ჯემალ ტაბიძე
ქართველი ფეხბურთელი
ჯემალ (ჯიმი) ტაბიძე (დ. 18 მარტი, 1996) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ მაჰაჩყალის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯემალ ტაბიძე | ||
დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1996 | ||
დაბადების ადგილი | სამტრედია, საქართველო | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | პანეტოლიკოსი | ||
ნომერი | 4 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2013–2015 | საბურთალო | 36 | (2) |
2015–2017 | გენტი | 0 | (0) |
2017 | → ურალი | 3 | (0) |
2017–2022 | უფა | 79 | (1) |
2022 | კორტრიკი | 0 | (0) |
2022–2023 | დინამო თბილისი | 28 | (0) |
2024 | პანეტოლიკოსი | 6 | (1) |
2024– | დინამო მაჰაჩყალა | 9 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2012–2013 | საქართველო 17-წლ. | 6 | (0) |
2015 | საქართველო 19-წლ. | 3 | (0) |
2016– | საქართველო 21-წლ. | 8 | (0) |
2017– | საქართველო | 15 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 ოქტომბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 მაისი, 2023 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებატაბიძემ პროფესიული კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, ხოლო 2015 წლის ზაფხულში ბელგიის ჩემპიონ „გენტში“ ჩაირიცხა[1] 2017 წლის 1 ივლისიდან თამაშობს რუსულ კლუბ „უფაში“.[2]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაჯემალ ტაბიძის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შედგა 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში.[3]
მიღწევები
რედაქტირება- ურალი
- რუსეთის საფეხბურთო თასი : მეორე ადგილი, 2016/17
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი: 2024[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯიმი ტაბიძე ბელგიის ჩემპიონ გენტში ჩაირიცხა „ტაბულა“ პარასკევი, 26 ივნისი, 2015 - 18:03
- ↑ Джемал Табидзе – официально игрок ФК «Уфа»!
- ↑ Uzbekistan draws with Georgia in friendly. The Tashkent Times.
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