კეიტ ბოსუორთი
კეთრინ ენ „კეიტ“ ბოსუორთი[1] (ინგლ. Kate Bosworth; დ. 2 იანვარი, 1983) — ამერიკელი კინომსახიობი. ბოსუორთმა მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში „ახალგაზრდა ამერიკელები“, სადაც შეასრულა ბელა ბენქსის როლი.[2] 2002 წელს ითამაშა ფილმში „ცისფერი სიამოვნება“, რის შემდეგ პოპულარობა მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ ბოსუორთმა როლი მიიღო ფილმში „უონდერლენდი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ველ კილმერი, ხოლო 2006 წელს კევინ სპეისისთან ერთად ითამაშა ფილმში „ზღვასთან“. 2008 წლის იანვარში ბოსუორთი გახდა ამერიკული დიზაინ-სტუდიის Calvin Klein-ის სახე.
კეიტ ბოსუორთი | |
---|---|
კეიტ ბოსუორთი 2012 წელს | |
დაბადების სახელი | კეთრინ ენ ბოსუორთი |
დაბადების თარიღი |
2 იანვარი, 1983 ლოს-ანჟელესი, კალიფორნია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1997–დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკეიტ ბოსუორთი დაიბადა 1983 წლის 2 იანვარს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, დედამისის — დიასახლისის პატრისიის და მამამისის — ყოფილი ტოპ-მენეჯერის ჰაროლდ ბოსუორთის ოჯახში.[3][4] ექვსი წლის ასაკში ოჯახმა დატოვა სან-ფრანცისკო. ჰაროლდ ბოსუორთის სამსახურის გამო ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა ქვეყანაში.[3] კეიტი ძირითადად გაიზარდა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (მასაჩუსეტსისა და კონექტიკუტის შტატებში).[3] ბოსუორთი ყოველთვის იყო დაინტერესებული საცხენოსნო სპორტით.[3][5] იგი დაიბადა ჰეტეროქრომიით, რის გამოც მარჯვენა თვალი ყავისფერი აქვს, ხოლო მარცხენა თვალი — ცისფერი ფერის.[6]
ბოსუორთის კინოდებიუტი შედგა 1998 წელს ფილმში „ცხენების მომთვინიერებელი“, რომელიც კინოკრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.[7] 2000 წელს როლი მიიღო ტელესერიალში „ახალგაზრდა ამერიკელები“, თუმცა მომდევნო ხანში სერიები გაუქმდა.[6] იმავე წელს მცირე როლი მიიღო ფილმში „ტიტანების გახსენება“.[2] 2001 წელს ბოსუორთი საცხოვრებლად გადადის ლოს-ანჟელესში. 2002 წელს გადაიღეს ფილმში „ცისფერი ტალღა“. ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა პიტერ ტრევერსმა ფილმი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ბოსუორთი არის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ვარსკვლავი..“.[8] საერთო ჯამში ფილმს დადებითად შეხვდნენ და აშშ-ში ფილმმა მოაგროვა $40 მილიონი აშშ დოლარი.[9] „ცისფერი სიამოვნება“-ში წარმატებული როლის შესრულების შემდეგ ბოსუორთმა ითამაშა ფილმებში „სექსის წესები“ (2002) და „უონდერლენდი“ (2003).
