ალიქი (აზერ. Əlik) — სოფელი აზერბაიჯანში ყუბა-ხაჩმაზის რეგიონის ყუბის რაიონში. მდებარეობს სოფელ ჯექის სამხრეთით 4 კმ-ით დაშორებით. 2009 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 372 კაცი. [1] მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მეცხვარეობაა.

სოფელი
ალიქი
აზერ. Əlik


ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი ყუბა-ხაჩმაზი
რაიონი ყუბა
კოორდინატები 41°10′39″ ჩ. გ. 48°14′13″ ა. გ. / 41.17750° ჩ. გ. 48.23694° ა. გ. / 41.17750; 48.23694
ცენტრის სიმაღლე 1679 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ალიქი — აზერბაიჯანი
ალიქი

სოფელში არის პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, საფოსტო განყოფილება, სკოლა ცხრაწლიანი განათლებით, სადაც აზერბაიჯანულ ენაზეა სწავლა (მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მხოლოდ ოთხი კლასის განათლებაა). ამასთან, ბევრი ბავშვი (განსაკუთრებით გოგონები) მხოლოდ 4 კლასის განათლებას ღებულობს.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Azərbaycan Respublikası Əhalisinin Siyahıyaalınması. Azərbaycan Respublikasının Dövlət Statistika Komitəsi. Bakı-2010. Səh.629
  2. John M. Clifton, Janfer Mak, Gabriela Deckinga, Laura Lucht, and Calvin Tiessen — The Sociolinguistic Situation of the Kryz in Azerbaijan (SIL International 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-13. ციტირების თარიღი: 2021-01-24.