კრისტენ ჯეიმზ სტიუარტი (ინგლ. Kristen Jaymes Stewart; დ. 9 აპრილი, 1990, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და მოდელი, სეზარის მფლობელი პირველი ამერიკელი მსახიობი. 2010 და 2012 წლებში იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი.

კრისტენ სტიუარტი

კრისტენ სტიუარტი 2018 წელს
დაბადების სახელი კრისტენ ჯეიმზ სტიუარტი
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1990 (1990-04-09) (34 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1999- დღემდე
საიტი kristenstewart.com

საყოველთაო აღიარება მოუტანა ბელა სვონის როლმა ფილმში „ბინდი“. 2011 წელს, ჟურნალმა ფორბსმა, კრისტენ სტიუარტი 100 ყველაზე ძლევამოსილ მსახიობს შორის დაასახელა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

კრისტენმა ადრეულ ასაკში დაიწყო კარიერა. იგი იყო 8 წლის, როდესაც მან პატარა როლი შეასრულა ფილმში Thirteen. ამას მოhყვა მეორეხარისხოვანი როლი ფილმში The Safety of Objects. 2002 წელს მან ითამაშა ჯოდი ფოსტერთან ერთად ფილმში „შიშის ოთახი“. ამის შემდეგ შერონ სტოუნთან და დენის ქუეიდთან ერთად ითამაშა ფილმში Cold Creek Manor 2003 წელს. 2004 წელს გამოვიდა ფილმი Speak, სადაც იგი მთავარ როლს ასრულებდა. კრისტენის პერსონაჟი დეპრესიული გოგო იყო, რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა. ამ ფილმის მერე მას დიდი აღიარება ხვდა წილად და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი როლიც მიიღო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი სტიუარტის კარიერისთვის არის In the Land of Women, მეგ რაიანთან ერთად, სადაც იგი ლუსი ჰარდვიკის როლს ასრულებდა. 2008 წელს შექმნილ ფილმში მან პარტნიორობა გაუწია ისეთ ცნობილ მსახიობებს, როგორებიც არიან: რობერტ დე ნირო, ბრიუს უილისი და ა.შ. კრისტენის ყველაზე ცნობილი და პოპულარული როლი ბელა სვონია ფილმში "ბინდი." ამ როლისთვის მან გამოიყენა ყავისფერი ლინზები, რადგან წიგნში, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს, ნათქვამი იყო, რომ ბელას თაფლისფერი თვალები ჰქონდა, კრისტენს კი მწვანე თვალები აქვს. კრისტენს მოუწია სიმღერის შესრულება ფილმში "ველურ პირობებში." მან ეს სიმღერა ისე შეასრულა, როგორც ნამდვილი პროფესიონალი იმღერებდა. ფილმში The Runaways ის ასრულებს ცნობილი როკ მომღერლის, ჯოან ჯეტის, როლს.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

სტიუარტი დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში . მამამისი, ჯონ სტიუარტი, რეჟისორია, რომელიც მუშაობდა Fox-ში. დედამისი, ჯულზ სტიუარტი, ავსტრალიელი სცენარისტია. მას ჰყავს უფროსი ბიოლოგიური ძმა, კამერონ ბ. სტიუარტი და 2 აყვანილი ძმა, დანა და ტეილორი. სტიუარტმა ისწავლა სკოლაში მეშვიდე კლასამდე და შემდგომ დაუსწრებლად სწავლობდა სახლში მანამ, სანამ დაამთავრებდა სკოლას.

ადრეული კარიერა

რედაქტირება

ის გაიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც კამერასთან მუშაობა ჩვეულებრივი რამ იყო და სტიუარტს ეგონა, რომ გამოვიდოდა ან სცენარისტი, ან რეჟისორი, თუმცა მსახიობობაზე არასდროს უფიქრია: „მე არასდროს მინდოდა, ვყოფილიყავი ყურადღების ცენტრში. მე არ მიფიქრია მსახიობობაზე, მაგრამ ყოველთვის ვვარჯიშობდი ჩემს ხელმოწერაზე, რადგან ძალიან მიყვარდა საწერი კალმები. მე ჩემს სახელს ყველგან ვწერდი. " სტიუარტმა სამსახიობო კარიერა დაიწყო რვა წლის ასაკში, როდესაც აგენტმა იხილა მისი თამაში საშობაო სპექტაკლში.

