ჯოვანი მედიჩი (1467-1498)
ჯოვანი დე’ მედიჩი (იტალ. Giovanni de' Medici), მეტსახელად მდაბიო (იტალ. Il Popolano; დ. 21 ოქტომბერი, 1467 — გ. 14 სექტემბერი, 1498) — მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი. მედიჩების დინასტიის დამაარსებელ ჯოვანი დი ბიჩი დე’ მედიჩის შვილიშვილი. კატერინა სფორცას მესამე მეუღლე და ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ის პაპა.
ჯოვანი მედიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
21 ოქტომბერი, 1467 ფლორენცია |
გარდაცვალების თარიღი |
14 სექტემბერი, 1498, (30 წლის) ფორლი |
ეროვნება | იტალიელები |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | კატერინა სფორცა |
შვილ(ებ)ი | ჯოვანი მედიჩი |
მშობლები |
მამა: პიერფრანჩესკო მედიჩი დედა: ლოდომია აჩაიოლი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯოვანი დაიბადა 1467 წლის 21 ოქტომბერს ფლორენციაში. ის და მისი ძმა, ლორენცო იყვნენ მედიჩთა დინასტიის დამაარსებელ ჯოვანი დი ბიჩის უმცროსი ვაჟის შვილიშვილები. ისინი ფლორენციაში კლასიკურ განათლებას იღებდნენ.
მოგვიანებით მათი ურთიერთობა მათ ბიძაშვილთან, ფლორენციის სენიორ ლორენცო მედიჩისთან დაიძაბა, რაც ძირითადად ფულის ბრალი იყო, ვინაიდან ჯოვანი თავის მემკვიდრეობას ითხოვდა, ლორენცო კი არ აძლევდა. ლორენცოს დაღუპვის შემდეგ, ტახტზე მისი ვაჟი პიერო მედიჩი ავიდა. ჯოვანი და მისი ძმა პიეროს ოპონენტებს შორის იყვნენ, რომელთაც იგი 1494 წელს ჩამოადგეს და ქალაქიდან გააძევეს.
მომდევნო წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ფლორენციაში ფანატიკოს ჯიროლამო სავონაროლას მმართველობა დამყარდა, ჯოვანი და მისი ძმა დაბრუნდნენ ქალაქში და მისი მფარველობა მიიღო, რის გამოც განრისხებულმა არისტოკრატებმა მას მეტსახელად მდაბიო შეარქვეს.
ჯოვანი თავდაპირველად თავის ბიძაშვილ ლუიზა მედიჩიზე აპირებდა დაქორწინებას, თუმცა იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 11 წლის ასაკში. ამის შემდეგ, 1497 წელს იგი ორჯერ დაქვრივებულ ქალზე, ფორლის გრაფინია კატერინა სფორცაზე დაქორწინდა. სულ მალე, 1498 წელს მას კატერინასთან ვაჟი გაუჩნდა, რომელსაც ლუდოვიკო დაარქვეს და სასწრაფოდ მონათლეს. ამ ამბიდან მალე, 1498 წლის 14 სექტემბერს ჯოვანი გარდაიცვალა, 30 წლის ასაკში. ამის გამო, კატერინამ თავისი ვაჟი ხელმეორედ მონათლა და განსვენებული მეუღლის პატივსაცემად ჯოვანი დაარქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Franco Cesati: Die Medici. Die Geschichte einer europäischen Dynastie. La Mandragora, 1999, ISBN 88-85957-39-0.
- James Cleugh: Die Medici. Macht und Glanz einer europäischen Familie. Bechtermünz, Augsburg 1996, ISBN 3-86047-155-4.
- Hubert Fink: Machiavelli. Droemer-Knaur, München 1990, ISBN 3-426-02400-4.
- Klaus Schelle: Die Sforza. Bauern, Condottieri, Herzöge. Die Geschichte der Renaissancefamilie. Magnus-Verlag, Essen 1980, ISBN 3-88400-099-3.
- Ingeborg Walter: Der Prächtige. Lorenzo de’ Medici und seine Zeit. Piper, München 2005, ISBN 3-492-24204-9.