ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯინ ბრუკსი (ინგლ. Jean Brooks; დაიბადა რუბი მატილდა კელი; 23 დეკემბერი, 1915 — გ. 25 ნოემბერი, 1963) — ამერიკელი კინომსახიობი და მომღერალი, რომელიც ოცდაათზე მეტ ფილმში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰოლივუდში დიდი წარმატება არასდროს მიუღწევია, მას 1940-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა „RKO Radio Pictures“-თან კონტრაქტის დროს, ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი.

ჯინ ბრუკსი

ბრუკსი მეშვიდე მსხვერპლში (1947)
დაბადების სახელი რუბი მატილდა ბრუკსი
დაბადების თარიღი 23 დეკემბერი, 1915
ჰაუსტონი, ტეხასი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 25 ნოემბერი, 1963 (47 წლის)
რიჩმონდი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1935-1948

ჰიუსტონში დაბადებულმა ბრუკსმა ახალგაზრდობა გაატარა ტეხასსა და კოსტა რიკაში. სანამ ფილმებში რამდენიმე როლს შეასრულებდა, მან თავისი კარიერა დაიწყო როგორც კლუბის მომღერალმა, და როგორც გიტარისტმა ნიუ იორკში. მოგვიანებით იგი გამოჩნდა Universal Pictures-ის წარმოებებში: ფლეშ გორდონი იპყრობს სამყაროს (1940) და მწვანე ჰორნეტი კვლავ დარტყმას აყენებს! (1941). 1942 წელს, ბრუკსმა კონტრაქტი გააფორმა RKO-თან და გამოჩნდა ფილმების სტუდიოს მრავალ ფილმში, მათ შორის: ჟაკ ტურნეის კაცი ლეოპარდი (1943), მარკ რობსონის საშინელებათა ჟანრის ფილმი, მეშვიდე მსხვერპლი (1943), და დრამატული ფილმი ახალგაზრდა გაურბის (1944 ), ასევე გამოჩნდა Falcon-ის რამდენიმე სერიაში.

მას მოგვიანებით მოუწია ალკოჰოლიზმთან ბრძოლა, ხოლო საჯარო სივრცეში ნასვამ მდგომარეობაში რამდენჯერმე გამოჩენის შემდეგ, RKO-მ მასთან კონტრაქტი შეწყვიტა. სანამ სამსახიობო კარიერას მიატოვებდა და სან-ფრანცისკოში გადავიდოდა საცხოვრებლად, მას ბოლო როლი ჰქონდა 1948 წლის ფილმში, ''ქალები ღამეში''. იგი 1963 წელს გარდაიცვალა ალკოჰოლიზმის შედეგად გამოწვეული გართულებებით.

Ახალგაზრდობა

რედაქტირება

ბრუკსი დაიბადა 1915 წლის 23 დეკემბერს ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, მისი დაბადების სახელია რუბი მატილდა კელი. იყო ჰორაციუსის და რობინა კელის მეოთხე შვილი. [1] [2] დედის მხრიდან ბრუკსი წარმოშობით ინგლისელი და კანადელი იყო, [3] მისი ორი უფროსი ძმა, ჰორაციზ უმცროსი და ერნესტი, მისი დაბადების დროს ორივე თინეიჯერები იყვნენ. მესამე ვაჟი გარდაიცვალა 1912 წელს ტეტანუსისგან, შვიდი წლის ასაკში. [3]

ბრუკსმა ადრეული წლები ტეხასში გაატარა [1] მაგრამ ბავშვობაში მამის გარდაცვალების შემდეგ ის და მისი დედა საცხოვრებლად კოსტა რიკაში გადასახლდნენ. იქ ისინი ბრუკსის ბაბუის ყავის პლანტაციაში ცხოვრობდნენ. [3]რის შედეგადაც ბრუკსი თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ესპანურ ენას . [3] თინეიჯერობის პერიოდში ბრუკსი დედასთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, მას კოლეჯში სწავლის გეგმა ჰქონდა. [3]

ბრუკსმა თავისი პროფესიონალური მოღვაწეობა დაიწყო, როგორც მომღერალმა, ნიუ იორკის ვალდროფ ასტორიაში, სადაც იყო გიტარისტი, ენრიკ მადრიგუერას ორკესტრში. [1] [4] [5] ერიხ ფონ სტროჰეიმის დახმარებით, რომელსაც ბრუქსი შეხვდა ვალდორფ-ასტორიას სასტუმროში მუშაობის დროს, მან დაიწყო სამსახიობო კარიერა. მისი პირველი ეკრანული როლი იყო Arcturus Pictures- ის ობეაჰ (1935), ფილმი არის ობეას წყევლის შესახებ.

