღვანელი. ორტიზმა ფილმ — "Jack Goes Boating" - ში შესრულებული როლისთვის მოიგო "Independent Spirit Award". მან მოიპოვა Screen Actors Guild Award - ის ნომინაცია ფილმში — "American Gangster".

ჯონ ორტიზი

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჯონ ორტიზი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ იორკი, აშშ. ის პუერტო – რიკოელი წარმოშობისაა. ორტიზი დაქორწინებულია ჯენიფერ ორტისზე და წყვილს ჰყავს ვაჟი, სახელად კლემენტი. ოჯახი ამჟამად ცხოვრობს კალიფორნიაში. ორტიზი აქტიურიდ იყენებს სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით Twitter – ს.

 
ჯონ ორტიზი (2019)

ჯონ ორტიზი პირველად ტელევიზიაში გამოჩნდა 1992 წელს, დრამატულ სერიალში — "Law & Order". შემდეგ ის გამოჩნდა ფილმებში — "Carlito's Way" და "Lotto Land".

1996 წელს მან მიიღო ნელსონ მარკესის როლი სერიალში — "Lush Life". ერთი წლის შემდეგ, ის გამოჩნდა სერიალში — "Touched by an Angel".

1997 წელს ჯონმა მიიღო როლი სატელევიზიო სერიალში — "Riot". ამის შემდეგ მსახიობმა მიიღო მონაწილეობა ფილმებში — "The Opportunists" და "Before Night Falls".

2001 წელს მან მიიღო რუბენ სომარიბას როლი სერიალში — "The Job". იმავე წელს იგი გამოჩნდა ორ სერიალში — "Law & Order" და "The Handler".

2004 წელს ორტიზმა მიიღო კარლოს ტავარესის როლი დრამაში "Clubhouse". ორი წლის შემდეგ მან გადაიღო ფილმები — "El Cantante", "Take Lead" და "Miami Vice". ამის შემდეგ, იგი მალევე გამოჩნდა ბიოგრაფიულ–კრიმინალურ ფილმში "American Gangster" და ასევე იმონაწილევა სატელევიზიო სერიალში — "Anatomy of Hope".

ჯონ ორტიზმა 2010 წელს ითამაშა ფილმში — "Jack Goes Boating". იგი ასევე მსახურობდა ამ ფილმის აღმასრულებელ პროდიუსერად. ერთი წლის შემდეგ, იგი გადაიღეს სერიალში "Luck". 2013 წლიდან 2015 წლამდე ჯონი მუშაობდა როგორც მცირე ეკრანულ, ასევე დიდ ეკრანულ პროექტებში, როგორიცაა: "Fast & Furious 6", "César Chávez", "The Drop", "Blackhat", "Togetherness" და "Steve Jobs". 2016 და 2017 წლებში იგი გამოჩნდა ფილმებში — "The Finest Hours", "‘A Woman, a Part", "Kong: Skull Island", "A Dog's Purpose" და "Going in Style".

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

https://www.thefamouspeople.com/profiles/john-ortiz-35423.php

https://articlebio.com/john-ortiz

https://www.tribute.ca/people/biography/john-ortiz/9499/

https://www.imdb.com/name/nm0651159/bio?ref_=nm_ov_bio_sm

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_ორტიზი“-დან