მან პირველად ითამაშა დისნეის ფილმში ცამეტი წელი. მან აგრეთვე 2002 წელს ითამაშა "შიშის ოთახში" ჯუდი ფოსტერთან ერთად, სადაც მან დიაბეტით დაავადებული გოგონას როლი შეასრულა. ამ როლით ის წარდგენილი იყო Young Artist Award-ზე. მის ამ წარმატებას კიდევ უამრავი ფილმი მოჯყვა და ამიტომაც კრისტენი განათლებას სახლში იღებდა, რადგან სკოლის გაცდენა ხშირად უწევდა.

2007 წელს ცნობილი გახდა რომ სტიუარტი მონაწილეობას მიიღებდა "ბინდში" ბელა სვონის როლით, რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მაიერის ბესტსელერზე. ფილმის გადაღებებმა ერთ თვეს გასტანა და ნოემბრის ბოლოს უკვე "ბინდი" კინოთეატრებში გამოჩნდა. Adventureland-მა, რომელშიც კრისტენი თამაშობს, კრიტიკოსებისგან უფრო მეტი დადებითი კომენტარი დაიმსახურა, ვიდრე ბინდმა. შემდგომ დაიწყო ბინდის მეორე ნაწილზე, "ახალ მთვარეზე," მუშაობა და სტიუარტი ჟურნალ-გაზეთმა Variety-იმ დადებითად მოიხსენია: " ის არის ფილმის სული და გული და არაჩვეულებრივად გადმოსცემს ბელას ემოციებს. " 2010 ში კი, ბინდის საგა: დაბნელება გამოჩნდა კინოთეატრებში.

2009-ში კრისტენმა მონაწილეობა მიიღო ფილმში "ყვითელი ცხვირსახოცი", რომლის დებიუტიც შედგა სანდენსის ფილმ-ფესტივალზე. ის მონაწილეობს ფილმში "კეთილი იყოს მონაწილეობა რაილისთან", რომლის პრემიერაც სანდენსის ფილმ-ფესტივალზე, 2010 წლის იანვარში. შედგა.

2010-ში სტიურატმა შეასრულა ცნობილი როკ-ვარსკვლავის ჯოან ჯეტის როლი ბიოგრაფიულ ფილმში "The Runaways." ის 2008-2009 წლებში შეხვდა ჯოან ჯეტს, რათა მომზადებულიყო როლისთვის და ერეპეტიცია სიმღერაში. მან დაიმსახურა ქება და უამრავი დადებითი შეფასება თავისი როლისთვის ზემოთხსენებულ ფილმში. ამავე წელს, სტიუარტი დაასახელა Vanity Fair-მა "2010 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებში" $28.5 მილიონი დოლარით. 2011 წლის 18 ნოემბერს გამოვიდა "ბინდის საგა: განთიადი (ნაწილი პირველი)". მიუხედავად იმისა რომ ამ ფილმმა უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა,კრისტენი მაინც ძალიან აქეს. Gabriel Chong-მა სტიუარტის შესრულებას "შთამაგონებელი" უწოდ და თქვა რომ "ბელა ყველა ემოციას შესაბამისად გამოხატავს." კრიტიკოსებმა აღიარეს, რომ რობერტ პატინსონს და სტიუარტს ჰქონდათ არაჩვეულებრივი ქიმია ფილმში. 2012 წლის ნოემბერში კი ფილმის ბოლო ნაწილი "ბინდის საგა: განთიადი (ნაწილი მეორე)" გამოვიდა. 2011 წლის 6 დეკემბერს ფორბსმა სტიუარტი დაასახელა "ჰოლივუდის საუკეთესო მსახიობების" სიაში ბიუჯეტის მხრივ. 2012 წლის იანვარში კი ის გახდა "ბალენსიაგას" სახე. კრისტენმა მონაწილეობა მიიღო ფილმში "ფიფქია და მონადირე". აგრეთვე მან ითამაშა ჯეკ კერუაკის წიგნზე დაფუძნებულ ფილმში "გზაზე".

"ფორბსის" მიხედვით, კრისტენი 2012 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი იყო 34.5 მილიონი დოლარით. მან აგრეთვე მეშვიდე ადგილი დაიკავა Askmen-ის სიაში "ტოპ 99 ქალი 2013 წელს"

2013 წლიდან დღემდე.

რედაქტირება

სტიუარტი ითამაშებს ფილმში The Big Shoe, რომლის რეჟისორიც სტივენ შეინბერგია და აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ჯეს ეისენბერგთან ერთად ფილმში "American Ultra." კრისტენი პარტნიორობას გაუწევს ნიკოლას ჰოლტს სასიყვარულო ფილმში "Equals." 2013 წლის მან მონაწილეობა მიიღო "სილს მარია"-ში ჯულიეტ ბინოშთან ერთად. 2014 წელს კი მისი მორიგი ფილმი "ბანაკი იქს-რეი" გამოჩნდა, რომლის პრემიერაც სანდენსის ფილმ-ფესტივალზე შედგა. ის აგრეთვე მონაწილეობს ფილმში "ანესთეზია" და უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ითამაშებს ფილმში "ისევ ალისი."