მას შემდეგ, რაც ფილკისა და ჯონიში და ტანგო-ბარში მიიღო მონაწილეობა (ორივე 1935 წელს), მან ითამაშა ფონ სტროჰეიმთან ერთად ფილმში დოქტორი კრესპის დანაშაული (1935). [6] შემდეგ მან ითამაშა სცენის მელოდრამაში სახელი შენი შხამი, ითამაშა ლენორე ულრიკის საპირისპიროდ, რომლის პრემიერაც შედგა სემ შუბერტის თეატრში ნიუარკში, ნიუ ჯერსიში, 1936 წლის 20 იანვარს. [3]

1938 წელს ბრუკსმა სცადა დაბრუნებოდა კინომსახიობობას. 20th Century Fox-თან ეკრანული ტესტის წარუმატებლად გავლის შემდეგ, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Paramount Pictures-ის ესპანურენოვან ფილმებში მონაწილეობის შესახებ. [3] ესპანური ენის ფლობა მას საშუალებას აძლევდა, რომ როლები ეფექტურად ეთამაშა. [3]

პარამაუნტის კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ბრუკსმა კიდევ ერთი წელი გაატარა რამდენიმე ფილმში მინორული როლების შესრულებით. 1940 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Universal Studios-თან სადაც ითამაშა მცირე როლებით, ფილმებში და სერიალებში. ბრუკს მიენიჭა პირველი მთავარი როლი მხატვრულ ფილმში, 1940 წლის სათავგადასავლო ტრილერში "ეშმაკის მილსადენი" , მან ითამაშა ლორას როლი. მიუხედავად იმისა რომ მისი პერფომანსი დადებითად არ შეფასებულად, უნივერსალმა მაინც ნახა მისი პოტენციალი და მთავარი როლი მისცა ვარსკვლავურ დასავლურ სერიალში სიკვდილის ველის მხედრები .

 
ბრუკსი Falcon in Danger-ში. (1943)

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ბრუკსი დაქორწინდა სცენარისტ რიჩარდ ბრუკზე 1941 წელს; ისინი დაშორდნენ 1944 წლის 13 სექტემბერს ლოს-ანჯელესში. [2] 1946 წელს ბრუკსი შეხვდა საზღვაო ქვეითთა კორპუსის ახლად დაბრუნებულ ვეტერანს, უილიამ დუგლას ლანსფორდს, და ისინი დაქორწინდნენ. ქორწინებამ 10 წელი გასტანა. ისინი დაშორდნენ 1956 წელს და ლანსფორდმა ხელახლა იქორწინა რუთ კეტჩამზე, ლონგ-აილენდში, ნიუ-იორკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Blottner, Gene (December 30, 2010). Universal Sound Westerns, 1929–1946: The Complete Filmography. McFarland. ISBN 978-0-7864-6079-3. 
  • Daniel, Douglass K. (2011). Tough as Nails: The Life and Films of Richard Brooks, Wisconsin Film Studies. University of Wisconsin Press. ISBN 978-0-299-25124-6. 
  • Kinnard, Roy; Crnkovich, Tony; Vitone, R.J. (2011) The Flash Gordon Serials, 1936–1940: A Heavily Illustrated Guide. McFarland. ISBN 978-0-7864-6615-3. 
  • Mank, Gregory William (2005) Women in Horror Films, 1940s (en). McFarland. ISBN 978-0-7864-2335-4. 
  • Mank, Gregory William. „The Mystery of Jean Brooks: Angel in a Cleopatra Wig“. Midnight Marquee (Winter 1994): 6–17.
  • Mayer, Geoff (2017). Encyclopedia of American Film Serials. McFarland. ISBN 978-0-786477623. 
  • McElwee, John (2013). Showmen, Sell It Hot!: Movies as Merchandise in Golden Era Hollywood. Paladin Communications. ISBN 978-0-9711685-9-6. 
  • Peary, Danny (1986). Guide for the Film Fanatic. Simon & Schuster. ISBN 978-0-671-61081-4. 
  • Raw, Lawrence (2012). Character Actors in Horror and Science Fiction Films, 1930–1960. McFarland. ISBN 978-0-7864-4474-8. 
  • Senn, Bryan (2006). Golden Horrors: An Illustrated Critical Filmography of Terror Cinema, 1931–1939. McFarland. ISBN 978-0-7864-2724-6. 
  • Snelson, Tim (2014). Phantom Ladies: Hollywood Horror and the Home Front. Rutgers University Press. ISBN 978-0-8135-7042-6. 
  • Weaver, Tom; Brunas, Michael; Brunas, John (February 15, 2007) Universal Horrors: The Studio's Classic Films, 1931–1946, 2nd, McFarland. ISBN 978-0-7864-2974-5. 
  • Wilkerson Daily Corporation (August 7, 1990). „Rambling Reporter“. The Hollywood Reporter. 313 (35–50).
  1. 1.0 1.1 1.2 Raw 2012.
  2. 2.0 2.1 Daniel 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Mank 2005.
  4. Mayer 2017.
  5. Wollstien, Hans J.. Jean Brooks Biography. Fandango. Rovi. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 12, 2017. ციტირების თარიღი: December 12, 2017.
  6. Senn 2006.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯინ_ბრუკსი“-დან