ბრიუს უილისი
უოლტერ ბრიუს უილისი (დ. 19 მარტი, 1955) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. მისი მონაწილეობით ცნობილი ფილმებია „კერკეტი კაკალი“ (1988), „არმაგედონი“ (1998), „მეხუთე ელემენტი“ (1997) და სხვა.
ბრიუს უილისი | |
---|---|
ბრიუს უილისი 2018 წლის San Diego Comic-Con-ზე | |
დაბადების სახელი | უოლტერ ბრიუს უილისი |
დაბადების თარიღი |
19 მარტი, 1955 იდარ-ობერშტაინი, გერმანია |
სხვა სახელები |
W.B. Willis Bruno |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1980–2022 |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 5 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბრიუს უილისი დაიბადა იდარ-ობერშტაინში (დასავლეთი გერმანია) ამერიკელისა და გერმანელის ოჯახში. მისი მამა დევიდ უილისი იყო თავისუფალი დაქირავებული მოსამსახურე ამერიკის სამხედრო ნაწილში. ბრიუსი გაიზარდა პენს-გროუვში (ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ) სწავლობდა კოლეჯში „მონტკლერი“. ოჯახში ოთხი შვილიდან ბრიუსი იყო ყველაზე უფროსი.
ბრიუს უილისი რვა წლის ასაკიდან იწყებს სამოყვარულო დრამატულ სტუდიაში მეცადინეობას. მოსინჯა სიმღერაც ბლუზის ანსამბლში, თამაშობდა სტუდენტურ თეატრალურ კოლექტივთან. 1977 წელს, 22 წლის ასაკში მან დაანება თავი კოლეჯში სწავლას. მცდელობა მიეღო როლი კინოში, სცენაზე, ტელევიზიაში უშედეგოდ მთავრდებოდა. საღამოობით ბრიუს უილისი დარდს ალკოჰოლით იქარვებდა.
1984 წელს სემ შეპარდის პიესის სცენურ ვერსიაში „შეყვარებული ბრიყვი“ წარმატებულად შესრულებული როლის შემდეგ, მასზე დაიწერა პირველი დადებითი შეფასებები და მიიწვიეს სინჯებზე ლოს-ანჯელესში. უილისი კმაყოფილი იყო იმით რომ მოხვდა ლოს-ანჯელესში და მიეცა ოლიმპიადის ნახვის შესაძლებლობა, რომელიც უფრო აინტერესებდა ვიდრე შემოთავაზებული როლი. უცნობი ნიუ-იორკელი მსახიობი ისე მოეწონათ პროდიუსერებს, რომ ეპიზოდური როლის მაგივრად ის აიყვანეს სიბილ შეპარდის პარტნიორად. სერიალში მუშაობის პირველ თვეებიდან ბრიუს უილისი გახდა საოცრად პოპულარული, ხოლო ჟურნალისტები ჭორაობდნენ მისი და სიბილას რომანზე. პრესა გაძლიერებულ ინტერესს იჩენდა უილისის მიმართ. 1987 წელს მან გაიცნო დამწყები მსახიობი დემი მური. მურიც უილისივით ალკოჰოლიკი იყო და კლინიკაშიც კი მკურნალობდა. მალე ისინი დაქორწინდნენ.
80-იანი წლების შუაში ბრიუს უილისს იღებდნენ სერიალში „მთვარის შუქი“, სერიალმა, რომელიც ამერიკის ტელეეკრანებზე 1985—1989 წლებში გადიოდა, უილისი გახადა არა მარტო პოპულარული შემსრულებელი არამედ 80-იანი წლების მეორე ნახევრის მამაკაცის იდეალურ სახედ აქცია. კრიტიკოსების აზრით მაყურებლებს აინტერესებდათ ბოლოს და ბოლოს გახდებოდნენ თუ არა დავიდი და მედი (სერიალის გმირები) საყვარლები, სწორედ ეს იყო მთელი სიუჟეტის ძარღვი. „მთვარის შუქი“ წარდგენილი იყო „ემი“-ს პრემიაზე 16 კატეგორიაში, მათ შორის მამაკაცის როლი საუკეთესო შესრულებისათვის, რომელიც ბრიუს უილისს მიენიჭა.
უილისის დებიუტი კინოში შედგა 1987 წელს რეჟისორ ბ. ედვარდსის კომედიაში „ბრმად პაემანი“. ფილმი აღიარეს წარმატებულად და მან მსახიობს გაუხსნა ფართო ასპარეზი. ნიუ-იორკის პოლიციელის ჯონ მაკლეინის როლმა ფილმში „კერკეტი კაკალი“ (1988) და ფილმის კომერციულმა წარმატებამ საშუალება მისცა უილისს გაეგრძელებია თავისი გმირის ეკრანული ბიოგრაფია ორ გაგრძელებაში „კერკეტი კაკალი 2" (1990) და „კერკეტი კაკალი 3“, რომელიც გადაიღეს 1995 წელს, ხოლო 2007 წელს გამოვიდა „კერკეტი კაკალი 4“.
ცნობილი რეჟისორის ნორმან ჯუისონის ფილმში „ქალაქგარეთ“ (1989) უილისი შეეცადა წარმოეჩინა ღრმა ფსიქოლოგიური სახე ვიეტნამის ომის ვეტერანისა, ხოლო ფილმში „ამბიციის კოცონი“(1990) შეასრულა პოპულარული გაზეთის რეპორტიორის როლი. მან შეასრულა ასევე კომიკური როლი რეჟისორ რობერტ ზემეკისის ფანტასტიკურ კომედიაში „მას სიკვდილი უხდება“ (1992), სადაც ის იყო მერილ სტრიპის პარტნიორი. უილისი არ ივიწყებს მუსიკას. ფილმში „უყურე კიდევ ვინ ლაპარაკობს“ (1990) უილისი მღერის თავის დაწერილ სიმღერას, ხოლო 1987 წელს გამოციდა მისი ალბომი „ბრიუს უილისი: ბრუნოს დაბრუნება“.
1994 წელს ითამაშა ფილმში „მაკულატურა“. უილიაის ყველა პარტნიორი დასახელებული იყვნენ ოსკარის ნომინაციებზე, მაგრამ უილისმა ვერ მიიღო ნომინაცია. ასევე მოხდა 1995 წელსაც, როდესაც აკადემიამ გვერდი აუარა მის ნამუშევარს ფილმში „12 მაიმუნი“, სამაგიეროდ დააჯილდოვა ახალი ვარსკვლავი ბრედ პიტი.
ბრიუს იულისი თავის მისაბაძ მაგალითებად მიიჩნევს ისეთ ერთმანეთისაგან განსხვავებულ მსახიობებს, როგორებიც არიან რობერტ დე ნირო, რობერტ დიუვალი, ალ პაჩინო, კერი გრანტი, ბობ ჰოუპი, რობერტ მიტჩელი და სტივ მაკკუინი.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1982 | ფ | ვერდიქტი | The Verdict | სასამართლოს მანდატური |
1988 | ფ | კერკეტი კაკალი | Die Hard | ჯონ მაკკლეინი |
1990 | ფ | კერკეტი კაკალი 2 | Die Hard 2 | ჯონ მაკკლეინი |
1994 | ფ | სულელები არ არიან | Nobody's Fool | კარლ რობუკი |
1994 | ფ | მაკულატურა | Pulp Fiction | ბუჩ კულიჯი |
1995 | ფ | 12 მაიმუნი | 12 Monkeys | ჯეიმზ კოული |
1995 | ფ | კერკეტი კაკალი 3 | Die Hard with a Vengeance | ჯონ მაკკლეინი |
1997 | ფ | მეხუთე ელემენტი | The Fifth Element | კობერნ დალასი |
2000 | ფ | მეგობრები | Friends | პოლ სტივენსი |
2003 | ფ | ჩარლის ანგელოზები: სრული წინსვლა | Charlie's Angels: Full Throttle | უილიამ როუს ბეილი |
2007 | ფ | კერკეტი კაკალი 4 | Live Free or Die Hard | ჯონ მაკკლეინი |
2010 | ფ | რედი | Red | ფრანსის მოზესი |
2012 | ფ | სავსე მთვარის სამეფო | Moonrise Kingdom | კაპიტანი შარფი |
2013 | ფ | კერკეტი კაკალი 5 | A Good Day to Die Hard | ჯონ მაკკლეინი |
2014 | ფ | ცოდვების ქალაქი 2 | Sin City: A Dame to Kill For | ჯონ ჰარტიგანი |