ჯოვანი მედიჩი (1498-1526)
ლუდოვიკო დე’ მედიჩი (იტალ. Ludovico de' Medici), შემდგომში ჯოვანი დე’ მედიჩი (იტალ. Giovanni de' Medici), მეტსახელად შავი ბანდის მეთაური (იტალ. dalle Bande Nere; დ. 5 აპრილი, 1498 — გ. 30 ნოემბერი, 1526) — მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი. ჯოვანი მედიჩისა და კატერინა სფორცას ვაჟი. იტალიელი კონდიტიერი. ცოლად ჰყავდა თავისი ბიძაშვილი მარია სალვიატი, რომლისგანა მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა, შემდეგში ტოსკანის ჰერცოგი კოზიმო I.
ჯოვანი მედიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
5 აპრილი, 1498 ფორლი, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
30 ნოემბერი, 1526, (28 წლის) მანტუა, იტალია |
ეროვნება | იტალიელები |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | მარია სალვიატი |
შვილ(ებ)ი | კოზიმო I, ტოსკანის ჰერცოგი |
მშობლები |
მამა: ჯოვანი მედიჩი დედა: კატერინა სფორცა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯოვანი დაიბადა 1498 წლის 5 აპრილს ფორლში. იგი იყო ფორლისა და იმოლას გრაფინია კატერინა სფორცასა და მისი მესამე ქმრის, ჯოვანი დე მედიჩის ერთადერთი ვაჟი. დაბადებიდან მალევე იგი მონათლეს როგორც ლუდოვიკო, თუმცა ამავე წლის სექტემბერში მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც დედამისმა იგი ხელმეორედ მონათლა და განსვენებული მამის პატივსაცემად ჯოვანი დაარქვა. ჯოვანი მედიჩიმ ადრეულ ასაკშივე გამოავლინა ლტოლვა საბრძოლო და ფიზიკური მოქმედებებისკენ. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში ისწავლა ფარიკაობა და ცხენოსნობა. 12 წლის ასაკში მან თავისი პირველი მკვლელობა ჩაიდინა, რის გამოც იგი სამუდამოდ იქნა გაძევებული ფლორენციიდან.
ჯოვანი მედიჩიმ ცოლად თავისი გარე ბიძაშვილი, მარია სალვიატი შეირთო, რომელთანაც მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა, სახელად კოზიმო (1519-1574), რომელიც მომავალში ტოსკანის პირველი ჰერცოგი გახდა.
იგი მალე კონდიტიერი გახდა და რომის პაპ ლეო X-თან თანამშრომლობდა, რომელის ბრძანებითაც იგი ებრძოდა ურბინოს ჰერცოგ ფრანჩესკო მარია I დელა როვერეს, რომელიც ტახტიდან ჩამოაგდო და თავისი ბიძაშვილი ლორენცო მედიჩი დასვა.
1521 წელს ლეო X გარდაიცვალა, რის გამოც ჯოვანიმ მფარველი დაკარგა. უამრავი მტრის წინაშე დარჩენილმა ჯოვანიმ უამრავი მეომარი დაიქირავა თავის დასაცავად, თუმცა უმეტესწილად მათ თავდასასხმელად უფრო იყენებდა ხოლმე. მისი სისასტიკის გამო, მტრებმა შავი ბანდების მეთაური შეარქვეს.
ხანმოკლე, მაგრამ გამოჩენილი სამხედრო ცხოვრების შემდეგ, ჯოვანი მედიჩი 1526 წლის 30 ნოემბერს მოკლეს გერმანელებმა, მანტუას ბრძოლაში. იგი იმპერატორ კარლ V-ის ჯარებს შეებრძოლა, რომლებმაც ამის შემდეგ, 1527 წელს აიღეს რომი და დაატყვევეს პაპი კლემენტ VII, რასაც ამავე წელს ფლორენციაში მედიჩების მმართველობის დამხობა მოჰყვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Francesco Gurrieri e Tommaso Gurrieri, Giovanni delle Bande Nere. Nel cinquecentenario della nascita (1498-1526), Firenze, Edizioni Polistampa, 2000, ISBN 88-8304-150-X.
- Mario Scalini (a cura di), Giovanni delle Bande Nere, Cinisello Balsamo (MI), Silvana Editoriale, 2001.
- Giorgio Batini, Capitani di Toscana, Firenze, Edizioni Polistampa, 2005, pp. 150–157, ISBN 88-8304-915-2.
- Giovangirolamo de' Rossi, Vita di Giovanni de Medici detto delle bande nere, a cura di Vanni Bramanti, Roma, Salerno Editrice, 1996, ISBN 88-8402-178-2.