ჯერ კიდევ ელისი (ინგლ. Still Alice) — ამერიკელი მწერლის და ნეირობიოლოგის, ლიზა ჯენოვას სადებიუტო რომანი[2]. პირველად გამოიცა 2007 წელს. იგი 40-ზე მეტი კვირის განმავლობაში New York Times-ის ბესტსელერი იყო. ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე[3]. წიგნში გამოყენებულია მესამე პირის თხრობის სტილი[4].

„ჯერ კიდევ ელისი“
Still Alice
ავტორი ლიზა ჯენოვა
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Pocket Books და iUniverse[1]
გამოცემის თარიღი 2007
მთარგმნელი ანა გიგუაშვილი
ქართულად გამოიცა 2015
oclc 732649658
ISBN 1-59722-939-3
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

50 წლის ელის ჰოულენდი ჰარვარდის უნივერსიტეტში ლინგვისტიკის პროფესორია. იგი დაქორწინებულია წარმატებულ ფიზიკოსზე, ჯონ ჰოულენდზე. მათ სამი ზრდასრული შვილი ჰყავთ. ერთ დღეს, ელისი აღმოაჩენს, რომ სიტყვები ავიწყდება. მას ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სტადია აღმოაჩნდება. დაავადება სწრაფად მწვავდება, რაც ელისის ურთიერთობას საკუთარ ოჯახთან და სამყაროსთან საგრძნობლად ცვლის...

შეფასება

რედაქტირება

ბევერლი ბექჰემმა The Boston Globe-ში დაწერა:

 
„როცა „ჯერ კიდევ ელისი“ დავასრულე, მომინდა, წამოვმდგარიყავი და უცხო ადამიანებით სავსე მატარებელში მეყვირა: „ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოთ!“. „ჯერ კიდევ ელისი“ გარედან, დამკვირვებლის თვალით დანახული ისტორია კი არა, შიგნიდან მოთხრობილი ამბავია. წიგნის მთავარი გმირი ელისია, რომელიც, საბოლოოდ, ჯერ კიდევ ელისია და არა მისი დაავადება.[5]

ჯულია ფოქს გარისონი:

 
„თქვენი ვალია, „ჯერ კიდევ ელისი“ წაიკითხოთ და წააკითხოთ ყველას, ვინც გიყვართ. ის გასწავლით, შეგაშინებთ და შეგცვლით.“

მარკ უორნერი:

 
„შედევრი, რომელიც შეეხება ცხოვრების იმ მხარეს, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ წარმოუდგენია.“

ადაპტაცია

რედაქტირება

Memento Films-მა და Killer Films-მა გადაიღო „ჯერ კიდევ ელისზე“ დაფუძნებული ამავე სახელწოდების ფილმი. ფილმის ძირითად როლებში მონაწილეობენ ჯულიანა მური, რომელმაც ოსკარის 87-ე დაჯილდოებაზე ოსკარი მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის[6], ალეკ ბოლდუინი, კრისტენ სტიუარტი და კეიტ ბოსუორთი[7].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.goodreads.com/book/show/2153405.Still_Alice
  2. Still Alice. Lisa Genova Official Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 28 March 2013.
  3. "Total Transformation" დაარქივებული 2015-02-26 საიტზე Wayback Machine. (), Cape Cod Magazine, March 2011, accessed 1 June 2014
  4. Gordon, p. 55.
  5. Beverly Beckham, "Despite monster, she is 'Still Alice'"(), Boston Globe, 16 March 2008, accessed 1 June 2014
  6. Julianne Moore – Awards. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: January 17, 2015.
  7. Kristen Stewart confirmed for Still Alice Movie. Movie That Matters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 2016-04-13.