ჯექი (ყუბის რაიონი)

ჯექი (აზერ. Cek) — სოფელი აზერბაიჯანში, ყუბის რაიონში, ადმინისტრაციული ცენტრიდან 2,5 საათის სავალ მანძილზე, სოფელ ალიქიდან 4 კმ-ით ჩრდილოეთით. ამ უკანასკნელთან და სოფელ ჰაპუთთან ერთად ქმნის ერთ მუნიციპალიტეტს. ამჟამინდელი მოსახლეობა 350 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან თითქმის ყველა ადგილობრივია (შაჰდაღის ხალხი). ისინი სასაუბროდ ჯეკის ენას იყენებენ, თუმცა უმრავლესობა ასევე ფლობს აზერბაიჯანულს.[1].

სოფელი
ჯექი
აზერ. Cek
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი ყუბა-ხაჩმაზი
რაიონი ყუბა
კოორდინატები 41°11′49″ ჩ. გ. 48°14′30″ ა. გ. / 41.19694° ჩ. გ. 48.24167° ა. გ. / 41.19694; 48.24167
ცენტრის სიმაღლე 1643 მეტრი
მოსახლეობა 328 (2009)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ჯექი (ყუბის რაიონი) — აზერბაიჯანი
ჯექი (ყუბის რაიონი)

მოსახლეობა ძირითადად მეცხვარეობას მისდევს.

სოფელი მდებარეობს ძნელადმისადგომ შაჰდაღის მთებზე (კავკასიონის მთავარი ქედი), ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე. კლიმატი მკაცრია, ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით.

სოფელში არსებობს ოთხწლიანი სკოლა და ძველი, VIII საუკუნის დანგრეული მეჩეთი, რომლის აგებაც აბუ მუსლიმს მიეკუთვნება და მისივე სახელს ატარებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება