ჰაკერები (ინგლ. hacker, ტერმინის ფუძეა to hack — ჭრილობა, ჭრილი, კვეთილი; გაპობა, გაჭრა, გაცეხვა, კიწვა, ნაკუწ-ნაკუწად ქცევა, დაკბილვა, გათლა (ქვისა)) ეწოდება კომპიუტერული პროგრამისტების განსაკუთრებულ ჯგუფს. პირველად ეს ტერმინი 1960-იან წლებში გაჩნდა და ამის შემდეგ მას მრავალი მნიშვნელობა გაუჩნდა. ჰაკერი აუცილებლად, სულ ცოტა, 2 პროგრამირების ენას უნდა ფლობდეს, ერკვეოდეს ქსელში და იყენებდეს ძლიერ ოპერაციულ სისტემებს (*nixUNIX, BSD, Linux და ა.შ.). არსებობს მოსაზრება რომ ჰაკერი „ყველაფრის მცოდნეს“ ნიშნავს.

ჰაკერთა სფეროში მიღებულია ჰაკერების (საკუთარი და სხვისი) დროის დაფასება (არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება). ისინი უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, იდეებს და ქმნიან ღია კოდის მქონე პროგრამებს, ეს მათი მოვალეობაც კი არის. ჰაკერები იყოფიან ორ ჯგუფად — შავ და თეთრ ჰაკერებად. თეთრი ჰაკერები დასაქმებულები არიან სამთავრობო ორგანიზაციებში, ისინი საფრთხეს საზოგადოებისთვის არ წარმოადგენენ, შავი ჰაკერები კი ებრძვიან როგორც თეთრ ჰაკერებს, ასევე იმ პირებს რომლებიც მათ მიზანში ჰყავთ ამოღებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება