იოზეფ მარია ოლბრიხი

ავსტრიელი არქიტექტორი
(გადამისამართდა გვერდიდან ჯოზეფ მარია ოლბრიხი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იოზეფ მარია ოლბრიხი (დ. 22 დეკემბერი 1867, ოპავა, ჩეხეთი — გ. 8 აგვისტო 1908, დიუსელდორფი) — ავსტრიელი არქიტექტორი, ვენის სეცესიონის მხატვართა ჯგუფის დამაარსებელი.

იოზეფ მარია ოლბრიხი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 22 დეკემბერი, 1867(1867-12-22)[1] [2] [3] [4] ან 22 ნოემბერი, 1867(1867-11-22)[5]
დაბ. ადგილი ოპავა[6] [5] [3] [4]
გარდ. თარიღი 8 აგვისტო, 1908(1908-08-08)[7] [8] [9] [1] [2] [5] [10] [3] [4] (40 წლის)
გარდ. ადგილი დიუსელდორფი[6] [11] [12] [5] [4]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[11] [3] [13] [4] , დიზაინერი[3] და jewelry designer
მოქალაქეობა ცისლეიტანია
ალმა-მატერი ვენის სახვითი ხელოვნების აკადემია[4]
მნიშვნელოვანი პროექტები Secession Building

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრინდელი პერიოდი

რედაქტირება

ოლბრიხი დაიბადა ოპავაში, ავსტრიის სილეზიაში (ახლანდელი ჩეხეთი). იოზეფი იყო ედმუნდ და ალოიზა ოლბრიხების მესამე შვილი. მას ჰყავდა ორი და, რომლებიც იოზეფის დაბადებამდე გარდაიცვალნენ. ასევე ჰყავდა ორი უმცროსი ძმა ჯონი და ედმუნდი. მამამისი იყო საკონდიტრო ქარხნის პატრონი და ცვილის მწარმოებელი. აგრეთვე, მას ეკუთვნოდა აგურის საწარმო. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი ოლბრიხების ოჯახის, კერძოდ კი, იოზეფ ოლბრიხის ინტერესს არქიტექტურისადმი.

შემოქმედება

რედაქტირება

ოლბრიხი შეისწავლიდა არქიტექტურას ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში, სადაც მან მოიგო რამდენიმე პრიზი. 1893 წელს დაიწყო მუშაობა ოტო ვაგნერთან. ამ პერიოდში მან დეტალურად აითვისა ოტო ვაგნერის სტილი.

1897 წელს, გუსტავ კლიმტმა, ოლბრიხმა, ჯოზეფ ხოფმანმა და კოლომან მოზერმა დააარსეს ვენის სეცესიონის ხელოვანთა ჯგუფი. სწორედ ოლბრიხს მიეკუთვნება საგამოფენო შენობის და ცნობილი "სეცესიონის დარბაზის" დიზაინი, რაც თანდათანობით მოძრაობის ღირსშესანიშნაობად იქცა. 1899 წელს, ერნესტ ლუიზმა და ჰესეს გრანდ დუკმა დააარსეს დარმშტადტის ხელოვანთა კოლონია და დაიქირავეს ოლბრიხი და სხვა წამყვანი ხელოვანები, რომლებიც საგამოფენო შენობების დაგეგმვა-აგების სპეციალისტები იყვნენ.

1900 წელს იოზეფმა მიიღო ჰესეს მოქალაქეობა და პროფესორის წოდება გრანდ დუკისგან. 1903 წელს იოზეფმა იქორწინა კლეირ მორავზე.

შემდგომ წლებში, ოლბრიხმა მიიღო ყველაზე მრავალფეროვანი არქიტექტურული დაკვეთები და ხელოვნების სხვა განხრებითაც მოსინჯა თავი. მან დააპროექტა თიხის სახელოსნო, ავეჯის მაღაზია, წიგნების რამდენიმე მაღაზია თუ ბიბლიოთეკა და მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია. მისი წვლილი, შეტანილი სენტ-ლუისში, ლუიზიანის საგამოფენო დარბაზში, საყოველთაოდ იქნა აღიარებული და იგი დაინიშნა ასოცირებულ წევრად ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტში.

19 ივლისს 1918 წელს მისი ქალიშვილის - მარიანას დაბადებიდან მოკლე ხანში ოლბრიხი ლევკემიით გარდაიცვალა დიუსერდორფში, 8 აგვისტოს, 40 წლის ასაკში. იგი დარჩა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ და გავლენიან არქიტექტორად.

მის არქიტექტურულ ნამუშევრებს, განსაკუთრებით კი ვენის და დარმშტადტის სეცესიონის საგამოფენო შენობებს ჰქონდათ უზარმაზარი გავლენა არტ-ნუვოს სტილზე.

სადა და სტრუქტურულად ნათელია ოლბრიხის გრაფიკა და ავეჯის პროექტები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 The Fine Art Archive — 2003.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Vědecká knihovna v Olomouci REGO
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Czech National Authority Database
  6. 6.0 6.1 Sanna A. (unspecified title)ISBN 978-88-6637-024-6, 978-88-6637-023-9, 978-88-6637-025-3
  7. Deutsche Nationalbibliothek Record #118589768 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. Josef Maria Olbrich
  10. Olbrich, Joseph Maria // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T063399
  11. 11.0 11.1 Arkitekter verksamma i Sverige — 2014.
  12. Ольбрих Йозеф Мария // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. http://arch-pavouk.cz/index.php/architekti/120-olbrich-josef-maria
  14. archINFORM — 1994.