2004 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში „შეხვედრა ვარსკვლავთან“, რომელიც გაკრიტიკდა და ამასთანავე ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამავე წელს განასახიერა სანდრა დის სახე ფილმში „ზღვასთან“, რომელმაც კინოკრიტიკოსების მხრიდან შერეული აღიარება მიიღო, ამასთანავე ფინანსური თვალსაზრისით მარცხი განიცადა. ბოსუორთი იყო Revlon-ის სახე, ხოლო FHM-ის გამოკითხვაში „მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალები“ — დაიკავა მე-60 ადგილი.[10]
2006 წელს ბოსუორთმა როლი მიიღო ფილმში „სუპერმენის დაბრუნება“,[11] რომელიც ძირითადად დადებითად შეფასდა.[12] ამავე წელსვე სიგურნი უივერთან ერთად როლი შეასრულა ფილმში „გოგონა პარკში“. სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია: „21“ და „მეომრის გზა“. არის ნებაყოფლობითი ორგანიზაციის Appalachia Service Project-ის წევრი.[13]
2002-2006 წლებში ბოსუორთი ხვდებოდა მსახიობ ორლანდო ბლუმს.[6][14][15] 2006-2009 წლებში ხვდებოდა ჯეიმზ რუსოს, რომელმაც ბოსუორთისთვის დაწერა სიმღერა „To Make You Mine“. ურთიერთობაში იმყოფებოდა აგრეთვე მსახიობთან ალექსანდრე სკარსგორდთან.[16]. კეიტ ბოსუორთი ქორწინებაში იმყოფება მაიკლ პოლიშთან.[17]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სახელწოდება | როლი | შენიშვნა |
---|---|---|---|
1997 | მეშვიდე ცა | სტუდენტი | ეპიზოდი: "ვინ იფიქრებდა?" ეპიზოდი: "ვინ ლაპარაკობს?" |
1998 | ცხენების მომთვინიერებელი | ჯუდითი | |
2000 | ახალჩამოსულები | კორტნი დოჰერტი | |
2000 | ტიტანების გახსენება | ემა ჰოიტი | |
2000 | ახალგაზრდა ამერიკელები | ბელა ბენქსი | 8 ეპიზოდი |
2002 | ცისფერი ტალღა | ენ მარი ჩედვიკი | |
2002 | სექსის წესები | კელი | |
2003 | უონდერლენდი | დაუნ შილერი | |
2004 | შეხვედრა ვარსკვლავთან | როზალი ფატჩი | |
2004 | ზღვასთან | სანდრა დი | |
2005 | ფუტკრების სეზონი | ჩალი | |
2006 | სუპერმენის დაბრუნება | ლოის ლეინი | |
2007 | გოგონა პარკში | ლუიზა | |
2008 | 21 | ჯილი | |
2010 | მკვდარი ცუდი ობერტონები | მოკლემეტრაჟიანი ფილმი | |
2010 | სულელები | მერჯი | მოკლემეტრაჟიანი ვიდეო |
2010 | მეომრის გზა | ლინი | |
2011 | პატარა ჩიტები | ბონი მიულერი | |
2011 | ნათესავები | ალისა | |
2011 | საუკეთესო მეგობრები და ბავშვი | დინა | |
2011 | თივის ძაღლები | ემი სამერი | |
2012 | კინო 43 | არლენი | |
2013 | შიდა ფრონტი | კესი ბოდინი | |
2014 | ჯერ კიდევ ელისი | ანა ჰოულანდ-ჯოუნზი | |
2015 | ამნეზიური | ჰილარი | |
2015 | სიცოცხლე ზღვარზე | ბეილი | |
2015 | 90 წუთი სამოთხეში | ევა პაიპერი | |
2015 | ძარცვა | სიდნი სილვა | |
2016 | სანამ გავიღვიძებ | ჯესი | |
2017 | სტივ მაკ-კუინის ძებნა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Her middle name is "Ann" rather than "Anne". State of California. California Birth Index, 1905-1995. Center for Health Statistics, California Department of Health Services, Sacramento, California. Lists Catherine Ann Bosworth born January 2, 1983 in Los Angeles, California. At Ancestry.com
- ↑ 2.0 2.1 Hello Magazine Filmography — Kate Bosworth. Hello Magazine. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Hello Magazine Profile — Kate Bosworth. Hello Magazine. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
- ↑ Coleman, Sandy (2002-09-01). „THREAT OF BRUSH FIRES REMAINS“. Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-13. ციტირების თარიღი: 2010-09-02. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ Bosworth Gives Up Her Horse Riding Dream. ContactMusic. ციტირების თარიღი: July 7, 2006.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Kate Bosworth. People.com. ციტირების თარიღი: July 25, 2011.
- ↑ Horse Whisperer, The (1998): Reviews. Metacritic (1998-05-15). ციტირების თარიღი: 2009-08-12.
- ↑ Travers, Peter (2002-09-05). „Blue Crush“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-27. ციტირების თარიღი: 2009-08-12.
- ↑ Business Data for Blue Crush (2002). IMDB.com. ციტირების თარიღი: May 25, 2006.
- ↑ Soriano, César G. (2005-03-23). „Jolie sizzles atop 'FHM' sexiest list“. USA Today. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
- ↑ Kate Bosworth is the New Lois Lane in "Superman Returns. clickthecity.com (2006-06-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-24. ციტირების თარიღი: 2007-08-17.
- ↑ Superman Returns (2006): Reviews. Metacritic (2006-06-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-21. ციტირების თარიღი: 2008-11-14.
- ↑ Kate Bosworth Biography. Celebrity Elle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-15. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
- ↑ Love At First Sight For Bloom. ContactMusic. ციტირების თარიღი: July 6, 2006.
- ↑ Orlando Bloom, Kate Bosworth Split Up. People (2005-01-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2008-07-29.
- ↑ Alexander Skarsgard and Kate Bosworth Split : People.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-09. ციტირების თარიღი: 2012-01-22.
- ↑ Kate Bosworth: Married to Michael Polish!.