ჯემალ ქირია

ქართველი მწერალი

ჯემალ სამსონის ძე ქირია (დ. 1 მარტი, 1940, ზუგდიდი — გ. 18 ოქტომბერი, 2020, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ჯემალ ქირია
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1940(1940-03-01)
დაბადების ადგილი ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 18 ოქტომბერი, 2020(2020-10-18) (80 წლის)
საქმიანობა პროზაიკოსი და მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტი armuri.georgianforum.com/t721-topic#16659

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯემალ ქირია დაიბადა 1940 წლის 1 მარტს, ზუგდიდში. მშობლები: დედა — ივდენ ღურწკაია, მამა — სამსონ ქირია. მეუღლე — ნათელა წერეთელი. შვილები — ირინე, თეა, სამსონი.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1970-1990 წლებში იყო თსუ-ს გამომცემლობის რედაქტორი.

მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ზუგდიდის განყოფილების მდივნად, ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელ მდივნად.

მწერლის ცხოვრება ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა საოცარი თავგადასავლებით. მეოთხე კლასში იყო, როდესაც პირველად სახლიდან გაიქცა. საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელი მკაცრი წესრიგის დამრღვევს ხან თურქეთის, ხან პოლონეთის, ხანაც ფინეთის საზღვარზე იჭერდნენ. ბოლოს ჩინეთში გადასვლა მოახერხა, სადაც ათი თვე იცხოვრა. მაშინდელი უშიშროების სამსახური ხან ციხეში და ხანაც ფსიქიატრიულში მოათავსებდა ხოლმე. თავისი თავგადასავალი მწერალმა აღწერა ავტობიოგრაფიულ რომანში "მე, როსინანტი" (1997).

ჯემალ ქირიას ყველაზე გახმაურებული რომანი "მარადი მხედარი", რომელიც 1973–1975 წლებში დაიწერა და ოთხმოციანი წლების "ცისკარში" იბეჭდებოდა (№ 3–8, 1980), შეიძლება ჩაითვალოს "ფენტეზის" ჟანრის პირველ ქართულ ნამუშევრად.

2000–2004 წლებში ცხოვრობდა ნიუ–იორკში. ამ ქალაქში ჩასული ქართველი ემიგრანტების ყოფა ასახულია მწერილის პუბლიცისტურ წერილებში და ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში "წიგნი არაფერზე"

ჯემალ ქირია არის ამერიკაში გამოცემული პირველი ქართული საბავშვო წიგნის ავტორი – მისი ზღაპარი-რომანი "ბაციკუკუ და სამი ჯადოქარი" გამოაქვეყნა გამომცემლობა "ნაკადულმა" ("ბაციკუკუ", 1991), შემდეგ ეს წიგნი ინგლისურად თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა და გამოცემულია აშშ-ში (Baldie [1] , Publish America, Baltimore, 2005).

  • ესხირი (რომანი), თბ. "მერანი", 1980
  • იბერიული ამერიკის თანამედროვე ლიტერატურა და "ახალი რომანი", თბ. "თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა", 1981
  • პირველი ზეკარი (მოთხრობები), თბ. "ნაკადული", 1983
  • მარადი მხედარი (რომანი ფენტეზის ჟანრში), თბ. "მერანი", 1985
  • ბუტია სპილო (ზღაპრები), თბ. "ნაკადული", 1986
  • კუნძული (მოთხრობები), თბ. : საბჭოთა საქართველო, 1988
  • დიდობანას თამაში (რომანი), თბ. "ნაკადული", 1988
  • მკვდარი სახლი (რომანი), თბ. : მერანი, 1990
  • ბაციკუკუ (საბავშვო ზღაპარი–რომანი), თბ. "ნაკადული", 1991 – ISBN 5-525-00608-4
  • ბუტია სპილო და სხვა ზღაპრები, თბ. "ნაკადული", 1996
  • ჭიანჭველების ხელმწიფე ანდუყაფარი (საბავშვო ზღაპარი–რომანი), ქუთაისი, (ს/ს "სტამბა"), 1996
  • მე, როსინანტი (ავტობიოგრაფიული რომანი), თბ. "მერანი", 1997
  • არტურ-ტორეს-რიოსეკო, იბერიული ამერიკის დიდი ლიტერატურა (თარგმანი)
  • Baldie ("ბაციკუკუ", 1991), 2005, Publisher: PublishAmerica [2], ISBN 9781413739787
  • როგორ იხსნეს პატარებმა ანბანი - How the little ones saved the ABC (ქართულ და ინგლისურ ენაზე), 2006, "პალიტრა L", - ISBN 99940-53-15-9
  • მე - როსინანტი... (ბელეტრისტიკა, ტ.1), "საარი", 2006 - ISBN 99940-29-96-7
  • მეხამრიდი (ბელეტრისტიკა, ტ.2), "საარი", 2006 - ISBN 99940-60-02-3
  • მთელი დღე წვიმდა (ბელეტრისტიკა, ტ.3), "საარი", 2006 - ISBN 99940-60-04-X
  • ესხირი (ბელეტრისტიკა, ტ.4), "საარი", 2006 - ISBN 99940-60-03-1
  • მარადი მხედარი (ბელეტრისტიკა, ტ.5), "საარი", 2007 - ISBN 978-99940-60-27-6
  • მკვდარი სახლი (ბელეტრისტიკა, ტ.6), "საარი", 2007 - ISBN 978-99940-60-37-5
  • კიბე იაკობისი (ბელეტრისტიკა, ტ.7), 2008 - ISBN 978-99940-60-39-9
  • შავი, წითელი, ჭრელი (ბელეტრისტიკა, ტ.8), "საარი", 2008 - ISBN 978-99940-60-40-5
  • დიდობანას თამაში (ბელეტრისტიკა, ტ.9), "საარი", 2008 - ISBN 978-99940-60-58-0
  • წიგნი არაფერზე (ბელეტრისტიკა, ტ.10), "საარი", 2008 - ISBN 978-99940-60-62-7
  • ქაღალდის გემი (ბელეტრისტიკა, ტ.11), "საარი", 2010 – ISBN 978-99940-60-79-5
  • ცუნცულა და მისი მეგობრები (საბავშვო მოთხრობა), "პალიტრა L", 2013 - ISBN 978-9941-19-689-8
  • მანცხვარკარი (რომანი)[3], ინტელექტი, 2020 - ISBN 978-9941-31-172-7

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება
  • შიო მღვიმელის სახელობის პრემია, წიგნისათვის "ბაციკუკუ" – 1991

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Baldie by Jemal Kiria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-27. ციტირების თარიღი: 2020-10-23.
  2. [1] - Publish America
  3. მანცხვარკარი