ჯოანა ჰოგი
ჯოანა ჰოგი (ინგლ. Joanna Hogg; დ. 20 მარტი, 1960, ლონდონი, ინგლისი) — ბრიტანელი კინორეჟისორი და სცენარისტი. 2007 წელს გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „კავშირის გარეშე“.
ჯოანა ჰოგი | |
---|---|
ჰოგი 2019 წელს | |
დაბადების თარიღი |
20 მარტი, 1960 ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ბრიტანელი |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1986-დღემდე |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაჰოგი ბირმინგემში, ვესტ ჰიტის სკოლა-პანსიონატში სწავლობდა, სადაც მისი კლასელები ტილდა სუინტონი და უელსის მომავალი პრინცესა, დაიანა სპენსერი იყვნენ.
სკოლის დასრულების შემდგომ იგი ფოტოგრაფიის შესასწავლად ერთი წლით ფლორენციაში გადავიდა.
15 წლის განმავლობაში ჰოგი მუსიკალურ კლიპებზე, საპნის ოპერებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობდა, ხოლო 2007 წელს, 47 წლის ასაკში გადაიღო სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „კავშირის გარეშე“. მისი პრემიერა ლონდონის კინოფესტივალზე შედგა.
ჰოგის შემდგომი ფილმებია „არქიპელაგი“ (2010), „გამოფენა“ (2013) და „სუვენირი“ (2019). ჰოგის კინოკარიერაში ყველაზე მასშტაბური სწორედ „სუვენირი“ გამოდგა. მისი პრემიერა შედგა 2019 წელს სანდენსის ფესტივალზე. როგორც ჰოგი ამბობს, ფილმი ავტობიოგრაფიულია. იგი ჰყვება ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელსაც ურთიერთობა აქვს უფროს კაცთან. [1] ჰოგის პროტოტიპის, ჯულის როლს ტილდა სუინტონის ქალიშვილი, ჰონორ სუინტონ-ბირნი ასრულებს, რომელიც ჯოანა ჰოგის ნათლულია.
ჰოგის სტილზე გავლენა მოახდინეს ევროპელმა და აზიელმა რეჟისორებმა, როგორებიც არიან ერიკ რომერი და იასუძირო ოძუ. იგი იყენებს კამერის მინიმალისტურ მოძრაობას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიალოგს. [2]
2015 წელს ჰოგმა ჰაროლდ პინტერის სცენარით რადიო 4-ისთვის ფილმი გადაიღო, რომელიც კარენ ბლიქსენის მოთხრობის, „მეოცნებე ბავშვის“ ადაპტაციაა. პროდუსერი იყო ლოურენს ბოუენი. მთავარ როლებში იყვნენ ბერტი კარველი და ლიდია ლეონარდი, რომელმაც ჰოგთან ერთად „არქიპელაგზე“ იმუშავა.
გამოფენები
რედაქტირება2015 წლის ოქტომბერში ჰოგი კინორეჟისორ შანტალ აკერმანის კინოკარიერის მიმართ მიძღვნილი რეტროსპექციის, „Chantal Akerman NOW“, ერთ-ერთი კურატორი იყო. რეტროსპექცია Ambika P3 გალერეაში გაიმართა.
ჰოგმა 2011 წელს ადამ რობერტსთან ერთად კინო-კოლექტივი A Nos Amours დააარსა.[3] ინტერვიუში ჰოგმა თქვა, რომ „ახალმა თაობამ არ იცის ისეთი რეჟისორების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ტარკოვსკი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია ამ კოლექტივის ჩამოსაყალიბებლად“.[4]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2007 | ფ | „კავშირის გარეშე“ | Unrelated | რეჟისორი, სცენარისტი |
2010 | ფ | „არქიპელაგი“ | Archipelago | რეჟისორი, სცენარისტი |
2013 | ფ | „გამოფენა“ | Exhibition | რეჟისორი, სცენარისტი |
2019 | ფ | „სუვენირი“ | The Souvenir | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.dazeddigital.com/film-tv/article/45770/1/joanna-hogg-the-souvenir-robert-pattinson-sequel-tilda-swinton-interview
- ↑ https://www.independent.co.uk/arts-entertainment/films/features/talent-issue--the-film-director-joanna-hogg-766033.html
- ↑ https://www.anosamours.co.uk/
- ↑ http://cargocollective.com/cinemanotes/For-the-love-of-it-An-interview-with-A-Nos-Amours-Joanna-Hogg-Adam