ჯონას კაუფმანი (გერმ. Jonas Kaufmann; დ. 10 ივლისი, 1969, მიუნხენი) — გერმანელი ოპერის მომღერალი, დრამატული ტენორი.

ჯონას კაუფმანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 ივლისი, 1969 (1969-07-10) (55 წლის)
დაბ. ადგილი მიუნხენი, გერმანია
საქმიანობა ოპერის მომღერალი
საიტი itschristmasee.jonaskaufmann.com
ჯონას კაუფმანი ვიკისაწყობში

დაიბადა მიუნხენში (ბავარია, გერმანია) სადაზღვევო აგენტისა და საბავშვო ბაღის აღმზრდელის ოჯახში. ბავშვობიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას და მღეროდა სკოლის გუნდში. 1989 წელს შევიდა მიუნხენის თეატრისა და მუსიკის უმაღლეს სკოლაში, სოლო მომღერლის კლასში. პარალელურად დაიწყო საოპერო როლების შესრულება ბავარიის სახელმწიფო ოპერაში. სწავლის დასრულების შემდეგ (1994 წ.) დადიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. გამოდიოდა შტუტგარტის, მილანის, პარიზის, ლონდონის, ჰამბურგის, ფრანკფურტის, ზალცბურგის და სხვ. ოპერების სცენებზე. დაქორწინებულია მარგარეტ იოსვიგზე (მეცო-სოპრანო). არის თანამედროვე აკადემიური სცენის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტენორი. განთქმულია თავისი რეპერტუარის უნივერსალურობით.

2018 წელს გამოვიდა კინოვერსია ბერლინში, ღია თეატრში ჩატარებული მისი კონცერტისა „ვარსკვლავების ქვეშ“.[1]

პრემიები

რედაქტირება
  • 2009 — მუსიკალური კრიტიკის იტალიური ნაციონალური ასოციაციის პრემია ნომინაციაში „საუკეთესო ვოკალი“; ფრანკო აბიატის პრემია; პრემია „გრამოფონი“; წლის მომღერალი; წლის პიროვნება (კლასიკური მუსიკის კატეგორია)
  • 2012 — წლის ვოკალისტი; მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის ბოვარიის წინაშე გაერთიანებულ ევროპაში“
  • 2015 — წლის მომღერალი; საერთაშორისო ოპერის პრემია; პუჩინის პრემია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება