ერიკ რომერი (ფრანგ. Éric Rohmer; დ. 20 მარტი, 1920 — გ. 11 იანვარი, 2010) — ფრანგი კინორეჟისორი, კინოკრიტიკოსი, ჟურნალისტი, ნოველისტი, სცენარისტი და პედაგოგი.

რომერი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფრანგული ახალი ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელია. 1957-1963 წლებში იგი გავლენიანი კინოჟურნალის, Cahiers du cinéma-ს, რედაქტორი იყო.

რეჟისორმა საერთაშორისო აღიარება 1969 წელს ფილმით „ჩემი ღამე მოდთან“ მოიპოვა, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული.[1] 1971 წლის სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რომერის ფილმმა კლერის მუხლი ოქროს ნიჟარა მიიღო.[2] 1986 წლის ვენეციის კინოფესტივალზე რეჟისორმა ფილმისთვის „მწვანე სინათლე“ ოქროს ლომი მოიპოვა.[3]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The 42nd Academy Awards (1970) Nominees and Winners. oscars.org. ციტირების თარიღი: 16 November 2011
  2. San Sebastian International Film Festival 1971.
  3. Venice Film Festival.


  ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.