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

სტიუარტი ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. მსახიობობის გარდა, ის დაინტერესებულია კოლეჯში სწავლით და ძალიან უნდა მომავალში უმაღლესი განათლება მიიღოს: „მე მინდა კოლეჯში ლიტერატურის სწავლა. მე მინდა გავხდე მწერალი“ - ახსენა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. 2008 წელს კრისტენ სტიუარტი ხვდებოდა მაიკლ ანგარანოს და ის სწორედ მასთან ერთად მონაწილეობდა ფილმში „ილაპარაკე“ 2004 წელში. 2008 წლიდან, მან „ბინდის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო რობერტ პატინსონი, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ხვდებოდა, მათ თავიანთი ურთიერთობა არ დაუდასტურებიათ, თუმცა ამას მოწმობდა პაპარაცების მიერ გადაღებული უამრავი სურათი, რომელზეც კრისტენი და რობერტი იყვნენ ასახულნი, თუნდაც ხელი-ხელ ჩაკიდებულები. GQ-სთან ინტერვიუში თავისი ურთიერთობების შესახებ მან ახსენა, რომ არ უყვარს საუბარი პირად ურთიერთობებზე საჯაროდ. კრისტენმა ოფიციალურად თავისი ურთიერთობა რობერტ პატინსონთან დაადასტურა 2012 წლის ივლისში, როდესაც US WEEKLY-მ გამოაქვეყნა სტიუარტისა და „ფიფქია და მონადირის“ რეჟისორის, რუპერტ სანდერსის, სურათები. იმ დღეს, როდესაც სურათები გამოჩნდა, სტიუარტმა საჯაროდ მოუხადა პატინსონს ბოდიში საკუთარი შეცდომისთვის: „ამ დროებითმა წინდაუხედაობამ საფრთხეში ჩააგდო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემს ცხოვრებაში, ვაწყენინე ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად ვცემ პატივს და მიყვარს, რობს. მე მიყვარს ის, მე მიყვარს ის, მე ვწუხვარ."

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1999 მეცამეტე წელი The Thirteenth Year გოგონა სასმელის მოლოდინში
2000 ფლინტსტოუები ვივა როკ ვეგასში The Flintstones in Viva Rock Vegas გოგონა
2001 ნივთების უსაფრთხოება The Safety of Objects სემ ჯენინგსი
2002 შიშის ოთახი Panic Room სარა ალტმანი
2003 ეშმაკის მამული Cold Creek Manor კრისტენ ტილსონი
2004 ილაპარაკე Speak მელინდა სორდინო
2004 დაიჭირეთ ეგ ბიჭი Catch That Kid მედი
2004 წყალქვეშა დინება Undertow ლილა
2005 სასტიკი ხალხი Fierce People მეია ოსბორნი
2005 ზათურა Zathura ლიზა
2007 მაცნეები The Messengers ჯესიკა სოლომონი
2007 ქალთა ქვეყანაში In the Land of Women ლუსი ჰარდვიკი
2007 ნამცხვრების მჭამელები The Cake Eaters ჯორჯია
2007 ველურ პირობებში Into the Wild ტრეისი ტატრო
2007 კუტლასი Cutlass ახალგაზრდა რობინი
2008 ტელეპორტი Jumper სოფი
2008 რა მოხდა? What Just Happened ზოუ
2008 ბინდი Twilight ბელა სუონი
2009 თავგადასავლების ქვეყანა Adventureland ემილი ლევინი
2009 ბინდის საგა: ახალი მთვარე The Twilight Saga: New Moon ბელა სუონი
2010 ყვითელი თავსაფარი The Yellow Handkerchief მარტინი
2010 გაქცეულები The Runaways ჯოან ჯეტი
2010 ბინდის საგა: დაბნელება The Twilight Saga: Eclipse ბელა სუონი
2010 მობრძანდით რაილისთან Welcome to the Rileys მელორი
2011 ბინდის საგა: განთიადი, ნაწილი 1 The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 1 ბელა სუონი
2012 ფიფქია და მონადირე Snow White and the Huntsman ფიფქია
2012 ბინდის საგა: განთიადი, ნაწილი 2 The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2 ბელა სუონი
2012 გზაზე On the Road მერილუ
2014 ჯერ კიდევ ელისი Still Alice ლიდია ჰოულენდი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება